ხეები ზეზეულად ხმებიან ანუ დედაქალაქის სიმწვანეს სასწრაფო შველა სჭირდება! ბეჭდვა
 თბილისის  მწვანე საფარი დღითი-დღე სულ უფრო და უფრო მცირდება. დედაქალაქის ესტაკადებს და უბნების რეკონსტრუქციებს ეწირება ასობით მრავალწლიანი ნარგავები, ახალმშენებლობებმა ხომ ბევრი ჭადარი, ცაცხვი, კედარი თუ ნაძვი გაანადგურა.  ორგანიზაცია”უსაფრთხო სივრცემ” მონიტორინგის შედეგად თბილისის სხვადასხვა უბნებში ხეების მასიური განადგურების სხვა საფრთხეც დააფიქსირა - ფიტოსანიტარული მდგომარეობა და ამ კუთხით პრობლემის შესწავლა დაიწყო.  რეალურ სიტუაციაში გასარკვევად  მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის “ბიოაგროს” თანამშრომლები მოვიწვიეთ, შეირჩა ათი უბანი - დიღმის ტყე-პარკი,  ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი, აღმაშენებლის ხეივანი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, თბილისის დენდროლოგიური პარკი, ვაკის პარკი, გლდანში-ქერჩისა და თიანეთის ქუჩები,  კუს ტბის ტერიტორია, კახეთის გზატკეცილი, მარშალ გელოვანის გამზირი. საანალიზოდ აღებული იქნა სხვადასხვა ჯიშის ხე - მცენარეების დაავადებული  ვეგეტატიური ნაწილები. კვლევებმა აჩვენა, რომ უკლებლივ ყველა უბანი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული-გავრცელებულია სხვადასხვა გვარის პათოგენური სოკოები, მავნებლები გამოვლინდა ანტრაქნოზის შემთხვევები, რაც საბოლოოდ მცენარეების ხმობას იწვევს. მივიღეთ რეკომენდაციები - მავნე ორგანიზმების შეზღუდვის მიზნით აუცილებელია ჩატარდეს სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებები, მცენარეები უნდა გათავისუფლდეს დაზიანებული და გამხმარი ტოტებისაგან, მოიჭრას ზეხმელი ხეები, დაუყოვნებლივ გაიტანონ ფართობებიდან და გაანადგურონ. საგანგებოდ შერჩეულ დროში და პერიოდულობით უნდა ჩატარდეს წამლობები სპეციალური ნაზავებით (თითოეულ ობიექტზისათვის  ცალ-ცალკე გაკეთებულ დასკვნაში მითითებულია წამლობის სახეები და პერიოდულობა).
Fმდგომარეობას ამძაფრებს ისიც, რომ სამი წლის წინ გლდანში, ქერჩის Qქუჩაზე დაწყებული ფიჭვების  ხმობა თანდათან ქალაქის სხვა უბნებსაც ედება, ფიჭვის დაავადება დავაფიქსირეთ დიღომში, ლისის ტბაზე, ოქროყანაში,  ვაკეში, წყნეთში. ორგანიზაციის ცხელ ხაზზე რეკავენ მოქალაქეები და ითხოვენ დახმარებას ხეების გადასარჩენად. Mმონიტორინგის შედეგები იძლევა იმის საშუალებას, რომ ვთქვათ, სახელმწიფო სამსახურები  არაჯეროვნად აფესებს  არსებულ ვითარებას, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის დედაქალაქის  მწვანე საფარს.
აღნიშნულ პრობლემებზე თბილისის მერია უნდა მუშაობდეს და დავინტერესდით - რა გაკეთდა ამ კუთხით. ფიტოსანიტარულ კვლევებზე მერიის გამოცხადებულ ტენდერში  შპს “ფორესტ კონსალტინგს “ გაუმარჯვია და შესაბამისად 40.000 ლარიც მიუღია.  მერიის შესაბამის სამსახურებიდან მოვითხოვეთ ინფორმაცია, თუ რაში და როგორ დაიხარჯა ეს თანხა, მაშინ, როცა დედაქალაქსა და მის შემოგარენში მწვანე საფარს მავნებლები და სხვადასხვა  დაავადება განადგურებით ემუქრებიან. ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ სასამართლოს წესით მოვახერხეთ, თუმცა ისიც - არასრულად. მივიღეთ მხოლოდ მიღება- ჩაბარების აქტები, რითაც დასტურდება, რომ 2011 წლის აპრილის თვეში მერიამ შპს “ფორესთ კოლსანტინგს” ჩაურიცხა 2164,90 ლარი, მაისში-10460.1ლარი, ივნისში-6404.90; ივლისში- 5614; აგვისტოში-5749.60; სექტემბერში-5852,3ლარი ხოლო ოქტომბრის თვეში-3754,7ლარი. წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვიდან ჩანს, რომ ამ თანხიდან 3500 ლარით ფიტოსანიტარული კვლევებისათვის უნდა ამოეჭრათ ნახევარი მეტრი სიღრმის 500 ორმო(თითო 7 ლარად შეფასებული). 28.000 ლარი უნდა დახარჯულიყო 40.000 ძირი ხის კვლევაზე(თითოზე-70 თეთრი)და 6.000ლარი - 10.000 ძირი ( თითოზე-60 თეთრი)ბუჩქის კვლევაზე და ასე შემდეგ. მიღება- ჩაბარების აქტში აღნიშნულია, რომ აქტს თან ერთვის ფორმა #2, თუმცა ასეთ აქტებს ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ რამაც მოაღწია, შეიძლება ფარატინა ქაღალდი ვუწოდოთ, რადგან შვიდივე აქტში მხოლოდ ციფრებია სხვადასხვა, თორემ  შვიდივეში ერთიდა იგივეს ვკითხულობთ: -“ვადასთურებთ, რომ ჩვენს შორის გაფორმებული  ხელშეკრულება # 010406/20/50-2 917.02.2011) საფუძველზე, მეორემ შეასრულა, ხოლო პირველმა ჩაიბარა ქ თბილისისა და მისი შემოგარენის მწვანე საფარის ფიტოსანიტარული გამოკვლევის, მავნებელ დაავადებათა შესწავლა-გამოვლინებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვის სამუშაოები ხელშეკრულების შესაბამისად... იქვე ვკითხულობთ” სამუშაოები შესრულებულია ხარისხიანად, დაცულია კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა პირობა. დამკვეთს შემსრულებელთან პრეტენზია არ გააჩნია.” ძალიან კარგი, რომ დამკვეთი და შემსრულებელი ასე უპრეტენზიოდ  შეხმატკბილებულან, მაგრამ პრეტენზია ჩვენ გვაქვს იმისა, რომ ვიცოდეთ, კონკრეტულად სად და როდის ჩატარდა ეს კვლევები,  თორემ  აქტში მითითებული “თბილისის შემოგარენი”  ინფორმაციულად ძალიან ზოგადი და არაფრისმთქმელია. Aამასთანავე  შემსყიდველსა და შემსრულებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი ინსპექტირების ჯგუფის  დასკვნა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშია. Eეს იმას ნიშნავს, რომ  მიღება – ჩაბარების აქტს  წინ უნდა უსწრებდეს და მისი შედგენის საფუძველს წარმოადგენდეს ორი დოკუმენტი: ანგარიში გაწეული სამუშაოების შესახებ და ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნა. როგორც მერიის სამსახურებში გაგვიცხადეს, მსგავსი დოკუმენტები არ გააჩნიათ, რაც თბილისის საქალალაქო სასამართლოს 07.03. 2012 წლის #3/7977-11 გადაწყვეთილებით დადასტურდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით  მასალები რეაგირებისათვის გადავუგზავნეთ ქ.თბილისის პროკურატურასა და  კონტროლის პალატას.
Dდედაქალაქის ფიტოსანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დღემდე ვერ ხერხდება სრულყოფილი დოკუმენტაციის მოპოვება, რაც კითხვებს ბადებს - რატომ ასაიდუმლოებს ან არ აწარმოებს მერია აღნიშნულთან დაკავშირებულ  სრულყოფილ დოკუმენტაციას და რატომ გვჭირდება სასამართლოებში ჩივილი იმ დოკუმენტების მოსაპოვებლად, რაც გამჭვირველეს გახდის შესაბამისი სამსახურების საქმიანობას. Aამ დროს კი ცხელი ხაზით დედაქალაქის სხვადასხვა უბნებიდან გვატყობინებენ, რომ ხე-მცენარეები დაავადებულია, გაჩნდნენ მავნებლები და ითხოვენ დახმარებას. ასეთ უბნებზე საზოგადოება “უსაფრთხო სივრცე” კონკრეტული ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობდა ჯიქისა ქუჩაზე, ლისის ტბაზე, წყნეთში, Dდიღმის ტყე-პარკში, გლდანში, სადაც შეიწამლა ხეები და ჩატარდა სამუშაოები მწვანე საფარის შესანარჩუნებლად, რაზედაც მომზადდა ვიდეოსიუჟეტები, ფოტომასალა და პუბლიკაციები.
A ვიდრე  თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურებიდან უკვე უიმედოთ ველოდებით  პასუხებს, დედაქალაქში ხეები ზეზეულად ხმებიან. Aორგანიზაცია “უსაფრთხო სივრცე” კი აგრძელებს დედაქალაქის  ფიტოსანიტარულ კვლევებს. Bთბილისის ზღვის ტერიტორია, ბეთანია, წყნეთი, მუზეუმი ღია ცის Qქვეშ, ბოტანიკური ბაღი, წითელი ბაღი Yყაზბეგის გამზირზე, ვარკეთილის მასივი, კოჯრის ტყე, კონიაკის დასახლების ტერიტორია და დიღმის ტყე-პარკი - ეს ის ობიექტებია, რომლის კვლევის შედეგებიც  მალე  დედაქალაქისა და მისი შემოგარენის ფიტო-სანიტარული მდგომარეობის  რეალურ სურათს შექმნის.
Dთბილისსა და მისი შემოგარენში ათასობით მრავალწლიანი მუხები, ნაძვები,  ნეკერჩხლები, კედრები, ფიჭვები თუ ჭადრები შველას ელიან, მათი გადარჩენა უპირველესად  დედაქალაქის  ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უტყუარი გარანტია იქნება!
თბილისის  მწვანე საფარი დღითი-დღე სულ უფრო და უფრო მცირდება. დედაქალაქის ესტაკადებს და უბნების რეკონსტრუქციებს ეწირება ასობით მრავალწლიანი ნარგავები, ახალმშენებლობებმა ხომ ბევრი ჭადარი, ცაცხვი, კედარი თუ ნაძვი გაანადგურა. ორგანიზაცია”უსაფრთხო სივრცემ” მონიტორინგის შედეგად თბილისის სხვადასხვა უბნებში ხეების მასიური განადგურების სხვა საფრთხეც დააფიქსირა - ფიტოსანიტარული მდგომარეობა და ამ კუთხით პრობლემის შესწავლა დაიწყო.  რეალურ სიტუაციაში გასარკვევად  მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის “ბიოაგროს” თანამშრომლები მოვიწვიეთ, შეირჩა ათი უბანი - დიღმის ტყე-პარკი,  ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი, აღმაშენებლის ხეივანი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, თბილისის დენდროლოგიური პარკი, ვაკის პარკი, გლდანში-ქერჩისა და თიანეთის ქუჩები,  კუს ტბის ტერიტორია, კახეთის გზატკეცილი, მარშალ გელოვანის გამზირი. საანალიზოდ აღებული იქნა სხვადასხვა ჯიშის ხე - მცენარეების დაავადებული  ვეგეტატიური ნაწილები. Kკვლევებმა აჩვენა, რომ უკლებლივ ყველა უბანი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული-გავრცელებულია სხვადასხვა გვარის პათოგენური სოკოები, მავნებლები გამოვლინდა ანტრაქნოზის შემთხვევები, რაც საბოლოოდ მცენარეების ხმობას იწვევს. მივიღეთ რეკომენდაციები - მავნე ორგანიზმების შეზღუდვის მიზნით აუცილებელია ჩატარდეს სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებები, მცენარეები უნდა გათავისუფლდეს დაზიანებული და გამხმარი ტოტებისაგან, მოიჭრას ზეხმელი ხეები, დაუყოვნებლივ გაიტანონ ფართობებიდან და გაანადგურონ. საგანგებოდ შერჩეულ დროში და პერიოდულობით უნდა ჩატარდეს წამლობები სპეციალური ნაზავებით (თითოეულ ობიექტზისათვის  ცალ-ცალკე გაკეთებულ დასკვნაში მითითებულია წამლობის სახეები და პერიოდულობა). Fმდგომარეობას ამძაფრებს ისიც, რომ სამი წლის წინ გლდანში, ქერჩის ქუჩაზე დაწყებული ფიჭვების  ხმობა თანდათან ქალაქის სხვა უბნებსაც ედება, ფიჭვის დაავადება დავაფიქსირეთ დიღომში, ლისის ტბაზე, ოქროყანაში,  ვაკეში, წყნეთში. ორგანიზაციის ცხელ ხაზზე რეკავენ მოქალაქეები და ითხოვენ დახმარებას ხეების გადასარჩენად. Mმონიტორინგის შედეგები იძლევა იმის საშუალებას, რომ ვთქვათ, სახელმწიფო სამსახურები  არაჯეროვნად აფესებს  არსებულ ვითარებას, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის დედაქალაქის  მწვანე საფარს.   აღნიშნულ პრობლემებზე თბილისის მერია უნდა მუშაობდეს და დავინტერესდით - რა გაკეთდა ამ კუთხით. ფიტოსანიტარულ კვლევებზე მერიის გამოცხადებულ ტენდერში  შპს “ფორესტ კონსალტინგს “ გაუმარჯვია და შესაბამისად 40.000 ლარიც მიუღია.  მერიის შესაბამის სამსახურებიდან მოვითხოვეთ ინფორმაცია, თუ რაში და როგორ დაიხარჯა ეს თანხა, მაშინ, როცა დედაქალაქსა და მის შემოგარენში მწვანე საფარს მავნებლები და სხვადასხვა  დაავადება განადგურებით ემუქრებიან. ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ სასამართლოს წესით მოვახერხეთ, თუმცა ისიც - არასრულად. მივიღეთ მხოლოდ მიღება- ჩაბარების აქტები, რითაც დასტურდება, რომ 2011 წლის აპრილის თვეში მერიამ შპს “ფორესთ კოლსანტინგს” ჩაურიცხა 2164,90 ლარი, მაისში-10460.1ლარი, ივნისში-6404.90; ივლისში- 5614; აგვისტოში-5749.60; სექტემბერში-5852,3ლარი ხოლო ოქტომბრის თვეში-3754,7ლარი. წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვიდან ჩანს, რომ ამ თანხიდან 3500 ლარით ფიტოსანიტარული კვლევებისათვის უნდა ამოეჭრათ ნახევარი მეტრი სიღრმის 500 ორმო(თითო 7 ლარად შეფასებული). 28.000 ლარი უნდა დახარჯულიყო 40.000 ძირი ხის კვლევაზე(თითოზე-70 თეთრი)და 6.000ლარი - 10.000 ძირი ( თითოზე-60 თეთრი)ბუჩქის კვლევაზე და ასე შემდეგ. მიღება- ჩაბარების აქტში აღნიშნულია, რომ აქტს თან ერთვის ფორმა #2, თუმცა ასეთ აქტებს ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ რამაც მოაღწია, შეიძლება ფარატინა ქაღალდი ვუწოდოთ, რადგან შვიდივე აქტში მხოლოდ ციფრებია სხვადასხვა, თორემ  შვიდივეში ერთიდა იგივეს ვკითხულობთ: -“ვადასთურებთ, რომ ჩვენს შორის გაფორმებული  ხელშეკრულება # 010406/20/50-2 917.02.2011) საფუძველზე, მეორემ შეასრულა, ხოლო პირველმა ჩაიბარა ქ თბილისისა და მისი შემოგარენის მწვანე საფარის ფიტოსანიტარული გამოკვლევის, მავნებელ დაავადებათა შესწავლა-გამოვლინებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვის სამუშაოები ხელშეკრულების შესაბამისად... იქვე ვკითხულობთ” სამუშაოები შესრულებულია ხარისხიანად, დაცულია კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა პირობა. დამკვეთს შემსრულებელთან პრეტენზია არ გააჩნია.” ძალიან კარგი, რომ დამკვეთი და შემსრულებელი ასე უპრეტენზიოდ  შეხმატკბილებულან, მაგრამ პრეტენზია ჩვენ გვაქვს იმისა, რომ ვიცოდეთ, კონკრეტულად სად და როდის ჩატარდა ეს კვლევები,  თორემ  აქტში მითითებული “თბილისის შემოგარენი”  ინფორმაციულად ძალიან ზოგადი და არაფრისმთქმელია. Aამასთანავე  შემსყიდველსა და შემსრულებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი ინსპექტირების ჯგუფის  დასკვნა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშია. ეს იმას ნიშნავს, რომ  მიღება – ჩაბარების აქტს  წინ უნდა უსწრებდეს და მისი შედგენის საფუძველს წარმოადგენდეს ორი დოკუმენტი: ანგარიში გაწეული სამუშაოების შესახებ და ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნა. როგორც მერიის სამსახურებში გაგვიცხადეს, მსგავსი დოკუმენტები არ გააჩნიათ, რაც თბილისის საქალალაქო სასამართლოს 07.03. 2012 წლის #3/7977-11 გადაწყვეთილებით დადასტურდა. აღნიშნულთან დაკავშირებით  მასალები რეაგირებისათვის გადავუგზავნეთ ქ.თბილისის პროკურატურასა და  კონტროლის პალატას.     დედაქალაქის ფიტოსანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დღემდე ვერ ხერხდება სრულყოფილი დოკუმენტაციის მოპოვება, რაც კითხვებს ბადებს - რატომ ასაიდუმლოებს ან არ აწარმოებს მერია აღნიშნულთან დაკავშირებულ  სრულყოფილ დოკუმენტაციას და რატომ გვჭირდება სასამართლოებში ჩივილი იმ დოკუმენტების მოსაპოვებლად, რაც გამჭვირველეს გახდის შესაბამისი სამსახურების საქმიანობას. ამ დროს კი ცხელი ხაზით დედაქალაქის სხვადასხვა უბნებიდან გვატყობინებენ, რომ ხე-მცენარეები დაავადებულია, გაჩნდნენ მავნებლები და ითხოვენ დახმარებას. ასეთ უბნებზე საზოგადოება “უსაფრთხო სივრცე” კონკრეტული ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობდა ჯიქისა ქუჩაზე, ლისის ტბაზე, წყნეთში, დიღმის ტყე-პარკში, გლდანში, სადაც შეიწამლა ხეები და ჩატარდა სამუშაოები მწვანე საფარის შესანარჩუნებლად, რაზედაც მომზადდა ვიდეოსიუჟეტები, ფოტომასალა და პუბლიკაციები. A ვიდრე  თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურებიდან უკვე უიმედოთ ველოდებით  პასუხებს, დედაქალაქში ხეები ზეზეულად ხმებიან. Aორგანიზაცია “უსაფრთხო სივრცე” კი აგრძელებს დედაქალაქის  ფიტოსანიტარულ კვლევებს. Bთბილისის ზღვის ტერიტორია, ბეთანია, წყნეთი, მუზეუმი ღია ცის Qქვეშ, ბოტანიკური ბაღი, წითელი ბაღი ყაზბეგის გამზირზე, ვარკეთილის მასივი, კოჯრის ტყე, კონიაკის დასახლების ტერიტორია და დიღმის ტყე-პარკი - ეს ის ობიექტებია, რომლის კვლევის შედეგებიც  მალე  დედაქალაქისა და მისი შემოგარენის ფიტო-სანიტარული მდგომარეობის  რეალურ სურათს შექმნის. Dთბილისსა და მისი შემოგარენში ათასობით მრავალწლიანი მუხები, ნაძვები,  ნეკერჩხლები, კედრები, ფიჭვები თუ ჭადრები შველას ელიან, მათი გადარჩენა უპირველესად  დედაქალაქის  ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უტყუარი გარანტია იქნება!