Safe Space Tbilisi

პარტნიორები


Safe Space Tbilisi
„მზიურის „სარჩელი არ დაქმაყოფილდა ბეჭდვა ელფოსტა

2016 წლის 26 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა ,,მზიურის'' ერთ-ერთ ნაკვეთზე ფუნქციური ზონის ცვლილების საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ,,უსაფრთხო სივრცე''–ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.. შეგახსენებთ რომ, 2013 წლის სექტემბერში საკრებულომ ფუნქციური ზონა შეუცვალა მზიურის ერთ-ერთ ნაკვეთს და სარეკრეაციო ზონა 2 და სატრანსპორტო ზონა გადაკეთდა საზოგადოებრივ საქმიან ზონას, ანუ მასზე შესაძლებელი გახდა მრავალ სართულიანი კორპუსის მშენებლობა. ჩვენთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებისთანავე ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

 
ციყვების დაცვა გრძელდება ბეჭდვა ელფოსტა

9 ნოემბერს 16 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება ე.წ. ,,ციყვების''ტერიტორიასთან დაკავშირებული საქმე. შეგახსენებთ, რომ ქალაქ თბილისის საკრებულომ გაასაჩივრა ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ციყვების ტერიტორიის ნაწილს დაუბრუნდა ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონის სტატუსი.

 
2013 წლის 2 სექტემბრის #686 ბრძანებულება ბეჭდვა ელფოსტა

2016 წლის 28 ოქტომბერს, 17 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში განიხილება ,,უსაფრთხო სივრცე''–ს სარჩელის განხილვა. საქმე შეეხება საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 სექტემბრის #686 ბრძანებულებას, რომლითაც ცვლილება შევიდა ,,განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების შესახებ'' საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 21 ივნისის #435 ბრძანებულებაში. განხორციელებული ცვლილების შედეგად სარეკრეაციო ზონის ფარგლებს გარეთ დარჩა რეალურად გამწვანებული ტერიტორია. საქმეზე მთავარი სხდომაა ჩანიშნული

 
შემოდგომა ბეჭდვა ელფოსტა

წელს უჩვეულოდ ცივი შემოდგომაა, მაგრამ დიღმის ტყე ძალიან ლამაზია. ბევრი სტუმრობს მას ამ ცივ დღეებში. რამოდენიმე დღის წინ 3 თვის კავკასიური ნაგაზი შუმბა ესტუმრა

დაწვრილებით...
 
მზიურის საქმე ბეჭდვა ელფოსტა

12 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,უსაფრთხო სივრცე''-ს სარჩელის განხილვა გაიმართა. საქმე შეეხებოდა ,,მზიურის'' ერთ-ერთ ნაკვეთზე ფუნქციური ზონის ცვლილების საკითხს. შეგახსენებთ რომ, 2013 წლის სექტემბერში საკრებულომ ფუნქციური ზონა შეუცვალა მზიურის ერთ-ერთ ნაკვეთს და სარეკრეაციო ზონა 2 და სატრანსპორტო ზონა გადაკეთდა საზოგადოებრივ საქმიან ზონას, ანუ მასზე შესაძლებელი გახდა მრავალ სართულიანი კორპუსის მშენებლობა.

დაწვრილებით...
 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგი > ბოლოს >>

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL