ასოციაცია "უსაფრთხო სივრცე" არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ასოციაცია დაარსდა 2011 წლის 6 იანვარს. რეგისტრაციის ნომერია: 401953971
ხელი შეუწყოს საქართველოს, როგორც ეკო სისტემის სუბიექტის მსოფლიო სისტემაში ინტეგრირების პროცესს;
ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების განხორციელებას;
მონიტორინგი გაუწიოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ ბუნებათსარგებლობის, ზონირების, ქალაქგეგმარებითი და სამშენებლო ინდუსტრიისათვის დამახასიათებელი თეორიების, კონცეფციების, პრინციპების, კანონმდებლობის და ნორმალების დაცვას;
დარღვეული უფლებებისა და კანონიერების აღსადგენად მიმართოს სასამართლოს ან სამართალდამცავ ორგანოებს;
გააკონტროლოს ყველა ის პროცესი - მშენებლობის, ბუნებათსარგებლობის, ქალაქგეგმარების ნორმების შესრულების ჩათვლით - რომელიც ჯანსაღი სივრცის არსებობის წინაპირობაა. იმავდროულად უზრუნველყოს ამ პროცესებში ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინება და გარემოს თვითმყოფადობის დაცვა, ისტორიული არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების შენარჩუნება;
ხელი შეუწყოს მცენარეების ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნებასა და აღორძინებას;
მონიტორინგი გაუწიოს ბუნებრივი რესურსების გამოყენებას, ხელი შეუწყოს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას მათი რაციონალური გამოყენების მიზნით;
ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას საქართველოში გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში;
ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას ქალაქმშენებლობისა და ბუნებათსარგებლობის საკითხებზე, რათა მან შეძლოს სრულფასოვნად მიიღოს მონაწილეობა და გავლენა მოახდინოს აღნიშნულ თემებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე; |