ექსპერიმენტული სათბური კორპუსის ეზოში: ანუ რა სარგებლობა მოაქვთ ბიო-სასუქებს ბეჭდვა

 

 

21-ე საუკუნეს კაცობრიობა ეკოლოგიური პრობლებებით,  ახალთახალი დაავადებებით და ვირუსებით  დახუნძლული შეხვდა. სხვადასხვაგვარი ქიმიური ნაერთებით „განოყიერებული“ დედამიწა დაავადდა, ჯანსაღ ნაყოფს აღარ იძლევა და, შესაბამისად, გვაავადებს ჩვენც - მის შვილებს, რომლებიც მისი ნაყოფით ვიკვებებით.  ქიმიური სასუქების შეტანას ნიადაგში მრავალწლოვანი პრაქტიკა აქვს, თუმცა ამ დარგის სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ამგვარად მიწის „განოყიერება“ უამრავ პრობლემას ქმნის როგორც  გარემოს ეკოლოგიური დაბინძურების,  ასევე მოწეული პროდუქტის სიჯანსაღის კუთხით. ბოლო პერიოდში მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება ბიო-სასუქები, რომელთაც ქიმიურ სასუქთან შედარებით უამრავი უპირატესობა აქვთ. საქართველოში მრავლადაა ქიმიური სასუქების მოხმარების შედეგად გამწირებული ნიადაგები, რომელთა გაჯანსაღებას მრავალწლოვანი დამუშავება სჭირდება. მიუხედავად ამისა, ქართველ გლეხს „შეჩვეული ჭირი ურჩევნია შეუჩვეველ ლხინს“ და ქიმიურ სასუქებს ვერ ელევა.

საქართველოში ცოტამ თუ იცის ბიო-სასუქების დადებითი თვისებების შესახებ.  მაგრამ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს თემა აინტერესებთ და პრაქტიკაში ახორციელებენ. ჩვენი რესპოდენტი დავით ღონღაძე თბილისში ცხოვრობს და ჩვეულებრივ საოფისე სამსახურს ეწევა(ეკონომიკის სამინისტროში), თუმცა კორპუსში ცხოვრების პირობებში მოაწყო პატარა, ექსპერიმენტული სათბური, სადაც ნარგავები სწორედ ბიო-სასუქებით მოიყვანა. რამ გადააწყვეტინა ამ სათბურის გაკეთება და ამ ექსპერიმენტის შედეგად ბიოლოგიური სასუქის რა დადებითი თვისებები გამოვლინდა, ამაზე ბატონი დავითი თავად გვესაუბრება. დავით ღონღაძე: “  ori წლის წინ თბილისთან ახლოს შევიძინე აგარაკი, რომელსაც საკმაოდ დიდი ფართობის ეზო აქვს ოჯახისთვის საჭირო ბოსტნეულის მოსაყვანად. ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ტექნოლოგიების არაფერი გამეგებოდა და მივადექი ინტერნეტის ყოვლისმომცველ შესაძლებლობებს დახმარებისთვის. აღმოჩნდა, რომ საქართველოში არსებობდა ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი ბიოლოგიური პრეპარატები, რომლებიც,  აჯანსაღებდნენ მცენარეებს, იცავდნენ დაავადებებისგან, ზრდიდნენ მოსავლიანობას, ასევე პროდუქტის ხარისხს  და, რაც მთავარია, მათი მოხმარების დროს მცენარეები აღარ საჭიროებდნენ იმ ქიმიური ხსნარებით დამუშავებას, რომლებითაც სავსეა მაღაზიები და რომლებიც ჩემი „პატივისცემით“ აშკარად ვერ სარგებლობდნენ. ეს ყველაფერი ლამაზად კი   ეწერა  მოძიებულ საიტებზე, მაგრამ წაკითხვისთანავე ერთგვარი „სარეკლამო“ ეჭვი გამიჩნდა და აი რატომ:  პირადად ვიყავი შესწრებული ძალიან ბევრჯერ, მაგალითად, დიდუბეში, „სამთო ქიმიის“ მიმდებარედ არსებულ მაღაზიებში უზარმაზარ რიგებს, სადაც ადამიანები გამყიდველების რჩევით ყიდულობდნენ ათასგვარ შესაწამლ საშუალებებს მცენარეებისთვის, თან წუწუნებდნენ, რომ მოსავალი წამლობის გარეშე აღარსად მოდის. ამ ფონზე, ბუნებრივია, ვიფიქრებდი - თუ საქართველოში არსებობს ისეთი ბიოსასუქი და ბიოსტიმულატორი, როგორიცაა ჩემს მიერ საიტებზე აღმოჩენილი „ორგანიკა,“ „ბიორაგი“ და სხვა ორგანული საშუალებები, რას აკლავს ხალხი თავს ამ ქიმიური საწამლავებით მოყვანილ პროდუქტებს თქო? მოკლედ, ეჭვი ეჭვად დამრჩა და რადგან ჩემს კითხვაზე პასუხი ვერავინ გამცა,  წავედი და „აგროინვესტის“ მაღაზიაში მაინც  შევიძინე ერთი ცალი, ერთლიტრიანი „ორგანიკა“ და ერთი პატარა ბოთლი „ბიორაგი“, გავიზუთხე ინსტრუქციები და დავიწყე ნაცნობ-მეგობრებში ქართული ბოსტნეულის თესლების შეგროვება. თებერვლის თვე იყო, აგარაკზე ვერ მივდიოდი და გადავწყვიტე, სახლშივე მეცადა ჩითილების გამოყვანა. მოვიმარაგე ერთჯერადი ჭიქები, ავავსე „ბიორაგმოსხმული“ მიწით,  შემდეგ კიტრის, პომიდვრის, წიწაკის, კიდევ რაღაც-რაღაცეების თესლები, ინსტრუქციის შესაბამისად, ჩავალბე  „ბიორაგის“ ხსნარში და გაშრობისთანავე დავთესე ჭიქებში. სამწუხაროდ, ჩემი პირველივე ექსპერიმენტი წარუმატებელი გამოდგა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩემი ამ ნაფერები ჭიქებით ფეხბურთი ითამაშეს ჩემმა შვილებმა და მასში არსებული „ნაორგანიკალი“ მიწა მარტო ჩემს გამწარებულ გულზე დასაყრელად თუ გამოდგებოდა :) აი, ასე გაჩნდა ჩემი კორპუსის წინ არსებულ  პატარა შემოღობილში მინისათბურის, გნებავთ, „საჩითილე სათბურის“ აგების იდეა.

21-ე საუკუნეს კაცობრიობა ეკოლოგიური პრობლებებით,  ახალთახალი დაავადებებით და ვირუსებით  დახუნძლული შეხვდა. სხვადასხვაგვარი ქიმიური ნაერთებით „განოყიერებული“ დედამიწა დაავადდა, ჯანსაღ ნაყოფს აღარ იძლევა და, შესაბამისად, გვაავადებს ჩვენც - მის შვილებს, რომლებიც მისი ნაყოფით ვიკვებებით.  ქიმიური სასუქების შეტანას ნიადაგში მრავალწლოვანი პრაქტიკა აქვს, თუმცა ამ დარგის სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ამგვარად მიწის „განოყიერება“ უამრავ პრობლემას ქმნის როგორც  გარემოს ეკოლოგიური დაბინძურების,  ასევე მოწეული პროდუქტის სიჯანსაღის კუთხით.

 ბოლო პერიოდში მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება ბიო-სასუქები, რომელთაც ქიმიურ სასუქთან შედარებით უამრავი უპირატესობა აქვთ. საქართველოში მრავლადაა ქიმიური სასუქების მოხმარების შედეგად გამწირებული ნიადაგები, რომელთა გაჯანსაღებას მრავალწლოვანი დამუშავება სჭირდება. მიუხედავად ამისა, ქართველ გლეხს „შეჩვეული ჭირი ურჩევნია შეუჩვეველ ლხინს“ და ქიმიურ სასუქებს ვერ ელევა.      საქართველოში ცოტამ თუ იცის ბიო-სასუქების დადებითი თვისებების შესახებ.  მაგრამ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს თემა აინტერესებთ და პრაქტიკაში ახორციელებენ. ჩვენი რესპოდენტი დავით ღონღაძე თბილისში ცხოვრობს და ჩვეულებრივ საოფისე სამსახურს ეწევა(ეკონომიკის სამინისტროში), თუმცა კორპუსში ცხოვრების პირობებში მოაწყო პატარა, ექსპერიმენტული სათბური, სადაც ნარგავები სწორედ ბიო-სასუქებით მოიყვანა. რამ გადააწყვეტინა ამ სათბურის გაკეთება და ამ ექსპერიმენტის შედეგად ბიოლოგიური სასუქის რა დადებითი თვისებები გამოვლინდა, ამაზე ბატონი დავითი თავად გვესაუბრება. დავით ღონღაძე: “  2 წლის წინ თბილისთან ახლოს შევიძინე აგარაკი, რომელსაც საკმაოდ დიდი ფართობის ეზო აქვს ოჯახისთვის საჭირო ბოსტნეულის მოსაყვანად. ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ტექნოლოგიების არაფერი გამეგებოდა და მივადექი ინტერნეტის ყოვლისმომცველ შესაძლებლობებს დახმარებისთვის. აღმოჩნდა, რომ საქართველოში არსებობდა ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი ბიოლოგიური პრეპარატები, რომლებიც,  აჯანსაღებდნენ მცენარეებს, იცავდნენ დაავადებებისგან, ზრდიდნენ მოსავლიანობას, ასევე პროდუქტის ხარისხს  და, რაც მთავარია, მათი მოხმარების დროს მცენარეები აღარ საჭიროებდნენ იმ ქიმიური ხსნარებით დამუშავებას, რომლებითაც სავსეა მაღაზიები და რომლებიც ჩემი „პატივისცემით“ აშკარად ვერ სარგებლობდნენ. ეს ყველაფერი ლამაზად კი   ეწერა  მოძიებულ საიტებზე, მაგრამ წაკითხვისთანავე ერთგვარი „სარეკლამო“ ეჭვი გამიჩნდა და აი რატომ:  პირადად ვიყავი შესწრებული ძალიან ბევრჯერ, მაგალითად, დიდუბეში, „სამთო ქიმიის“ მიმდებარედ არსებულ მაღაზიებში უზარმაზარ რიგებს, სადაც ადამიანები გამყიდველების რჩევით ყიდულობდნენ ათასგვარ შესაწამლ საშუალებებს მცენარეებისთვის, თან წუწუნებდნენ, რომ მოსავალი წამლობის გარეშე აღარსად მოდის. ამ ფონზე, ბუნებრივია, ვიფიქრებდი - თუ საქართველოში არსებობს ისეთი ბიოსასუქი და ბიოსტიმულატორი, როგორიცაა ჩემს მიერ საიტებზე აღმოჩენილი „ორგანიკა,“ „ბიორაგი“ და სხვა ორგანული საშუალებები, რას აკლავს ხალხი თავს ამ ქიმიური საწამლავებით მოყვანილ პროდუქტებს თქო? მოკლედ, ეჭვი ეჭვად დამრჩა და რადგან ჩემს კითხვაზე პასუხი ვერავინ გამცა,  წავედი და „აგროინვესტის“ მაღაზიაში მაინც  შევიძინე ერთი ცალი, ერთლიტრიანი „ორგანიკა“ და ერთი პატარა ბოთლი „ბიორაგი“, გავიზუთხე ინსტრუქციები და დავიწყე ნაცნობ-მეგობრებში ქართული ბოსტნეულის თესლების შეგროვება. თებერვლის თვე იყო, აგარაკზე ვერ მივდიოდი და გადავწყვიტე, სახლშივე მეცადა ჩითილების გამოყვანა. მოვიმარაგე ერთჯერადი ჭიქები, ავავსე „ბიორაგმოსხმული“ მიწით,  შემდეგ კიტრის, პომიდვრის, წიწაკის, კიდევ რაღაც-რაღაცეების თესლები, ინსტრუქციის შესაბამისად, ჩავალბე  „ბიორაგის“ ხსნარში და გაშრობისთანავე დავთესე ჭიქებში. სამწუხაროდ, ჩემი პირველივე ექსპერიმენტი წარუმატებელი გამოდგა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩემი ამ ნაფერები ჭიქებით ფეხბურთი ითამაშეს ჩემმა შვილებმა და მასში არსებული „ნაორგანიკალი“ მიწა მარტო ჩემს გამწარებულ გულზე დასაყრელად თუ გამოდგებოდა :) აი, ასე გაჩნდა ჩემი კორპუსის წინ არსებულ  პატარა შემოღობილში მინისათბურის, გნებავთ, „საჩითილე სათბურის“ აგების იდეა.

