Safe Space Tbilisi

პარტნიორები


Safe Space Tbilisi
8106 ჰა ტყისთვის ტყის სტატუსის გაუქმება ბეჭდვა ელფოსტა

2016 წლის 26 სექტემბერს, 15 საათზე ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ,,უსაფრთხო სივრცე''–ს სარჩელს, რომლითაც გასაჩივრებულია თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული ცვლილებით 2010 წლის 20 აგვისტოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ მიწევს შეეცვალათ სატყეო სტატუსი და მიენიჭათ ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონა, აგრეთვე მოხდა წყნეთი–ბაგების რეკრეაციულ ტერიტორიაზე ფუნქციური ზონის დაზუსტება.

დაწვრილებით...
 
შპს „ზამბახის „მშენებლობა ბეჭდვა ელფოსტა

2016 წლის 26 აგვისტოს 17 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება ,,უსაფრთხო სივრცე'–ს სარჩელის განხილვა თბილისის მერიისა და თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ. აღნიშნული სარჩლით გასაჩივრებულია ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება , რომლითაც დიღმის ტყე–პარკის ე.წ. ზოლში მდებარე ერთ–ერთ ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 01.13.01.022.170 თხოვნით

დაწვრილებით...
 
4 აპრილი – ცხოველების უფლების დაცვაის დღე ბეჭდვა ელფოსტა

დღეს გაიმართა დიდი აქცია რომლის მიზანი იყო ცხოველების უფლების დაცვა. საზოგადოების მწვავე პროტესტი გამოიწვია კანონპროექტი რომლის განხილვა მიმდინარეობს. დღეს წვიმიანი ამინდის მიუხედავად უამრავი ხალხი მეტრო რუსთაველთან შეიკიფა, ბევრმა თავისი ძაღლიც წამოიყვანა .ადამიანებმა ჯერ თბილისის საკრებულოსთან დააფიქსირეს თავისი პოზიცია შემდგომ კი პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ. ხალხი იყო ძალიან აღშფოთებული და შეწუხებული . დაიცავი დაუცველი– ეს იყო ერთ ერთი ლოზუნგი.

{gallery}0404{/gallery}

 
„ ციყვების საქმე“ ბეჭდვა ელფოსტა
2016 წლის 20 სექტემბერს, 12 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს ე,წ, ,,ციყვების'' საქმეს. თბილისის საკრებულომ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ,,უსაფრთხო სივრცის'' სარჩელი დაკმაყოფილდა. საქმე ეხება ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლითაც ქ.თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბისკენ მიმავალი გზის მიმდებარედ არსებულ ნაკვეთს (ციყვების ტერიტორია) შეეცვალა ფუნქციური ზონა და ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონა შეიცვალა სარეკრეაციო ზონა 3–ით, რითაც ტერიტორიაზე შესაძლებელი გახდა რესტორნის მშენებლობის განხორციელება. ტერიტორიის ნაწილი კერძო პირის – შპს ,,კოლორიტის'' საკუთრებაშია, მასზე აშენდა რესტორანი და ის უკვე ფუნქციონირებს. ხოლო დარჩენილი 1220 კვ.მ. მიწის ნაკვეთი თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას წარმოადგენს. სასამართლოს მთავარ სხდომაზე ,,უსაფრთხო სივრცის'' მოთხოვნას წარმოადგენდა ქ.თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მხოლოდ სადავო ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელიც ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას წარმოადგენს. მოპასუხეები არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნას და მოსამართლის მიერ შეთავაზებულ მორიგებაზეც უარი განაცხადეს.. საკრებულოს წარმომადგენელმა ვერაფრით ვერ ახსნა გადაწყვეტილება რატომ არ იყო დასაბუთებული, მან აღიარა კიდევაც რომ მისი მიღების პროცესში გარკვეული პროცესუალური შეცდომები იქნა დაშვებული. საქმეს განიხილავდა მოსამრთლე ნინო ყანჩაველი ეს გადაწყვეტილება საკრებულოს მიერ გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
 
თბილისის საქალაქო სასამართლომ საბურთალოს პარკთან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყვიტა ბეჭდვა ელფოსტა

9 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ საბურთალოს პარკთან დაკავშირებით წარმოება შეწყვიტა. სარჩელი არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცის“ მიერ იყო მომზადებული. ორგანიზაციის წარმომადგენლები ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიისთვის სარეკრიაციო ზონის მინიჭებას ითხოვდნენ, რადგან ტერიტორია გაყიდულია, იქ არსებულ პარკში კი ხეების გაჩეხვა მიმდინარეობს. საკუთარი გადაწყვეტილება მოსამართლემ იმით დაასაბუთა, რომ ტერიტორია - კერძო საკუთრებაა, ამიტომ ზონალური ცვლილება ვერ მოხერხდება.

დაწვრილებით...
 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგი > ბოლოს >>

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL