Safe Space Tbilisi

პარტნიორები


სტატიები



დიღმის ტყე პარკის დაცვას მრავალწლიანი ისტორია აქვს ბეჭდვა ელფოსტა

samirდიღმის ტყე პარკის დაცვას მრავალწლიანი ისტორია აქვს და ის რომ დღეს, ეს ტყე არსებობს მოსახლეობის, მეცნიერების ,მედიის , არასამთავრობო სექტორის, ფონდების , პოლიტიკოსების და დიპლომატების კონსოლიდაციის და წარმატებული თანამშრომლობის დამსახურებაა. ამ მრავალწლიანი შრომის მასალები განთავსებულია ამ მისამართზე

http://www.safespace-tbilisi.com/index.php?option=com_content&view=category&layout=blog&id=45&Itemid=96&lang=ka 

 
„ორგანიკა“-მიწათმოქმედთა ქვეყნის შესანარჩუნებლად! ბეჭდვა ელფოსტა

  ამ რამდენიმე წლის წინ დედაქალაქში ერთი ხმაური და ვიშ-ვიში ატყდა-გვიშველეთ , პესტიციდებიან ბოსტნეულს, გენური ინჟინერიით გამოყვანილ კარტოფილს და პომიდორს გვაჭმევენ და ვიღუპებითო.   დეზერტირების ბაზარში პირდაპირ ლაბორატორიებში შედიოდა ხალხი და ანალიზების ჩატარებას ითხოვდნენ, სადაც პასუხი თითქმის სულ ერთი და იგივე იყო- საკვებად დასაშვებ ნორმას არ აღემატება! მერე ეს ხმაური მიწყნარდა და მოსახლეობაც შეეგუა-რაც იყო იმას ყიდულობდნენ.ასეა ახლაც, თუმცა უფრო პრაქტიკულებმა  სხვა გზა გამონახეს, ლაბორატორიული დასკვნების საიმედობაზე ლაპარაკს ამჯობინეს, თვითონ მოეწყოთ მეურნეობები და ოჯახის გამოკვებაზეც ასე ეზრუნათ.

 
ფოტორეპორტაჟი ბეჭდვა ელფოსტა

სამწუხაროდ, ძაღლების გამოფენები თბილისში  წელიწადში  მხოლოდ ორჯერ ტარდება,  მაგრამ არსებობს ბაზრობა, რომელიც კვირაობით დიღომში იმართება. აქ ძაღლის,  კატის, თუთიყუშის, ხოხბებისა და ფარშევანდების შეძენაც  შეიძლება. ადრე , ის დიღმის ბაზრის ეზოში იმართებოდა. ბაზარის დანგრევის შემდეგ გამყიდვლების ნაწილმა სანაპიროზე გადაინაცვლა ,თუმცა ასეთი სპეციფიური ბაზრობის დახლების  კეთილმოწყობაზე  არავის უზრუნია.

 
ორჰუსის კონვენცია საქართველოში ბეჭდვა ელფოსტა

ორჰუსის კონვენცია-„გარემოსდაცვის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გადაწყვეტილების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ.“ ამ კონვენციას საფუძველი 1998 წლისწ ოქტომბერში ჩაეყარა დანიაში, ორჰუსში და ძალაშია 2001 წლის ოქტომბრიდან. მისი მიზანია, გააძლიეროს გარემოს დაცვა საზოგადოების სხვადასხვა პროცესში ჩართვით  და  მათი მონაწილეობით  გადაწყვეტილების  მიღებაში.კონვენციის შექმნის მიზანი იყო დაიცვას ახლანდელი და მომავალი თაობების უფლებები, რადგან ყველა მოქალაქეს აქვს უფლება იცხოვროს ჯანმრთელ და უსასფრთხო გარემოში, ასევე დაიცვას და გააუმჯობესოს გარემო.

 
მგლებთან-21 წელიწადი ბეჭდვა ელფოსტა

wolf

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ  იასონ ბადრიძეზე ბევრი დაწერილა, მაგრამ ახლა მისი მოგონებები  და შთაბეჭდილებები დიდ, სქელტანიან წიგნს გადაავსებს, რომელიც ალბათ იმით დაიწყება, 5 წლის ბიჭი მამამ ბორჯომის ხეობაში რომ წაიყვანა, საძილე ტომარაში გახვეული ღამით როგორ შესძრა მგლების ყმუილმა, მაშინ კი შეეშინდა, მაგრამ მერე, ამ ხმამ როგორ არ მოასვენა.

 
<< დაწყება < წინა 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 შემდეგი > ბოლოს >>

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL