Safe Space Tbilisi

პარტნიორები


Safe Space Tbilisi
"უსაფრთხო სივრცის" მიერ გასაჩივრებული ტენდერები ბეჭდვა ელფოსტა
ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“  თბილისის ტერიტორიაზე ხეების მოჭრის, გადაბელვის და ფორმირების მომსახურების შესასყიდად გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით რამდენიმე სასამართლო დავას აწარმოებს. ამჯერად, მოპასუხე მხარე დავების განხილვის საბჭოა, რომელმაც „უსაფრთხო სივრცის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა.  ამ თემასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად ორგანიზაციის იურისტი, ნანა რამიშვილი გვესაუბრა.
ნანა რამიშვილი: „წარმოებაში გვაქვს 3 სარჩელი: გლდანის, ნაძალადევის და კრწანისის გამგეობების მიერ  გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით. ეს ტენდერები (SPA130020875; SPA 130021761; სპა130021268), თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით,  დავების საბჭოში გავასაჩივრეთ, მაგრამ დავების განხილვის საბჭომ საჩივარი  არ დააკმაყოფილა.  ეს გადაწყვეტილება იმ დოკუმენტაციასთან ერთად,  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გვაქვს გასაჩივრებული. სამივე ტენდერის გასაჩივრების მოტივი სატენდერო დოკუმენტაციის არასრულყოფილება  იყო.  კერძოდ,  ტექნიკურ დოკუმენტაციაში არ იყო მითითებული  იმ ხეების კონკრეტული  მისამართები, რომელთა მოჭრაზე, გადაბელვასა და ფორმირებაზე იყო გამოცხადებული ტენდერი.  ეს  კანონის პირდაპირი დარღვევაა, რადგან შესყვიდვების შესახებ კანონიც,  დებულებაც და წესიც ითვალისწინებს იმ ადგილის კონკრეტულად მითითებას,  სადაც შესყიდვა უნდა განხორციელდეს . დავების საბჭოს მოტივაცია იყო ის, რომ რაიონების  ტერიტორია, შედარებით შემოსაზღვრულია  და უფრო გასაგებია სად უნდა განხორციელდეს მომსახურება. ამასთან, დავების  საბჭომ გამგეობების პოზიცია გაიზიარა  იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი  მოჭრებს, გადაბელვებს და ფორმირებებს მოქალაქეთა მიერ შემოსული განცხადებების   საფუძველზე ახორციელებენ  და წინასწარ მათთვის არ არის ცნობილი, სად რა მომსახურება უნდა განხორციელდეს.  ჩვენ ამ პოზიციას არ დავეთანხმეთ იმ ნაწილში, რომ მათ ჯერ განცხადებები უნდა შეეკრიბათ    და რაც უკვე ცნობილია, რომ მოსაჭრელია, იმაზე გამოეცხადებინათ  ტენდერი.  ამას კანონი  არ უკრძალავს არც  გამგეობას და ა რცერთ სხვა სახელმწიფო დაწესებულებას.  სამივე სარჩელი წარმოებაშია მიღებული, ხოლო  სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა.“

ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“  თბილისის ტერიტორიაზე ხეების მოჭრის, გადაბელვის და ფორმირების მომსახურების შესასყიდად გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით რამდენიმე სასამართლო დავას აწარმოებს. ამჯერად, მოპასუხე მხარე დავების განხილვის საბჭოა, რომელმაც „უსაფრთხო სივრცის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა.  ამ თემასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად ორგანიზაციის იურისტი, ნანა რამიშვილი გვესაუბრა.

დაწვრილებით...
 
ბავშვის თვალით დანახული სამყარო ბეჭდვა ელფოსტა
როგორ აღიქვამს ბავშვი იმ უსასრულო სივრცეს, სამყაროს,  რომელშიც ვცხოვრობთ? როგორია მისი წარმოდგენით დედამიწა, სხვადასხვა ქვეყანა, მისი კულტურა?  ამ სამხატვრო სტუდიის ბავშვების  ნამუშევრები სწორედ ამის შესახებ გვიყვებიან. ბავშვების მიერ შექმნილი რუკების ფოტოები ანა გაბრიაძის პირად არქივში ინახება. ამოცანა ასეთი იყო:  ბავშვებს  ძველ, გვერდებშემომწვარ ქაღალდზე რუკების დახატვა დაევალათ. მათ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მიეღოთ  იმ ქვეყნის შესახებ, რომლის მიხედვითაც რუკა უნდა შექმნილიყო. ყველას განსხვავებული თემა ჰქონდა და ყველა ნამუშევარი ორიგინალურია. ძალიან საინტერესოა  გურანდა ტაბატაძის მიერ შექმნილი კომპოზიცია – „დედამიწა“ : ძველ ქოლგებზე მოხატულ–მოქარგული, 2 ქოლგაზე განაწილებული, 2 ნახევარსფერო. ნოდარ დეკანოსიძის ნამუშევარში „ეგვიპტე“  ასახულია  ეგვიპტის ყველა ღირსშესანიშნაობა: პირამიდები, სფინქსი, ძველეგვიპტური ღვთაებები, ფარაონთა  სამარხები, ნილოსი, აქლემების ქარავანი,  უცხოდ ფრთებმოხატული ფრინველები, ეგვიპტური იეროგლიფები. დათო ჩილაჩავას „საქართველო“  დღევანდელ საქართველოზე ბევრად დიდია. რუკაზე შავი ზღვა მართლაც შავია, ხოლო ყველგან ძველქართული წარწერები ჩანს. საქართველოს რუკაზე  საქართველოს ისტორიაა ასახული: არგონავტებიდან დაწყებული, ერეკლე მეორით დამთავრებული. ნამუშევრიდან ჩანს საქართველოს განუწყვეტელი ბრძოლა არსებობისთვის: რუკის თითქმის ყველა წერტილში ბრძოლებია გაჩაღებული. ასევე საინტერესოა გიორგი ქებურიას „ციხე“. სურათი ნახევრად აბსტრაქტულია, იგრძნობა დაძაბულობა. რუკის მთავარი ხაზი არის გზა, რომლითაც „პატიმრები“ თავიანთ შემოსაზღვრულ  სამყაროში გადაადგილდებიან. ძალიან ლამაზია ნათია გურაბანიძის „რაჭა“: რუკა მთლიანად ფერადი ნაჭრების ფრაგმენტებითაა შექმნილი და ხალისიან განწყობას ქმნის. ნამუშევარში „სომხეთი“ სომხეთის ისტორიაა აღწერილი: ჩანს სომხეთ–თურქეთის ბრძოლა არარატის მთის ირგვლივ. კატია სიმაგინას „რუსეთის“  ნახვისას ცხადი ხდება, თუ რამდენი ინფორმაცია მოუძიებია  ავტორს ამ ნამუშევრის შექმნისას: რუკაზე საზღვრები განსაკუთრებით კარგადაა გამოკვეთილი, აღნიშნულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების კერები, გამოყოფილია რუსეთი სხვადასხვა კუთხე თავისი თავისებურებებით: ტუნდრაში ესკიმოსებისა და ლოსის გამოსახულებას ვხედავთ, ხოლო  მოსკოვში:  გაპრანჭული გოგო–ბიჭების. ქეთი აკოპაშვილის „ინგლისი“ მოიცავს ამ ქვეყანასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან და  სიმბოლურ ფიგურებს. აქ შეგიძლიათ ნახოთ  შერლოკ ჰოლმსი და დოქტორი ვოტსონი,  ბუკინგემის სასახლე და დედა დედოფალი,  სტინგი და რობინ ჰუდი... რუსიკო ტანბატაძესა და ია ცეკვავას  ერთი თემა აქვთ: „სოფელი“,  თუმცა მათი გადაწყვეტა აბსოლიტურად განსხვავებულია. რუსიკო ტაბატაძის „სოფელი“ ნათელი და ფერადია, სიმწვანისა და სიმყუდროვის განწყობას ქმნის, ხოლო ია ცეკვავას ნამუშევარი – შავ–თეთრი.  სწორედ ია ცეკვავას ნამუშევრიდან წამოვიდა იდეა შექმნილიყო მსგავსი ნამუშევრების სერია.  ნაილი ვახანიას  „აფრიკა“ მთლიანად აფრიკის კინტინენტს მოიცავს. გამოკვეთილია ეგვიპტე თავისი პირამიდებით, იეროგლიფებით, სარკოფაგებითა და სფინქსით. აფრიკის კონტინენტის გარშემო აღნიშნულია პატარ–პატარა, ველური კუნძულებიც. გიორგი შანიძის „ამერიკაში“ გაერთიანებულია    ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტები. ჩრდილოეთ ამერიკის მთავარი პასაჟია ამერიკის შეერთებული შტატები: ნიუ იორკის ცათამბჯენებით, თეთრი სახლით, თავისუფლების ქანდაკებით, დოლარითა და ბანკებით.  სამხრეთ ამერიკის მთავარი თემა ბრაზილია და არგენტინაა: რიო დე ჟანეირო,  ფეხბურთი, კარნავალი და სერიალები.
ასეთია ბავშვის თვალით დანახული სამყარო.
როგორ აღიქვამს ბავშვი იმ უსასრულო სივრცეს, სამყაროს,  რომელშიც ვცხოვრობთ? როგორია მისი წარმოდგენით დედამიწა, სხვადასხვა ქვეყანა, მისი კულტურა?  ამ სამხატვრო სტუდიის ბავშვების  ნამუშევრები სწორედ ამის შესახებ გვიყვებიან. ბავშვების მიერ შექმნილი რუკების ფოტოები ანა გაბრიაძის პირად არქივში ინახება.ამოცანა ასეთი იყო:  ბავშვებს  ძველ, გვერდებშემომწვარ ქაღალდზე რუკების დახატვა დაევალათ. მათ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მიეღოთ  იმ ქვეყნის შესახებ, რომლის მიხედვითაც რუკა უნდა შექმნილიყო.
დაწვრილებით...
 
საჯარო ინფორმაციის მოპოვება ელექტრონულად ბეჭდვა ელფოსტა
სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია  ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა. საქართველოში ელექტრონული  სისტემის შემოღების შედეგად,   ინფორმაციის საჯაროობის  უზრუნველყოფის  მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შეიქმნა საიტები, საიდანაც ინფორმაციის მოძიება, ყველა მსურველს მარტივად შეუძლია. ესენია: tas.ge -თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტი; spa.ge -  ელექტრონული ტენდერების საიტი; napr.gov.ge საჯარო რეესტრის საიტი. იმისათვის, რომ საზოგადოება  ჩართული იყოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი  საკითხების გადაწყვეტაში, აუცილებელია მან იცოდეს საჯარო ინფორმაციის მოპოვების წესები. ჩვენი ორგანიზაციის ერთერთი ამოცანაა სწორედ მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფაა.  სამწუხაროდ, საზოგადოების  დიდი ნაწილი არ სარგებლობს საჯარო ინფორმაციის მოპოვების ელექტრონული სისტემით და ამის მიზეზი სწორედ იმ ელემენტარული წესების არცოდნაა, რასაც ამ და რამდენიმე მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ.
ნაწილი #3: როგორ მოვიპოვოთ ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია?
 
დაწვრილებით...
 
