ხეები სისტემატიურად იჭრება ბეჭდვა

{youtube}DQzYIx_uxlU{/youtube}

„ავერსის“ კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე  მრავალწლიანი წიწვოვანი ხეები პერიოდულად იჭრება. ინფორმაცია ამის შესახებ, ნუცუბიძის 4 ნომერში მცხოვრებმა ნინო ტყავაშვილმა,  ცხელი ხაზის მეშვეობით შეგვატყობინა.

ტყავაშვილის  თქმით,  საცხოვრებელი კორპუსისი წინ მწვანე ნარგავებს მალულად პერიოდულად  ჭრიან. უზიანებენ და უსხვეპენ ტოტებს,თითქოს ხე გამხმარია.

ნინო ტყავაშვილი: როცა ხეებს ჭრიდნენ მუშებს ხის ჭრის შესახებ ნებართვა ვთხოვე, მაგრამ სანამ სახლიდან ჩამოვედი აღარ დამხვდნენ. საქმე იმაშია რომ ხეებს მალულად, თანდათანობით  საღამოს 5-6 საათზე  ერთ კვირიანი შუალედის დაცვით ჭრიან.  არ ვიცი რისი აშენება უნდათ ამ ადგილას, მაგრამ სუნთქვა ხომ გვინდა.

„უსაფრთხო სივრცე“- მ  განცხადებით ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას  და თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს მიმართა.აღმოჩნდა რომ აღნიშნულ მისამართზე არც  გამგეობას  და არც ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს მწვანე ნარგავების მოჭრაზე ნებართვა არ გაუცია.