ინტერვიუ ალეკო ელისაშვილთან გუდიაშვილის მოედნის გადასარჩენად. |
|
|
{youtube width="500" height="400"}nI_uYaSCuzA {/youtube}
|
მადათოვის კუნძულის სიმწვანე ნადგურდება! |
|
|
თბილისში, მტკვრის სანაპიროზე იუსტიციის სახლის დაჩქარებული ტემპით მშენებლობის პარალელურად, დაჩქარებული ტემით იჭრება მრავალწლიანი ხეები– ნაძვები, ჭადრები, ფიჭვები, ცაცხვები...
|
ჭადრებს ”ვორონცოვზეც” შეუტიეს |
|
|
{youtube width="500" height="400"}be_c03W3wHg{/youtube}
ჭადრების განადგურება ამჯერად ”ვორონცოვზე” გაგრძელდა. ტოტებჩამოსხეპილ ხეებს თოკები ჩააბეს და ბენზოხერხებით, სულ რამდენიმე წუთში ძირში მოჭრეს უზარმაზარი,მრავალწლიანი ჭადრები. ყვითელჩაფხუტიანმა, თბილისის მერიის გამწვანების თანამშრომლებმა ჯერ მორებად აქციეს ”გოლიათები”, მერე დაანაწევრეს და იქაურობა ისე მოასუფთავეს, კვალის კი არ დატოვეს ნაჭადრალი. სანაცვლოდ კი გულისტკივილი და მოგონებები დარჩა ბევრი :
|
ახალი ჰესები - შეტევა ბუნების წინააღმდეგ! |
|
|
ლიბერტანიალური ქვეყნის უახლესი საბჭოთა ჰესები
{youtube width="500" height="400"}eoBIQsJROEw{/youtube}
|
რუსიკო ხუნწარიას ძაღლები |
|
|
-კარგი დღე მაქვს, მოწყალება გაიღეს ადამიანებმა- რაღაც ფული მომცეს, ახლა წავალ და საჭმელს ვიყიდი, ეს იცით რას ნიშნავს ჩემთვის?
ბედნიერი ვარ, დღეს დაპურებულები მეყოლებიან, წამოდით ნახეთ, როგორ მელოდებიან- ამბობს რუსიკო ხუნწარია და მისი ოთხფეხა მეგობრების თავშესაფრების სანახავად გვეპატიჟება.
|
თბილისური გამწვანების პარალელები |
|
|
თბილისი, თავისი განსაკუთრებული ადგილმდებარეობის გამო, ოდითდან სიმწვანით გამოირჩეოდა. დედაქალაქის ზრდა-განვითარებას , ახალი საცხოვრებელი უბნების მშენებლობას ასობით ხე ეწირებოდა,წლების მანძილზე ასე გაიკაფა თუთის ტყეები, წიწვოვანი და ფოთლოვანი ნარგავები თბილისის შემოგარენში, თუმცა მაღალსართულიანი სახლებისა თუ იტალიური ეზოების მცხოვრებლები ზრუნავდნენ საკუთარი გარემოს გამწვანებაზე და ახლა თბილისში არაერთი ეზოა ამის თვალსაჩინო მაგალითი,სადაც დღეს მრავალწლიანი მუხა, ჭადარი, ცაცხვი, კიპარისი, კედარი თუ კაკალი დგას.
|
მანგლისის ნერგები დიღმის მდელოზე |
|
|
{youtube width="500" height="400"}x2dqOrUuI9Q{/youtube}
სანამ სახლების მშენებლობას დაიწყებენ, ხეები უნდა ჩარგონ და სანამ სახლი დამთავრდება, ნახავ რომ ამათი სილამაზე და ჩრდილი წამოგეწევა.
|
ახალი მსხვერპლი- ბარათაშვილის ქუჩის ცაცხვები |
|
|
22 აპრილს, დედამიწის დღეს, როცა ცივილიზებული ადამიანები ხეების დარგვით აღნიშნავენ, საქართველოს დედაქალაქის შუაგულში, ბარათაშვილის ქუჩაზე ბარბაროსული აქციით შეხვდნენ - თბილისის მერიამ განახლებისა და აღმშენებლობის ეგიდით ოცი ძირი მრავალწლიანი ცაცხვი მოჭრა.
|
ბარათაშვილის ქუჩაზე ცაცხვები აღარ შეგეგებებათ |
|
|
17 აპრილს ორგანიზაცია”უსაფრთხო სივრცის” ოფისში მოქალაქეებმა შეგვატყობინეს, ქალაქის შუაგულში-ბარათაშვილის ქუჩაზე მრავალწლიანი ცაცხვები იჩეხებაო და დახმარებას ითხოვდნენ. ადგილზე მისულებს, მართლაც სავალალო სურათი დაგვხვდა, ბენზოხერხების გუგუნში ახალგაფოთლილი, მრავალწლიანი ცაცხვები ერთმანეთის მიყოლებით ცვიოდა მიწაზე და შესაშური სისწრაფით გაქონდათ სატვირთო მანქანებს.
|
560 ახალი ნერგი დიღმის ტყე- პარკში |
|
|
გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, საქართველოს სამხედრო გზიდან, დიღმის ტყე-პარკის ცენტრისკენ , მსოფლიო ოლიმპიადის ჩემპიონებმა მწვანე ნარგავები გააშენეს და სპორტული დიდების ხეივანი დაარქვეს.
|
ბზობა თბილისში |
|
|
ბზობა- საუფლო დღესასწაულია, მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში. მორწმუნენი ბზის ტოტებს უფენდნენ და ოსანას უგალობდნენ იესოს.
8 აპრილს მართლმადიდებელმა სამყარომ ბზობის დღესასწაული აღნიშნა. მწვანე ბზის ტოტებით, ჭილის ხელნაკეთი კალათებით და ფერადი თაიგულებით გაივსო თბილისში ყველა მართლმადიდებლური ტაძარი.
|
სამოქალაქო სოლიდარობის აქცია თბილისში |
|
|
{youtube width="500" height="400"}S0xwbaQed0Q{/youtube}
|
ძველი ბაღები ახალ სახლებს ეწირებიან! |
|
|
{youtube width="500" height="400"}84Y1hdG3ynM{/youtube}
დიღმის მასივის მეხუთე კვარტალი 1960-70-იან წლებში აშენდა და აქაურები ამ დროიდან ზრუნავდნენ კვარტლის გამწვანებაზე.ასე შეიქმნა თითოეული კორპუსის მიმდებარედ ბაღები და სკვერები, რომლებიც დაგეგმარებულია კორპუსის მიმდებარე გამწვანებად.როგორც ირკვევა, 1994 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის დადგენილებით,იმჟამად ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ თამაზ ცანავამ დაიმაგრა მეხუთე კვარტლის მე-8, მე-10, 24-ე „ა“ და“ბ“ კორპუსების შუაგულში მდებარე 405 კვ.მ. მიწის ნაკვეთი(სკვერი).
|
საჯარო ინფორმაცია საჯაროდ იმალება? |
|
|
2011 წლის 5 დეკემბერს, ააიპ “ უსაფრთხო სივრცემ “ ქ. თბილისის მერიას, კანონით დადგენილი წესით მოსთხოვა საჯარო ინფორმაცია-თბილისის მერიასა და შპს“ფორესთ კონსალტინგს“ შორის 2011 წლის 17თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მიმწოდებელთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები და ინსპექტირების ჯგუფის მიერ გაკეთებული დასკვნები, რაზეც წერილობითი პასუხის მიუღებლობის შემდეგ ‘უსაფრთხო სივრცე“ იძულებული გახდა თბილისის მერისათვის ადმინისტრაციული საჩივრით მიემართა.
|
ახალი საკანონმდებლო ცვლილება ბუნების წინააღმდეგ |
|
|
ცვლილებების პაკეტი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მოამზადა და საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის 20 მარტს დაჩქარებული წესით დაამტკიცა, სრულად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებას-ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში(მუხ.37)
გარემოს დაცვის კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, შესაძლებელია შეთანხმების დადება დაინტერესებულ პირსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის, გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ, დაინტერესებული პირის საქციელი ჩაითვალება კანონიერად.
|
ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას?! |
|
|
თბილისში მშენებლობების ბუმია. ახლახან ესტაკადები და გვირაბები დედაქალაქში ახალ სამშენებლო მიმდინარეობად იქცა. გაჩნდა ბანერები, რომლის წარწერითაც თავაზიანად ბოდიშს უხდიან მოქალაქეებს, მხოლოდ იმისათვის, რომ დროებით მოძრაობა შეეზღუდებათ, თუმცა არავინ არაფერს ამბობს იმაზე, რომ ამ მშენებლობებს ათობით მწვანე ნარგავი და მრავალწლიანი ხეები ეწირება.
|
გუდიაშვილის მოედანი |
|
|
{youtube}kfqZAdJgUKc{/youtube}
ეს ინტერვიუები ეძღვნება გუდიაშვილის მოედანსაც, მაგრამ ამ ინტერვიუების მთავარი არსი არის საზოგადოებისა და ხელისუფლების ურთიერთობა.
|
ღია წერილი |
|
|
თბილისს მერს
ბატონ გიგი უგულავას
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს
ბატონ ზაალ სამადაშვილს
თბილისის ეკოლოგიის და გამწვანების სამ სახურის უფროსს
ბატონ გიორგი ქორქაშვილს
ღია წერილი
თბილისის უბნებში ხეები მასიურად ხმება. არასამთავრობო ორგანიზაციამ „უსაფრთხო სივრცე“ პარკებსა და ქუჩებში არსებული ხე-მცენარეების ხმობის მიზეზების დასადგენად, მცენარეთა დაავადებათა სპეციალისტებს მიმართა. 2011წ. აგვისტო - სექტემბერში ჩატარდა კვლევები, აგრეთვე ფოტოებზე დაფიქსირდა ის საგანგაშო მდგომარეობა, რომელიც შექმნილია თბილისის სხვადა სხვა უბნებში. კვლევა ჩატარდა 10 ობიექტზე : დავით აღმაშენებლის ხეივანში, მარშალ გელოვანის გამზირზე, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, მოსკოვის გამზირზე, კუს ტბისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიღმის ტყე პარკში, ვაკისა და დენდრო პარკებში, კიკვიძის ბაღში, კახეთის გზატკეცილზე და დაიდო 13 დასკვნა, რომლებშიც მოცემულია ხმობის მიზეზების ანალიზი და სპეციალისტების რეკომენდაციები.
|
კიკვიძის ბაღი |
|
|
23 თებერვალს კიკვიძის ბაღიდან გაიტანეს მოჭრილი ხეები. ეს ორი ინტერვიუ კი ერთი დღით ადრე, 22 თებერვალს ჩავწერეთ, მაშინ, როდესაც კოცონთან კიკვიძის ბაღის დამცველები თბებოდნენ.
|
კიკვიძის ბაღი გაჩეხეს |
|
|
20 თებერვალს დილით კიკვიძის ბაღში მრავალწლიანი მწვანე ნარგავები გაჩეხეს. ტერიტორია თებერვლის დასაწყისში შემოღობეს. გავრცელებული ინფორმაციით აქ პოლიციის შენობის მშენებლობა იგეგმება. მოსახლეობამ „უსაფრთხო სივრცე“- ს თებერვლის დასაწყისში დასახმარებლად მიმართა.
|
|
|