Safe Space Tbilisi

პარტნიორები


თბილისის ზღვა ბეჭდვა ელფოსტა

თბილისის ზღვაში ფეკალიები ჩაედინება. ზღვა ყოფილი ტურბაზის  ტერიტორიის სიახლოვეს არსებული საკანალიზაციო ჭიდან მუდმივად ბინძურდება. ზღვის ნაპირზე მდებარე სიმინდის ყანები საკანალიზაციო წყლით ირწყვება  და ზღვაში ჩაედინება.


თბილისის ზღვას წყალი მდინარეს იორიდან და მდინარე არაგვიან მიეწოდება. ის პირველი კატეგორიის წყალსაცავია, საიდანაც სასმელი წყლით თბილისის  ნაწილი მარაგდება.
არასამთავრობო ორგანიაზაცია "უსაფრთხო სივრცე"-მ ზღვის დაბინძურების ხარისხის დასადგენად გ.ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს ზღვის წყლის ქიმიურ-მიკრობიოლოგიური კვლევა დაუკვეთა. ერთი ნიმუშის აღება კანალიზაციის ჩადინების ადგილის  სიახლოვეს მოხდა, მეორე  ნიმუშის კი-წყალაღების წერტილის სიახლოვეს.  
ლაბორატორიული დასკვნის მიხედვით, წყალაღების სიახლოვეს აღებული ნიმუში დადგენილ ნორმებს შეესაბამება, ხოლო თბილისის ზღვის ის უბანი კი, სადაც ადგილი აქვს საკანალიზაციო ჭიდან  ნახმარი წყლების ჩაშვებას, “ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის სანიტარული წესები და ნორმები”-ს თანახმად მიეკუთვნება “ზომიერი დაბინძურების” წყლის ობიექტებს და წარმოადგენს თბილისის ზღვის დაბინძურების მუდმივ წყაროს.

{youtube width="500" height="400"}59jksAlV7Hk{/youtube}

რას ნიშნავს “ზომიერი დაბინძურება” ამას ჯანდაცვის სამინისტრო შემდეგნაირად განმარტავს (ჯანდაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტო, #297 ბრძანება): “დაბინძურების ზომიერი ხარისხი ადასტურებს კულტურულ-საყოფაცხოვრებო წყალმოხმარების წყლის ობიექტის საშიშროებას მოსახლეობისთვის. თუ ამ წყლის სასმელად გამოყენება მოხდება გამწმენდ ნაგებობებზე დამუშავების გარეშე, ამან შესაძლოა გამოიწვიოს მოსახლეობის ინტოკსიკაციის საწყისი ეტაპები.” 
ექსპერტები განმარტავენ, რომ ონკანამდე მისულ წყალში დაბინძურება თითქმის გამორიცხულია, სასმელი წყალი იქლორება და ქიმიურ ბაქტერიოლოგიური ლაბორატოერიების სპეციალისტების მიერ კონტროლდება. თუმცა მიიჩნევენ, რომ ზღვის ფეკალიებით მუდმივი დაბინძურება სამომავლოდ საშიშროებას წარმოადგენს და დროულად უნდა აღიკვეთოს.
"უსაფრხთო სივრცი-ს"  მიერ გადაღებულ ფოტოებზე ნათლად ჩანს, თუ როგორ ბინძურდება ზღვა (ხდება ძროხების დარწყულება და ავტომანქანების რეცხვა). საგულისხმოა ისიც, რომ დაბინძურების ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს პლაჟი.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პრობლემა დროულად უნდა მოგვარდეს. მათი თქმით თბილისის ზღვის დაბინძურება დროთა განმავლობაში  საგანგაშო დონეს მიაღწევს და ფეკალიების ზღვის წყალში ჩადინება დაუყოვნებლივ აღსაკვეთია. ანალიზის მიხედვით ზღვაში ძველი და ახალი ფეკალური დაბინძურების კერებია.
"ის რომ თბილისის ზღვაში დიდი რაოდენობით ფეკალიები ხვდება, რა Qთქმა უნდა საფრთხის მომცველია და ეს  სასწრაფოდ უნდა აიკრძალოს. სახეზეა თბილისის ზღვის წყლის პერმანენტული ფეკალური დაბინძურება "_ აცხადებენ ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.

 

 

 

დოკუმენტები

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბ რ ძ ა ნ ე ბ ა N 297/ნ 2001 წლის 16 აგვისტო ქ. თბილისი

 

კვლევები

დოკუმენტი 1

დოკუმენტი 2

დოკუმენტი 3

დოკუმენტი 4

 

GWP ვებ გვერდის სკრინშოტი

ქ.თბილისის წყალსადენის სიტუაციური სქემა

 

სტატია გაზეთში

tbilisis_zgvis_statia