Safe Space Tbilisi
საჯარო ინფორმაციის მოპოვება ელექტრონულად ბეჭდვა ელფოსტა
ნაწილი1: როგორ მოვიძიოთ ნაკვეთის საკადასტრო კოდი

სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი  ასპექტია  ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა. საქართველოში ელექტრონული  სისტემის შემოღების შედეგად,   ინფორმაციის საჯაროობის  უზრუნველყოფის  მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შეიქმნა საიტები, საიდანაც ინფორმაციის მოძიება, ყველა მსურველს მარტივად შეუძლია. ესენია: tas.ge -თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტი; spa.ge -  ელექტრონული ტენდერების საიტი; napr.gov.ge საჯარო რეესტრის საიტი. იმისათვის, რომ საზოგადოება  ჩართული იყოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი  საკითხების გადაწყვეტაში, აუცილებელია მან იცოდეს საჯარო ინფორმაციის მოპოვების წესები. ჩვენი ორგანიზაციის ერთერთი ამოცანაა სწორედ მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფაა.  სამწუხაროდ, საზოგადოების  დიდი ნაწილი არ სარგებლობს საჯარო ინფორმაციის მოპოვების ელექტრონული სისტემით და ამის მიზეზი სწორედ იმ ელემენტარული წესების არცოდნაა, რასაც ამ და რამდენიმე მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ.
 
გამოკითხვა ეკოლოგიურ საკითხებზე ბეჭდვა ელფოსტა

gamokitxva

 
შეხვედრები სამთავრობო უწყებებთან ბეჭდვა ელფოსტა

ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა იმ ადამიანთა  რაოდენობა, რომლებიც  თბილისში მწვანე საფარის შემცირებას ეწინააღმდეგებიან და ამის შესაჩერებლად სხვადასხვა ღონისძიებებს მიმართავენ. საზოგადოების ნაწილი მერიას და საკრებულოს  არასწორი ეკოლოგიური პოლიტიკის გატარებაში   ადანაშაულებს და გამწვანებული ტერიტორიების მშენებლობისგან დასაცავად რეალური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. მოსახლეობის აქტიურობამ პიკს მიაღწია რამდენიმე „ცხელ“, წერტილში, როგორიცაა:  ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორია –  ასათიანის #10, სადაც გამწვანებულ ტერიტორიას გაჩეხვა ემუქრება 8 ცათამბჯენის აშენების მიზნით;   კუს ტბის ფერდობი –  სადაც ტერიტორიაზე, რომელსაც ადრე ლანდშაფტურ–სარეკრეაციო ზონის სტატუსი ჰქონდა, სტატუსის ცვლილებისა და  გასხვისების შედეგად, რესტორნის აშენებაა დაგეგმილი;  წავკისი  – სადაც წავკისის ტყეში, თბილისის მერიის მიერ გასხვისებულ, დაახლოებით 20 ჰა მიწის ფარდობზე გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.
მოსახლეობის პროტესტი პერმამენტულ აქციებში გამოიხატა.ამ თემაზე, გარემოს დაცვის სამინისტროსა და საკრებულოში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. გთავაზობთ ამ შეხვედრების ვიდეოჩანაწერებს.

ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა იმ ადამიანთა  რაოდენობა, რომლებიც  თბილისში მწვანე საფარის შემცირებას ეწინააღმდეგებიან და ამის შესაჩერებლად სხვადასხვა ღონისძიებებს მიმართავენ. საზოგადოების ნაწილი მერიას და საკრებულოს არასწორი ეკოლოგიური პოლიტიკის გატარებაში   ადანაშაულებს და გამწვანებული ტერიტორიების მშენებლობისგან დასაცავად რეალური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

 
პრეზიდენტის ბოლო მესიჯი ბეჭდვა ელფოსტა
საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიის ნაწილს (დაახლოებით 36 000 კვ.მ.), 2013 წლის 2 სექტემბრის ბრძანებულებით,  განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა. შეგახსენებთ, რომ ტერიტორიას ეს სტატუსი 2010 წლის 21 ივლისის ბრძანებულებით, თავად პრეზიდენტმა მიანიჭა.
მზიურის  საზღვრები ოფიციალურად დადგენილი არ არის და მისი ფართობი პირობითად განსაზღვრულია  52 800 კვ.მეტრით, ხეობაში გაშენებული მწვანე საფარის განფენილობის მიხედვით.  ტერიტორია ნაკვეთებათაა დაყოფილი და დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაშია, თუმცა, საკუთრების მიუხედავად, ტერიტორიას სარეკრეაციო ზონა 2–ის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. გარდა ამისა, ტერიტორიას მშენებლობისგან  პრეზიდენტის ბრძანებულებაც იცავდა, რომლითაც „მზიურს“ განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭა.
„მზიურის“  ფარგლებში უკანონოდ გასხვისებული ნაკვეთების შესახებ იურიდიული კვლევა „უსაფრთხო სივრცის“ საიტზე ჯერ კიდევ 2012  წლიდან დევს. კვლევაში ნათლად ჩანს, რომ პარკის საზღვრები  2000–2012 წლებში მკვეთრად შეიცვალა და  ნაკვეთებს კერძო მფლობელები გამოუჩნდნენ. 2012–2013 წლებში, კერძო მფლობელებმა, თავიანთი კუთვნილი ნაკვეთებისთვის სტატუსის შეცვლის მოთხოვნით,  თბილისის არქიტექტურის სამსახურს უამრავჯერ მიმართეს, მაგრამ სამსახური, უმრავლეს შემთხვევაში, მათ უარს ეუბნებოდა  და საფუძვლად პრეზიდენტის 2010 წლის 21 ივლისის ბრძანებულება მოჰყავდა.
2013 წლის 2 სექტემბერს, პრეზიდენტმა  ბრძანებულება გამოსცა, რომლითაც მზიურის ფარგლებში არსებულ თითქმის ყველა კერძო ნაკვეთს „განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის“ სტატუსი მოუხსნა. ამ ნაკვეთების საკადასტრო კოდებია: 01.14.14.005.155;  01.14.14. 005.160;  01.10.16.008.013;  01.10.16.008.014;  01.10.16.008.015; 01.14.14.009.018;   01.14.14.005.072; 01.14.14005.073; 01.14.14.010.030;  01.14.14.005.095; 01.14.14.005.090; 01.14.14.005.134;  01.10.17.023.011;  01.10.17.023.006.
კერძო  ნაკვეთებზე ზემოთხსენებული  სტატუსის გაუქმება მესაკუთრეს ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონა2–ის სტატუსის შეცვლის შესაძლებლობას აძლევს (ზონალური შეთანხმებით), რის შედეგადაც, შესაძლებელია, „მზიურის“ ტერიტორიაზე ახალი მშენებლობები  ვიხილოთ.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიის ნაწილს (დაახლოებით 4,7 ჰექტარი), 2013 წლის 2 სექტემბრის ბრძანებულებით,  განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა. შეგახსენებთ, რომ ტერიტორიას ეს სტატუსი 2010 წლის 21 ივლისის ბრძანებულებით, თავად პრეზიდენტმა მიანიჭა. 

 
აქციების ტალღა გამწვანებული ტერიტორიების დასაცავად ბეჭდვა ელფოსტა

გამწვანებული ტერიტორიების დაცვის მიზნით თბილისის საზოგადოების  ნაწილი საპროტესტო აქციებს რეგულარულად მართავს. მოსახლეობა სარეკრეაციო ზონების შენერჩუნებას და მათ მშენებლობისგან დაცვას ითხოვს. ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“ გთავაზობთ საპროტესტო აქციების ვიდეოჩანაწერებს.

1) ასათიანის #10: საბურთალოს მოსახლეობა ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს და გამწვანებული ტერიტორიისთვის სარეკრეაციო სტატუსის მინიჭებას ითხოვს. 

 
სანერგე მეურნეობა "საქართველოს ნერგები" ბეჭდვა ელფოსტა

სანერგე მეურნეობა მდებარეობს აღმაშენებლის ხეივანზე, ა/გ გრეკოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ფოტოები გადაღებულია თბილისის სანერგეში, სადაც იტალიიდან ჩამოტანილი ნერგებია, თუმცა "საქართველოს ნერგებს" აქვს სანერგე ყვარელში, სადაც ქართული ხეხილის ჯიშებია წარმოდგენილი.

 

 
გამოფენა: ჩუბიკა კარდენისთვის ბეჭდვა ელფოსტა
 
ფოტორეპორტაჟი ტაო–კლარჯეთიდან ბეჭდვა ელფოსტა
 
შემოდგომა ლისის ტბაზე ბეჭდვა ელფოსტა
 

9 აპრილისა და გიორგი ლეონიძის სახელობის ბაღები

9 აპრილისა და გიორგი ლეონიძის სახელობის ბაღები (ყოფილი ალექსანდრეს ბაღი) – გაშენდა 1859 წელს არქიტე...

