ესტაკადები თბილისში ბეჭდვა

estakadi 

ესტაკადები გმირთა მოედანზე, სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდთან, ესტაკადები ჩვენი კეთილდღეობისათვის,  სწრაფი გადაადგილებისა და დროის დაზოგვისათვის-ესაა დედაქალაქის მესვეურთა ამოცანა, რომელის უსწრაფესი ტემპებით ხორციელდება, რისთვისაც მილიონები იხარჯება, დედაქალაქს კი  განსაკუთრებული  ხიბლი და მშვიდი ქალაქის იერსახე ეკარგება, უფრო მთავარი- ამ ესტაკადებმა ასობით მრავალწლიანი ხეები შეიწირა, განადგურდა მრავალწლიანი ნარგავები,  ამოიძირკვა სანაპიროს ჭადრები.

პირველი თბილისური ესტაკადური ექსპერიმანტი გმირთა მოედანმა დაგვანახა,აქური მობინადრეები კარგა ხანია იძულებით ფანჯრებამოკეტილ სახლბში ცხოვრობენ, რადგან გაუსაძლისია ის ხმაური და მანქანების გამონაბოლქვით გავსებული ჰაერი, რაც აქ ესტაკადის მშენებლობის შემდეგაა. მოსახლეობასთან შეხვედრისას, ბევრმა გვითხრა. რომ ბინების გაყიდვას  და სხვა უბანში გადასვლას აპირებენ, რადგან საცხოვრებლად ეს უბანი უკვე სრულიად გამოუსადეგარია.

 თბილისი თავისი გეოგრაფიული  მდებარეობით მრავალიარუსიანი ქალაქია და  როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, აქ ყოველი მასშტაბური მშენებლობის დაწყებას განსაკუთრებული გეოლოგიური კვლევები და ეკოლოგიური დასკვნები სჭირდება, რადგან ამ მოცულობის სამუშაოები სახეს უკარგავს ქალაქის ლანდშაფტს და დროთა განმავლობაში  ცვლის ბუნებრივ კლიმატს.