თბილისის მერია დავების განხილვის საბჭოს სასამართლოში უჩივის ბეჭდვა ელფოსტა
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციების მოძიების გზები სტატიაში:  „საჯარო ინფორმაციის მოპოვება ელექტრონულად; ნაწილი#4“  უკვე მოგაწოდეთ.  არასწორად გამოცხადებული ტენდერების შეწყვეტის უფლებამოსილება კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს აქვს.  არასწორად გამოცხადებული ტენდერების შეწყვეტის პრეცედენტები არსებობს. განვიხილავ ერთერთ მათგანს, რომელიც, თავისი სპეციფიკით, ძალიან საინტერესოა.
2013 წლის 22 იანვარს  თბილისის მერიამ  ხეების მოჭრის, გადაბელვის და ფორმირების მომსახურების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი (სპა 130001810) გამოაცხადა. ტენდერი ჯამში 5790 ხის  გადაბელვა–ფორმირებასა და მოჭრაზე იყო გამოცხადებული (1990 ხის მოჭრა, 500 ხის გადაბელვა, 3300 ხის ფორმირება). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 280 000 ლარს შეადგენდა. ტენდერი შ.პ.ს. „თბილისის შადრევნების“ (ფირმა, რომელიც ტენდერში  მონაწილეობას არ იღებდა) საჩივრის შედეგად დავების განხილვის საბჭომ შეაჩერა. საჩივრის ძირითადი  საფუძველი იყო ის, რომ თბილისის მერიას, მომსახურების გასაწევი  5790 ხიდან არცერთის მისამართი არ ჰქონდა  მითითებული. გთავაზობთ ოქმიდან ამონარიდს, თუ როგორ ასაბუთებს თბილისის მერიას თავის პოზიციას: „1990 ხე რაოდენობრივად გამომდინარეობს ბიუჯეტიდან. რაც შეეხება მისამართებს, ხის მისამართის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია. 1990 ხე მდებარეობს ქალაქში, ასევე პარკებში. ქარიშხლის გამო, რომელიც შარშან მოხდა, საჭირო გახდა ხეების მოჭრა. თუმცა, კონკრეტულად, რომლის მოჭრის საჭიროება იდგა, რათქმაუნდა,  ვერ განისაზღვრებოდა. წინასწარ ვერ განისაზღვრება, ამიტომ, წლის განმავლობაში დგინდება კონკრეტული მისამართები მონიტორინგის საფუძველზე. დამკვეთი არის პასუხისმგებელი, თუ რომელი ხე უნდა მოიჭრას კონკრეტულად“. დავების საბჭომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და თბილისის მერიას ახალი სატენდერო დავალების შექმნა დაავალა. დავების საბჭოს გადაწყვეტილებით სამუშაოს ადგილმდებარეობის განსაზღვრა „თბილისის ტერიტორიით“ ძალიან ზოგადი იყო, ამიტომ მერიას  მინიმუმ, იმ ხეთა ადგილმდებარეობა უნდა მიეთითებინა,  რომელთა მიმართაც მომსახურების გაწევის აუცილებლობა უკვე ცნობილი და დასაბუთებულია.
2013 წლის 28 თებერვალს თბილისის მერიამ განახლებული ტენდერი (სპა 130005213) გამოაცხადა, სადაც დავების განხილვის საბჭოს მიერ მითითებული შენიშვნები გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო. ტენდერი, ამჯერად, ჯამში 8850 ხის (2200 ხის მოჭრა, 650 ხის გადაბელვა, 6000 ხის ფორმირება) გადაბელვა–ფორმირებასა და მოჭრაზე იყო გამოცხადებული. ხეების რაოდენობა  3060 ძირით გაიზარდა, ხოლო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებამ 300 000 ლარი შეადგინა( 20 000 ლარით გაიზარდა). თბილისის მერიამ მისამართებიც წარმოადგინა: ჯამში 16 მისამართი (მოსაჭრელი 8 ძირი ხე, გადასაბელი 19 და ხე რომელსაც ფორმირება ესაჭიროება 17 )ჯამში 44 ხე. განმეორებითი ტენდერი, ამჯერად, „უსაფრთხო სივრცის“ თავმჯდომარემ ანა გაბრიაძემ გაასაჩივრა. საჩივარში ვკითხულობთ:    „ დავალების შესწორება არ უნდა ჩაითვალოს დავების საბჭოს დავალების შესრულებად, რადგან ამ შესწორების შედეგად სატენდერო დოკუმენტაცია კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა. ნაცვლად 5 790 ძირი ხისა რომლის მისამართი არ იყო მითითებული, დღეისთვის არის 8 806 ძირი, რომლის ადგილმდებარეობა არ არის ცნობილი, და არანაირი საბუთით არ დასტურდება მსგავსი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. ჩდება კითხვა:  თუ არ არის ცნობილი ხის მდებარეობა,  საიდან არის ცნობილი,  რომ საჭიროა მისი მოჭრა, გადაბელვა ან ფორმირება.“   დავების საბჭომ აღნიშნული საჩივარი სრულად დააკმაყოფილა.  თბილისის მერიამ დავების საბჭოს  სასამართლოში უჩივლა.  სასამართლო პროცესში „უსაფრთხო სივრცის“ თავმჯდომარე ანა გაბრიაძე მესამე პირად იქნა ჩართული და ორგანიზაციის იურისტები ამ საკითხზე მუშაობდნენ. სასამართლომ, 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით,  თბილისის მერიის სარჩელი არ დააკმაყოფილა. თბილისის მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციების მოძიების გზები სტატიაში:  „საჯარო ინფორმაციის მოპოვება ელექტრონულად; ნაწილი#4“  უკვე მოგაწოდეთ.  არასწორად გამოცხადებული ტენდერების შეწყვეტის უფლებამოსილება კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს აქვს.  არასწორად გამოცხადებული ტენდერების შეწყვეტის პრეცედენტები არსებობს. განვიხილავ ერთერთ მათგანს, რომელიც, თავისი სპეციფიკით, ძალიან საინტერესოა. 

დაწვრილებით...
 
საჯარო ინფორმაციის მოპოვება ელექტრონულად ბეჭდვა ელფოსტა
ნაწილი1: როგორ მოვიძიოთ ნაკვეთის საკადასტრო კოდი

სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი  ასპექტია  ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა. საქართველოში ელექტრონული  სისტემის შემოღების შედეგად,   ინფორმაციის საჯაროობის  უზრუნველყოფის  მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შეიქმნა საიტები, საიდანაც ინფორმაციის მოძიება, ყველა მსურველს მარტივად შეუძლია. ესენია: tas.ge -თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტი; spa.ge -  ელექტრონული ტენდერების საიტი; napr.gov.ge საჯარო რეესტრის საიტი. იმისათვის, რომ საზოგადოება  ჩართული იყოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი  საკითხების გადაწყვეტაში, აუცილებელია მან იცოდეს საჯარო ინფორმაციის მოპოვების წესები. ჩვენი ორგანიზაციის ერთერთი ამოცანაა სწორედ მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფაა.  სამწუხაროდ, საზოგადოების  დიდი ნაწილი არ სარგებლობს საჯარო ინფორმაციის მოპოვების ელექტრონული სისტემით და ამის მიზეზი სწორედ იმ ელემენტარული წესების არცოდნაა, რასაც ამ და რამდენიმე მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ.
დაწვრილებით...
 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგი > ბოლოს >>

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL