მისია | |
ასოციაცია "უსაფრთხო სივრცე" არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ასოციაცია დაარსდა 2011 წლის 6 იანვარს. რეგისტრაციის ნომერია: 401953971 ხელი შეუწყოს საქართველოს, როგორც ეკო სისტემის სუბიექტის მსოფლიო სისტემაში ინტეგრირების პროცესს; ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების განხორციელებას; მონიტორინგი გაუწიოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ ბუნებათსარგებლობის, ზონირების, ქალაქგეგმარებითი და სამშენებლო ინდუსტრიისათვის დამახასიათებელი თეორიების, კონცეფციების, პრინციპების, კანონმდებლობის და ნორმალების დაცვას; დარღვეული უფლებებისა და კანონიერების აღსადგენად მიმართოს სასამართლოს ან სამართალდამცავ ორგანოებს; გააკონტროლოს ყველა ის პროცესი - მშენებლობის, ბუნებათსარგებლობის, ქალაქგეგმარების ნორმების შესრულების ჩათვლით - რომელიც ჯანსაღი სივრცის არსებობის წინაპირობაა. იმავდროულად უზრუნველყოს ამ პროცესებში ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინება და გარემოს თვითმყოფადობის დაცვა, ისტორიული არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების შენარჩუნება; ხელი შეუწყოს მცენარეების ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნებასა და აღორძინებას; მონიტორინგი გაუწიოს ბუნებრივი რესურსების გამოყენებას, ხელი შეუწყოს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას მათი რაციონალური გამოყენების მიზნით; ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას საქართველოში გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში; ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას ქალაქმშენებლობისა და ბუნებათსარგებლობის საკითხებზე, რათა მან შეძლოს სრულფასოვნად მიიღოს მონაწილეობა და გავლენა მოახდინოს აღნიშნულ თემებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე;
|