ფოტორეპორტაჟი | |
სამწუხაროდ, ძაღლების გამოფენები თბილისში წელიწადში მხოლოდ ორჯერ ტარდება, მაგრამ არსებობს ბაზრობა, რომელიც კვირაობით დიღომში იმართება. აქ ძაღლის, კატის, თუთიყუშის, ხოხბებისა და ფარშევანდების შეძენაც შეიძლება. ადრე , ის დიღმის ბაზრის ეზოში იმართებოდა. ბაზარის დანგრევის შემდეგ გამყიდვლების ნაწილმა სანაპიროზე გადაინაცვლა ,თუმცა ასეთი სპეციფიური ბაზრობის დახლების კეთილმოწყობაზე არავის უზრუნია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთადერთი, ტრადიციული „ ძაღლების ბაზრობის“ სახელით ცნობილი ადგილი უკვე ძალიან ძნელი მისასვლელი და მოუწესრიგებელია, დიღმის მასივში, კვირაობით აქ მაინც უამრავი ადამიანი მოდის- ზოგი ცხოველის შესაძენად , ზოგი კი უბრალოდ დასათვალიერებლად. ჩვენ გადავიღეთ ეს რეპორტაჟი და გთავაზობთ, გაიზიაროთ ის სიამოვნება, რომელიც ჩვენ ადამიანის ოთხფეხა მეგობრებმა და შინაური ცხოველების ნახვამ მოგვანიჭა. {gallery}dog{/gallery}
|