თეთრი ტბა

გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიის  განვითარების პროექტი 2008 წელს დაიწყო და 2013 წელს დასრულდებ...

დიღმის ტყე–პარკი

 დიღმის  მასივში, საქართველოს სამხედრო გზის, ახმეტელისა და ლუბლიანის ქუჩებს შორის მდებარეო...

ვერის ბაღი

ვერის ბაღი - (ყოფილი სერგეი კიროვის სახელობის ბაღი) – მდებარეობს მერაბ კოსტავასა და ნიკო ნიკოლა...

დენდრო პარკი

 საქართველოს  სატყეო მეურნეობის სახელმწიფო  დეპარტამენტის დენდროლოგიური პარკი საქართ...

ვაკის პარკი

 ვაკის პარკი - გაშენებულია ვაკის ბოლოში, მთაწმინდის ქედის გაშიშვლებულ ფერდობსა და მის წინა...

ბოტანიკური ბაღი

 „ციხის ბაღი“  გაშენებული იყო თბილისის გარეუბანში, წავკისის ხევში.  1795 წელს აღა-მაჰ...

დედა ენის ბაღი

ე.წ. დედა ენის ბაღი გაშენებულია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. ბაღის გაშენება გადაწყდა მეორე მსოფლიო ო...

მზიური

მზიური _ საბავშვო ქალაქი ნოდარ დუმბაძის სახელობის. ქალაქის გაშენების იდეა ეკუთვნის ნოდარ დუმბაძეს ...

იპოდრომი

გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის შემდეგ საქართველოში დაიწყო ეროვნული საცხენოსნო თამაშების აღდგენა-აღორ...

რიყე

რიყე, ძველი თბილისის ერთ-ერთი უბანი, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ავლაბარსა და ჩუღურეთს შორის...

  • 9 აპრილისა და გიორგი ლეონიძის სახელობის ბაღები

  • თეთრი ტბა

  • დიღმის ტყე–პარკი

  • ვერის ბაღი

  • დენდრო პარკი

  • ვაკის პარკი

  • ბოტანიკური ბაღი

  • დედა ენის ბაღი

  • მზიური

  • იპოდრომი

  • რიყე

 
რა ბედი ელის 2 მილიონ 640 ათას ლარს? ბეჭდვა ელფოსტა

ანუ, რამდენი ხე, ბუჩქი და ურნაა ქალაქში

 

26 სექტემბერს დავების საბჭოში „უსაფრთხო სივრცის“ 4 საჩივარი შევიდა, რომლითაც სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე გამოცხადებული 4 ტენდერი (სპა 130019990; სპა 130019989; სპა 130019988;  სპა 130019986) გასაჩივრდა. ტენდერების საერთო ღირებულებამ, ჯამში, 2 მილიონ 640 ათასი ლარი შეადგინა.  საჩივრების განხილვა დღეს, 17 საათზე იგეგმება.
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერით, თბილისის რამდენიმე რაიონში  უნდა აღიწეროს  ხეები, ბუჩქები, ურნები, წყლის სოკოები, დეკორატიული ქოთნები, სკამები,კედლის სანათი, პროჟექტორი, მონუმენტი და ა.შ. ტენდერის შემსრულებელმა ორგანიზაციამ თან რუკაზე უნდა დაიტანოს თითოეული ობიექტი, თან განსაზღვროს რომელ ხეს უნდა ჩაუტარდეს ფორმირება, გადაბელვა, რომელია ხმელი, არახმელი და ა.შ. ამ ყველაფრის განსაზღვრა და შესრულება სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, სატენდერო დოკუმენტაციით კი  არ არის განსაზღვრული რა კვალიფიკაციის, რომელი პროფესიის  წარმომადგენლებმა უნდა განახორციელონ შესაბამისი მომსახურება;

26 სექტემბერს დავების საბჭოში „უსაფრთხო სივრცის“ 4 საჩივარი შევიდა, რომლითაც სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე გამოცხადებული 4 ტენდერი (სპა 130019990; სპა 130019989; სპა 130019988;  სპა 130019986) გასაჩივრდა. ტენდერების საერთო ღირებულებამ, ჯამში, 2 მილიონ 640 ათასი ლარი შეადგინა.  საჩივრების განხილვა დღეს, 17 საათზე იგეგმება. 

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 შემდეგი > ბოლოს >>

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL



gamokitxva