ჭადრის გადარჩენა მოვასწარით | |
{youtube}D0EB2ds-H3Y{/youtube}
არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“-მ ვაკეში, ფალიაშილის ქუჩაზე მრავალწლიანი ჭადრის ჭრის ფაქტი გააპროტესტა.
ორგანიზაციის ცხელ ხაზზე შემოსული განცხადებით, ფალიაშვილის № 33 ა-ში ჯანმრთელ ჭადარს ჭრიდნენ. გაირკვა, რომ ჭადარი კორპუსის მამასახლისის ჯაბა წულაძის მოთხოვნით იჭრებოდა. გამგეობის მიერ გაცემულ ნებარვაში კი ეწერა , რომ ხე დაზიანებული და ავარიული იყო. ვიზუალური დათვალიერებით ხეს არც დაზიანება და არც ავარიულობა არ ეტყობოდა . ჭადრის მოჭრაზე ნებართვა ვაკე-საბურთალოს გამგეობამ გასცა. „უსაფრთხო სივრცემ “ გამგეობის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელს, ჭადრის ხის მოჭრის შეჩერება მოსთხოვა . მას შემდეგ რაც ჭადარს დამცველი გამოუჩნდა, ხის ჭრა შეჩერდა. ჭადრის მოჭრის გადაწყვეტილება , გადაბელვით შეიცვალა. თუ რატომ ჭრიდნენ ჭადარს, „უსაფრთხო სივრცე“-მ თბილისის ვაკე-საბურთალოს გამგეობას წერილობით უკვე მიმართა.
|