ალექსანდროვის ბაღი ბეჭდვა

 ბოლო დროს დედაქალაქის ხელისუფლება პარკებისა და სკვრების რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს. თუმცა თბილისის პარკები და სკვერები არც შესაშური სისუფთავით არც კეთილმოწყობილი ტერიტორიებით, არც გამწვანების კუთხით და არც საბავშვო ატრაქციონებით  გამოირჩევა. 

 

 

შეგახსენებთ რომ 2008 წლის 22 სექტემბერს, 7 თვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დამთავრების შემდეგ „ალექსანდრეს ბაღი“ -ს ქვედა მონაკვეთი გაიხსნა. ამჟამად პარკი  9 აპრილის სახელობისაა. ოფიციალური ინფორმაციით, ბაღის განახლება-კეთილმოწყობა  ძველი თბილისის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელდა,  რაიონის ტერიტორიაზე არსებული პარკებისა და სკვერების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში.   რეაბილიტაციის პროექტი დამუშავდა ” ინექს-დიზაინის” სპეციალისტების მიერ.პროექტზე მუშაობისას შესწავლილ იქნა საარქივო მასალა და ფოტოდოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც მოხდა ბაღის ხელახალი გადაგეგმარება. ჩატარდა მცენარეთა ინვენტარიზაცია, ამის შემდეგ დამატებით დაირგო ხეები და სხვა მცენარეები, განახლდა ქვაფენილი და მწვანე საფარი, გაიწმინდა და შეკეთდა შადრევნები, ბაღის მთელი ტერიტორია განათდა ლამპიონებით, დამსვენებლებისათვის დაიდგა სკამები.  საინტერესოა ისიც რომ ”ალექსანდრეს ბაღი“ რეგულარული დაგეგმარებისა იყო. მისი მოწყობა ინგლისურ პეიზაჟურ სტილში, ევროპული სტანდარტების მიხედვით 4 წელი მიმდინარეობდა. თბილისის იმდროინდელი პრესა მას პირველ ”ევროპული ყაიდის” ბაღს უწოდებდა.„9 აპრილის“ ბაღი ძეგლთა დაცვის ნუსხაში შედის და პარკს მრავალწლიანი ისტორია აქვს.

მოსწონთ თუ არა თბილისელებს განახლებული „9 აპრილის ბაღი“ ( ყოფილი „ალექსანდრეს ბაღი“) ამ კითხვით ჩვენ მოსახლეობას მივმართეთ. გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს რომ პარკები და სკვერები, უფრო მეტად გამწვანებული და მოვლილი უნდა იყოს.

 

{youtube}zCAtMrlCbWw{/youtube}

 

{youtube}CcaF7mdErGc{/youtube}

 

{youtube}AsRITRCtj_4{/youtube}

 

{youtube}BloLHiNws2s{/youtube}

 

{youtube}fVvw5qx6ZFI{/youtube}