Safe Space Tbilisi

პარტნიორები


გამოწვევები ურბანული განვითარების წინაშე ბეჭდვა ელფოსტა

თეა თოფურია
მომავალ 25 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა შემცირდება, სოფლებში მცხოვრები ხალხი კი უმეტესად ქალაქებში გადმოინაცვლებს – აი, ასეთ მომავალს პროგნოზირებენ დემოგრაფიის ექსპერტები. მოსახლეობის ამგვარი ცვლილება გავლენას იქონიებს ქალაქების სტრუქტურასა და ცხოვრების წესზე. ქალაქში მცხოვრებთა რაოდენობის ზრდა აუცილებლად დაგვაყენებს სპეციფიკური პრობლემების წინაშე, როგორიცაა: გადატვირთული გზები, ჰაერის დაბინძურება, ელექტროენერგიის დეფიციტი და ასე შემდეგ.


5 ოქტომბერს საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის ფარგლებში არიზონას სახელმწოფო უნივერსიტეტის პროფესორმა, რობერტ მელნიკმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: `ურბანიზაცია და მდგრადი განვითარება საქართველოში~. ლექციის მთავარი თემა იყო – როგორ უნდა მოახერხო მდგრადი ურბანული განვითარება გარემოს დაზიანების გარეშე.
`მდგრადობა ნიშნავს – იფიქრო შვილებზე, შვილიშვილებზე... შექმნა მარაგი მათთვის~.
ემისიების გამოყოფა და ბუნებრივი რესურსების განადგურება იწვევს კლიმატის ცვლილებას, რომლის შედეგიც მომავალში უფრო და უფრო დამანგრეველი იქნება. გარემოსადმი მიყენებული ზიანი სპობს დედამიწას არა მხოლოდ დღეს მცხოვრები ადამიანებისთვის, არამედ მომავალი თაობებისთვისაც.
`ჩინეთი, რომელიც ეკონომიკის თვალსაზრისით ძალზედ განვითარებულია, საკუთარ ქვეყანას იმდენად აბინძურებს, რომ შეიძლება განადგურდნენ კიდეც. თვეში რამდენიმე ქვანახშირის ქარხანას აშენებენ. ქვანახშირი ჩინეთში იაფია, მოსახლეობის ქალაქად მიგრაცია ელექტროენერგიის მოთხოვნაზე გაზრდას იწვევს, ამიტომ ქარხნებიც სჭირდებათ. მეორეს მხრივ, ძირი ეთხრება ბუნებრივ რესურსებს~.
მიუხედავად კონვენციებისა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებს გლობალური დათბობის წინააღმდეგ ზომების მიღებას ავალდებულებს, პროცესი წინ მაინც კუს ნაბიჯებით მიდის.
`ქვეყნები ვერ გუობენ, როცა მათ უთითებენ, უფრო ადვილია შეთანხმდნენ ქალაქები, რადგან ისინი ერთი და იგივე გამოწვევების წინაშე დგანან~ - ამბობს პროფესორი რობერტ მელნიკი.
მისივე თქმით, კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც დღევანდელი მსოფლიოს წინაშე დგას, არის ქალაქისა და სოფლის ურთიერთობა.
`სადაც არ ვყოფილვარ ეს საკითხი ყველგან უგულვებელყოფილია, ქალაქში ფიქრობენ, რომ სოფლის პრობლემები მათ არ ეხებათ. მაგრამ სად ისვენებენ ქალაქელები? სოფლებში. საიდან მოდის წყალი? მთებიდან, და დამერწმუნეთ, საკვები თბილისში არ იზრდება~.
ქალაქის მდგრადი განვითარებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მიდგომები აქვთ, მაგალითად:
სანტა მონიკა, აშშ – ამ ქალაქში გამარტივდა ეგრეთ წოდებული მწვანე სახლების (შენობები, რომლებიც გარემოსდაცვით სტანდარტებს ამოკმაყოფილებს) მშენებლობის პროცესი.
ჩიკაგო – გაკეთდა მწვანე სახურავები. კორპუსების ზევით აშენებენ ბაღებს, რომელიც ერთდროულად შენობასაც აგრილებს და დასასვენებელი ადგილიცაა.
ვანკუვერი, კანადა – ვანკუვერში ძალიან ცივა, ამიტომ გადაწყვიტეს უკვე გამოყენებული ცხელი წყალი კანალიზაციის მილში კი არ გაუშვან, არამედ გათბობის სიტემაში, რაც ენერგიას ზოგავს.
ფენიქსი, არიზონას შტატი, აშშ – ამ ქალაქის პრობლემა ძალიან ბევრი მანქანაა, რის შედეგადაც ქალაქში უამრავი საბურავი გროვდება. საბურავებს ანაკუწებენ და ასფალტში ურევენ, რაც გზის ხარისხსაც აუმჯობესებს და ამასთან ასეთ გზაზე მოძრაობა ნაკლებ ხმაურს იწვევს.
თანა, ინდოეთი – ქალაქში სავადებულოა მზის ენერგიის გამოყენება.
`როგორ ფიქრობთ, თბილისი მდგრადი განვითარების ქალაქია?Eეს ის მომავალია რომელიც თქვენ გსურთ? მოსახლეობა იზრდება. მალე უფრო მეტი მანქანები გეყოლებათ. გაიზრდება წყლის მოხმარება და თქვენს წინ სწორედ მდგრადობის პრობლემა დადგება...
საქართველომ უნდა გამოიყენოს ინოვაციური პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება ურბანული გამოწვევების გადასაწყვეტად. ამ პროცესში საქართველოს უნივერსიტეტებსა და ანალიტიკურ ორგანიზაციებს აქვთ მნიშვნელოვანი ფუნქცია – დაეხმარონ გადაწყვეტილების მიმღებებს, ურბანული მდგრადობის უზრუნველყოფისთვის საჭირო პოლიტიკის შემუშავებაში~, _ ამბობს რობერტ მელკინი.