ყვავილების დღესასწაული თბილისში ბეჭდვა

flower-day

ამ დღეს მთელი წელი ელოდება თბილისი-ყვავილების დღესასწაული ნამდვილი ზეიმია. ამჯერად 9 მაისის ბაღი მასპინძლობდა ათასობით დამთვალიერებელს, სადაც დეკორატორებმა  მრავალი სახეობის ბაღისა და ოთახის მცენარეები წარმოადგინეს. ფერად-ფერადი ყვავილები, გვირილებით დაწნული გვირგვინები და კალათები, გოლიათი კაკტუსები და ჯუჯა ხეები, ეს ყველაფერი ამ დღის მოსართავი იყო და ნებისმიერ მსურველს მისი შეძენაც შეეძლო.


 

დღესასწაული გვიან ღამემდე გაგრძელდა.