როგორ შეიქმნა დენდროლოგიური პარკი ბეჭდვა

თბილისის დენდროლოგიურ  პარკს ახალი მეპატრონე ჰყავს.   დედნროლოგიური პარკი დაცული ტერიტორიის შემადგენლობიდან გამოვიდა. შესაბამისი ცვლილება „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ კანონში პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

თბილისის ზღვის სატყეოს კვარტლები და თბილისის ზღვის დენდროლოგიური პარკის ტერიტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განკარგვაში გადავიდა. უცნობია, რა ბედი ელის თბილისის დედნროლოგიური პარკს, რომელიც 300 ჰექტარს მოიცავს. პარკის ტერიტორიაზე 800 სახეობის  ხე-მცენარე ხარობს და გასულ საუკუნეში თბილისის სავიზიტო ბართი იყო. პარკს 50-წლიანი საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. პარკმა ფუნქციონირება 2006 წელს შეწყვიტა. ამჟამად პარკი განადგურებული და მიტოვებულია. გამხამრია პარკის ერთ-ერთი მშვენება ყველაზე დიდი ხე მსოფლიოში სექვოია გიგანტი. დანტვრეულია სათბური  ჩამოშლილი და მოპარულია ღობე.  პარკის 60% ტყიათაა დაფარული.

 

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის დენდროლოგიურ პარკზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება, პარკის ბოლო დირქტორის, გურამ ყიფიანის დახმარებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვიპოვეთ. საინტერესო ისტორიებს ჰყვებიან პარკის ხელმძღვანელი პირების შვილებიც.

არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცემ“ პარკის რუკა მოიპოვა, რომელიც 1982 წელს შეიქმნა და  ერთადერთია. მას შემდეგ დენდროლოგიური პარკის რუკა  არ შექმნილა.

{youtube}tPEJNu6ok3Y{/youtube}

 

{youtube}4xxuv9lgdrs{/youtube}

 

როდის დაარსდა დენროლოგიური პარკი

თბილისის დენდროლოგიური პარკი, 1956 წელს დაარსდა. პარკის გაშენების იდეა იოსებ ჩოდრიშვილს ეკუთვნოდა. მას სურდა, ამ ადგილზე  მეტყევეების ცოცხალი ძეგლი შეექმნათ. იდეის განხორციელებაში მას ცეკას მდივანი ვასილ მჟავანაძე დაეხმარა. ადგილი, სადაც დენდროლოგიური პარკი დაარსდა, ცხვრის სადგომი ყოფილა. თავდაპირევლად პარკი  250 ჰექტარი იყო, მოგვიანებით კი 50 ჰექტარი შეუერთეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ,  დენდროლოგიური პარკი 2006 წელს გაუქმდა. არსებობის მანძლზე პარკმა 12 დირექტორი გამოიცვალა.

გურამ ყიფიანი:„ პარკის გაშენების წინააღმდეგ ბევრი გამოდიოდა, მაგრამ ჩოდრიშვილის  ურთიერთობამ  ცეკას მდივან ვასილ  მჟავანაძესთან განაპირობა ის რომ, ამ ადგილზე  პარკის გაშენება დაუშვეს.  ჩოდრიშვილი ისეთი პრინციპული კაცი იყო, რომ თუ რამეს მოინდომებდა აუცილებლად  გააკეთებდა. ამ ადგილზე ცხვრის სადგომი იყო, ხოლო სადაც ცხვარი დგას,  იქ ბალახიც არ ხარობს. აქ შიშველი მიწა იყო.  როდესაც პარკის გაშენება დაიწყო აქ ჩამოყალიბებული ტანმაღალი ხეები დაირგო. სხვადასხვა მეურნეობიდან  ჩამოტანილი ნერგებს თან თავისი კომი მოჰყვებოდა.  ბალახი  თესლით ქარმა გაამრავლა.  ბოლოს  იმდენი იყო რომ ვთიბავდით.“

დენდროლოგიურ პარკს არსებობის 50 წლის განმავლობაში 12 დირექტორი ჰყავდა.  ყველა მათგანის მთავარ საზრუნავად პარკის მოვლა-პატრონობა რჩებოდა.  პარკს 42 სპეციალიტი ემსახურებოდა, მუშების რაოდენობა კი  სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა გახლდათ.

 

უბრალო მუშიდან დირექტორამდე

დედნროლოგიური პარკის ერთ-ერთ დირექტორზე, თამაზ სულთანიშვილზე დღესაც სიამაყით ჰყვებიან. ამბობენ, მისნაირი პიროვნება, საქმის ერთგული და მოსიყვარულე, იშვიათად თუ მოიძიებნებაო. ბატონი თამაზი 2004 წელს გარდაიცვალა და  მისი დაკრძავლვა დენდროლოგიურ პარკში სურდათ. მაგრამ ოჯახმა არ ისურვა.

ქეთევან სულთანიშვილი, თამაზ სულთანიშვილის შვილი: „მამასთვის ეს პარკი ყველაფერი იყო. იშვიათად მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვისაც თავისი საქმე ასე ეყვარება.  მივლინებიდან  დაბრუნებულ მამას  სიხარულით ვხვდებოდით,  ჩანთებთან ვიდექით და ველოდებოდით  საჩუქრებს. მას კი ჩანთები სავსე ჰქონდა ნერგებით, თესლებითა და მიწით.(იღიმის) მამა 18 წლის იყო, დენდროპარკში მუშაობა მუშად რომ დაიწყო. შემდეგ  უბნის უფროსი იყო.  პარკის დირექტორის, გოგი ლიპარტელიანის  მოთხოვნით  მის მოადგილედ დაინიშნა, შემდეგ  კი   დირექტორი გახდა. 2004 წლამდე იმუშავა. მამა ამბობდა ხოლმე,  იქ რომ ავდივარ, ჩიტებიც კი სხვანაირად ჟღურტულებენ, მცნობენ რომ მივდივარო. “

გიორგი სულთანიშვილი, თამაზ სულთანიშვილის შვილი: „თბილისის ომის შემდეგ ტრანსპორტი რომ არ იყო, მამა ბევრჯერ ფეხით ადიოდა  პარკში. გვიკვირდა, ცუდ ამინდში რა გინდა რატომ მიდიხართქო, მაგრამ ამბობდა,- ნერგები გამეყინებაო. ყველაფერი აღწერილი ჰქონდა. იცოდა სად რომელი ხე იდგა.  ბავშვობა დენდროლოგიურ პარკში  მაქვს გატარებული. შაბათ-კვირას პარკში დავყავდით,  იქ ყოფნა ძალიან გვიყვარდა, ულამაზესი იყო იქაურობა.  ხეებიც კი  მაქვს დარგული. მახსოვს, სოჭში ვისვენებდით, მაშინ პატარები ვიყავით, მამას  ხეები მოეწონა და ნერგები მომაპარინა“.

გურამ ყიფიანი: „ჩვენ დიდი მეგობრები ვიყავით, ორივე დეკემბერში ვიღებდით შვებულებას,რადგან სხვა დროს ამის დრო არ იყო, პარკს ვემსახურებოდით და ერთად მივდიოდით დასასვენებლად.  ზამთარში ტრანსპორტი როცა არ იყო, მე და თამააზი ფეხით მოვუყვებოდით ხოლმე გზას. ის ჯოხით დადიოდა, მე მეყრდნობოდა. ამოვიდოდით, დიდი  ღუმელი გვქონდა, იმას დავანთებდით, ნერგები რომ არ დაზიანებულიყო, რამდენიმე საათს გავჩერდბოდით და უკან ვბურუნდებოდით.“

დენდროლოგიური პარკის სიმდიდრე

დენდროლოგიურ პარკში წითელ წიგნში  შესული  მცენარეებიც  ხარობდა. 15 ცალი ზეთისხილის ხეც იდგა. ეს მცენარე იმითაა გამორჩეული, რომ  2000-3000 წელი ცოცხლობს. პარკში ახლა ზეთისხილის ხეები აღარ დგას, ვერც იშვიათ მცენარეებს ნახავთ. ზოგი მათგანი ან მოპარულია ან მოუვლელობისგანაა გამხმარი.

გურამ ყიფიანი: „წითელ წიგნში შეტანილია ჭრელფოთოლა ბზა. პარკში გვქონდა სამი ძირი, ახლა აღარ არის. ლარიქსი საქართველოში არ ხარობს. ეს ერთადერთი წიწვოვანი მცენარეა, რომელსაც ზამთარში წიწვი სცვივა.  ძელქვა ენდემური ჯიშია, მაგრამ მოჭრეს. არადა, საქართველოდან წაღებული ძელქვა ნიკიტინის ბაღში დღემდე ხარობს, მოდებულია და ამაყობენ ამით, რომ საქართველოდან არის წაღებული, საქართველოს ენდემიაო. ვინკა მინორი, იალტაში ნიკიტინის ბაღიდან მოვიპარე წამოსვლის წინა დღეს. ახლა მოდებულია, ცისფერი ყვავილი აქვს. ჩვენ მჭიდრო კავშირი გვქონდა მხოლოდ თბილისის ბოტანიკურ ბაღთან. რა მცენარეებიც მათ სჭირდებოდათ, ჩვენ ვაძლევიდით.“

სარწყავი სისტემა დენდროლოგიურ პარკში

დენდროლოგიურ პარკსა და ვარკეთილის მეურნეობას ერთი სარწყავი სისტემა ჰქონდა. წყალი პარკის ტერიტორიაზე იოსებ ჩოდრიშვილის ხელმძღვანელობის დროს გავიდა. მანამდე კი მცენარეებს, ცისტერნებით რწყავდნენ. ფრიდონ მაჭარაძე და მარინა მაჭარაძე,  დენდროლოგიური პარკის ერთ-ერთი დირექტორის, ვალერიან მაჭარაძის შვილები არიან. ბატონი ფრიდონი მამას ხშირად დაჰყვებოდა  და კარგად ახსოვს როგორ შენდებოდა პარკი.

ფრიდონ მაჭარაძე: მხოლოდ დენდროლოგიურ პარკში იყო ვერცხლისფერი ნაძვი, მახსოვს ხეხილ-სანერგეებიც. ძალიან მიხაროდა იქ ასვლა. ზღვა ახლოს იყო და გასარუჯად დავდიოდი ხოლმე. ახალდარგულ მცენარეებს, ხეხილს დიდი ცისტერნებით ვრწყავდით.  რადგან წყალი ტერიტორიაზე არ იყო. კარგად მახსოვს როგორ შენდებოდა ადმინისტრაციული შენობაც.

მარინა მაჭარაძე: იმ დროს როდესაც მამა მუშაობდა, ტრანსპორიტი ძალიან ჭირდა, გადასავლელ ხიდთან შეიკრიბებოდნენ ხოლმე თანამშრომლები, დიდ „გრუზავიკზე“ მოთავსებოდნენ და მიდოდნენ ერთად სამსახურში. მახსოვს ძალიან კარგი ხეხილის ბაღები იყო, ულამაზესი და უიშვიათესი ჯიშის ყვავილები იდგა დენდროპარკში. იმ დროინდელ ხელმძღვანელობას უნოდათ  პარკი ბულონის ტყის მსგავსი ყოფილიყო“.

დენდროლოგიურ პარკში  თბილისის ზღვის  სანაპიროსთან მეგობრობის ხეივანი არსებობდა. თბილისში ჩამოსული  საპატიო სტუმრები თავად ირჩევდნენ ხის ნეგს და  რგავდნენ. ნარგავს შემდეგ ამ პიროვნების საპატივსაცემოდ მისი სახელი ენიჭებოდა. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ კოსმონავტებიც.

გიორგი სულთანიშვილი:„ მამასგან მსმენია, რომ დენდროლოგიური პარკი ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ხელოვნურად გაშენებული პარკი იყო. მახსოვს, მეგობრობის ხეივანში სტუმრებს ხეებს რომ არგვევინებდნენ. გადმოცემით ვიცი, რომ  მოსკოვში წყდებოდა , ვინ ესტუმრებოდა პარკს და მეგობრობის ხეივანში ხეს ვინ დარგავდა. ამის შემდეგ  კი საპატიო სტუმრები  ჩანაწერთა წიგნში  ტოვებდნენ ჩანაწერს.

ქეთინო სულთანანიშვილი: „პარკში ულამაზესი ადგილები იყო, განსაკუთრებულად მომწონდა ტბა, სადაც ხელოვნურად კუნძული იყო შექმნილიდა  და ულამაზესი ტირიფი იდგა. მელიები, ციყვები, კურდღლები ბევრი იყო პარკში,  გედებიც ჰყავდათ.  ხოხობი ისე იყო მოჩვეული, რომ  აღარც კი ფრინდებოდა. ხალხი შაბათ-კვირას  ამ პარკში სიამოვნებით სეირნობდა. ფარშევანგებიც გვაყავდა. “

dendro-gegma

ტონობით მარწყვი, ვაშლი, შინდი, ყურძენი მოდიოდა  დენდროლოგიურ პარკში

მაშინ, როდესაც დენდროლოგიური პარკი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკუთვნოდა, აუცილებელად  სოფლის მეურნეობის პროდუქტები უნდა მოეყვანათ. პარკის ტერიტორიაზე ტონობით ვაშლი, მარწყვი, შინდი, ყურძენი, ჭერამი და სხვა პროდუქტები მოჰყავდათ.

ქეთინო სულთანიშვილი: დედნროლოგიურ პარკში ჰყავდათ ფუტკრები,  ძალიან კარგი თაფლი ჰქონდათ, უამრავი ტყემლის ხე იდგა.

დენდროლოგიური პარკის ულამაზესი ყვავილები

გურამ ყიფიანი: „პარკში ყვავილების  დიდი სათბური  გვქონდა. იქ კარგი სპეციალისტი მუშაობდა - ციცო მაჭარაძე. ბიძამისი პარკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო  და მან მოიყვანა სამუშაოდ. თუ სადმე უცხო ყვავილს    ნახავდა, სათბურში ამრავლებდა. სანერგე სათბურში კი ნერგები გამოგვყავდა. შემდეგ კი პარკის ტერიტორიაზე გაგვქონდა. 800-მდე ბუჩქი და ხე გვონდა, ეს სულ ჯიბით იყო შეგროვებული, ძალიან დიდი შრომა იყო ჩადებული.

გეგმაც გვქონდა რამდენიმე ათასი ნამყენი უნდა გამოგვეყვანა. ახლობლებსაც ვუნწილებდით და მოსახლეობასაც ვჩუქნიდით. “

პარკის ადმინისტრაციული სახლი

პარკის  ადმინისტრაციული შენობის სახლს ვასილ მჟავანაძის „დაჩასაც“ ეძახდნენ.

გურამ ყიფიანი: „მჟავანძის „დაჩას“ ეძახდნენ, თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებული ზღაპრული სახლი იყო, დახვეული კიბეებით. ყველაფერი განადგურებულია, სამჯერ ცეცხლი გაგვიჩინეს შენობაში, საბუთები დაგვიწვეს. თბილისის ომის შემდეგ ხალხმა დენდროლოგიურ პარკს დიდი ზიანი მიაყენა. ჭრიდნენ ხეებს, გვძარცვავდნენ. ომიანობის შემდეგ შემოგვესივნენ. შემდეგ სხვა პატარა შენობაში გადავედით. “

გიორგი სულთანიშვილი: `უამრავჯერ გაძარცვეს ადმინისტრაიული შენობა. მოსახლეობა ძარცვავდა და ჭრიდა ხეებს. მამა ამას ძალიან განიცდიდა. ამბობდა - ჩემთან მოვიდნენ და მე მოვაჭრევინებ ხმობაში გადასულ ხეს, ცოცხალ ჯანმრთელ ხეს რატომ ჭრიანო. ძალიან განიცდიდა ყოველივეს. მამას დენდროლოგიური პარკის საბუთები მანქანით დაჰქონდა, იქ რომ ვეღარ ტოვებდა. ~

30 ლარად შესრულებული სამუშაო

გურამ ყიფიანი: „ხელფასი ძალაინ მცირე გვქონდა. 31ლარი  ლარი დირექტორს  ჰქონდა, 29 ლარი მოადგილეს. უბნისს უფროსს კი - 27 . მიუხედავად ამ მიზერული ანაზღაურებისა, ერთი დღე არ შეგვიჩერებია მუშაობა. 1990 წლებიდან შეწყდა დაფინანსება, მარტო ხელფასს გვაძლევდნენ.  მუშის ხელფასი არ გვქონდა, დეპარტამენტში გვითხრეს,  ერთ დღეს დირექტორი ავიდეს მეორე დღეს მოადგილეო, სანამ პარკს საერთოდ არ გააუქმებდნენ. დავით ტყეშელაშვილს, როცა ის გარემოს დაცვის მინისტრი იყო, სამჯერ შვხვდი და ვთხოვე, პარკი შეენარჩუნებინა. დამპირდა, მაგრამ ახლა ფაქტის წინაშე ვდგავართ,“ - იხსენებს ჩვენთან საუბარში გურამ ყიფიანი.

საპატრიარქოსთვის შეწირული ნერგები

ქეთინო სულთანიშვილი:„ მამა ძალიან განიცდიდია დენდროლოგიური პარკის ბედს, პარკის გადასარჩენად, ვის არ ხვდებოდა. ზურაბ ჟვანიას,  ბადრი პატარკაციშვილსა და სხვა ბიზნესმენებსაც რამდენჯერმე შეხვდა. ტელევიზაიში, „კავკასიაზეც“ გაშუქდა დენდროლოგიური პარკის შესახებ ინფორმაცია. მამა ნერგებს სწირავდა საპატრიარქოს და პატრიარქსაც კარგად იცნობდა. დენდროლოგიური პარკში პატრიარქიც ნამყოფია. მამა რომ გარდაიცვალა, პატრიარქმა სასულიერო პირები გამოაგზავნა წესის ასაგებად.  ჩვენს ოჯახში დღემდე ინახება პატრიარქის ნაჩუქრი ფიალა“.

თბილისის დენდროლოგიური პარკი – სტატია გაზეთში