   ამ სათბურში განვათავსე სპეციალური საჩითილე კასეტები, რომლებიც, სხვათაშორის, ძალიან მოხერხებულია, გამძლეა და ბევრად ჯობს ერთჯერადი ჭიქების გამოყენებას. იგი შევავსე „ორგანიკას“ ხსნარით დამუშავებული შავი მიწით და დავთესე კიტრის, პომიდვრის და წიწაკის თესლები. აქვე ავღნიშნავ, რომ ეს თესლები, დათესვამდე,  24 საათის განმავლობაში დავალბე „ბიორაგის“ ხსნარში. შედეგი იყო ასეთი: ამოვიდა თითქმის ყველა, მცირედი დანაკარგით. თავად ნერგები გაიზარდნენ ჯანსაღები, ძლიერი ღეროებით და მუქი მწვანე ნამდვილი ფოთლებით.

 სხვათაშორის, ამ ჩითილების პარალელურად, მათ მეზობლადვე, დავთესე ამერიკიდან ჩამოტანილი ჰიბრიდული პომიდორი, საზამთრო და ყვავილოვანი კომბოსტო. ამ ამერიკულ თესლებს „ბიორაგი“ ვერ მივაკარე, რადგან ხსნარში ჩალბობისას თესლები ფერს კარგავენ და იღებებიან. (როგორც ამიხსნეს, ისინი  ქიმიურად არის დამუშავებული, რომ ხანგრძლივად შენახვას და ტრასპორტირებას გაუძლონ). ეს ამერიკული ჩითილებიც ამოვიდა დროულად, მაგრამ, ერთმანეთს რომ ვიზუალურად შეადაროთ  ბიოსასუქებით დამუშავებული ქართული და ეს ამერიკული ჯიშის ჩითილები,  დიდ სხვაობას ნახავთ მათ შორის  . აი, ამან დამარწმუნა პირველად ქართული წარმოების ბიოსასუქებისა და სტიმულატორების ეფექტურობაში. სხვათაშორის, როდესაც აგარაკზე მივემგზავრებოდი ჩემს კიტრ-პომიდორ-წიწაკებთან ერთად, მეზობელმა დაგვირეკა და გვთხოვა, „ჭოპორტულა“ ჯიშის პომიდვრის ჩითილები გვეყიდა მისთვის. ცხადია, შევუსრულეთ და ამან, თავისდაუნებურად,  დიდი შედეგი მოუტანა ჩემს ექსპერიმენტს:  ჩემს გადარგულ  ჩითილებს „ნირი“ არ შეუცვლიათ, ისე გააგრძელეს ახალ „გეოგრაფიულ სივრცეში“ ცხოვრება, ხოლო იქვე, მეზობლის დარგული ის „ჭოპორტულა“ პომიდვრები მაშინვე ჯერ ჩამოჭკნა, მერე მიწაზე  დაწვა და რამდენიმედღიანი მორწყვისა და მოვლის მიუხედავად, მათი უმეტესობა გახმა.
     ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან ჩითილები ზრდის პროცესში არიან და სულმოუთქმელად ველი მათ მსხმოიარობას. ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა, არანაირი დაავადება და მავნებელი არ დასხმიათ თავს, მაგრამ პრევენციისთვის ერთხელ მაინც „შევწამლე“ ასევე ქართული წარმოების ბიოპრეპარატებით. 
   ზოგადად, მიმაჩნია, რომ აზროვნება „ოჯახისთვის სუფთა მოსავალი მოვიყვანო და გასაყიდად  ბევრი“ ძალიან აზარალებს თავად გლეხსაც და გარემოს ხომ თავისთავად. იშვიათად შეხვდებით დღეს სოფელში მცხოვრებ ოჯახს, რომელსაც მოსავალი ბუნებრივი გზით მოყავს. ერთის მხრივ, ეს გასაგებია, რადგან უამრავი დაავადება და მავნებელი უნადგურებს ამ მოსავალს და გლეხი რომ შემოსავლის გარეშე არ დარჩეს, ყველა საშუალებას მიმართავს, თუმცა, ვიცი ძალიან ბევრი „ფერმერიც,“ რომელიც რაღაც „ჯადოქრობებით“ წამლავს მცენარეებს არა იმიტომ, რომ დაავადებისგან დაიცვას, არამედ იმიტომ, რომ მეტი მოსავალი მიიღოს. გასაკვირი ის არის, რომ ეს დალოცვილი მატება მოსავლიანობის ბუნებრივი საშუალებებითაც შეიძლება და, როგორც ამბობენ,  უფრო ეფექტურიცაა, მაგრამ მეტი შრომა და გონიერება სჭირდება, რაც სწრაფ მოგებაზე ორიენტირებულ მწარმოებელს „ნამეტნავად ეზარება.“ მაგალითისთვის გავიხსენებ ერთი მესხელი კაცის მონაყოლს, რომელიც სიხარულით აღნიშნავდა, რომ მთელს რაიონში თოხს აღარავინ იყენებსო. როცა დავინტერესდი, რა დაგიშავათ ამ დალოცვილმა მამა-პაპურმა იარაღმა-თქო, მითხრა რაღაც ჰერბიციდის დასახელება, რომელსაც თურმე მოასხამ მიწაზე და სარეველა იმ ადგილას კი არა, სათოფე მანძილზეც აღარ ამოდის. შეიძლება ეს დიდი უბედურება არ იყოს, მაგრამ საწამლავი, რომელიც ნიადაგში თუნდაც სარეველას სპობს, ჩემთვის (და არამარტო ჩემთვის) მაინც საწამლავია. მადლობა ღმერთს, რომ ამ ბოლო თვეებში გავიცანი ბევრი ადამიანი, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მეურნე დააინტერესონ   ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებით და უსასყიდლოდაც კი ასწავლონ ბიოწარმოების მეთოდები. დიდი იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.“
      ბიოლოგიური სასუქების დადებითი თვისებების შესახებ ვესაუბრეთ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, აგრონომ  ნუკრი მემარნიშვილს:
 - ბიოლოგიურ სასუქებს ეკოლოგიური თვალსაზრისით ძალიან დიდი ეფექტურობა აქვს: არ ანაგვიანებს ნიადაგს და გრუნტის წყლებიც სუფთა რჩება. ნიადაგის თვისებებს, მის სტრუქტურას, მცენარის იმუნიტეტს აუმჯობესებს და მავნებლების მიმართ უფრო გამძლეა. რომ შეამოწმოთ ქიმიური სასუქით  და ამ ბიო-სასუქებით მოყვანილი პროდუქტის შემცველობა, აღმოაჩენთ, რომ გაცილებით უკეთესია: არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს და გემოვნური თვისებებიც შესამჩნევად გაუმჯობესებულია. ბიოლოგიური სასუქის გაკეთება გლეხს საოჯახო პირობებშიც შეუძლია, მაგრამ ამას დიდი გარჯა და ლოდინი უნდა. ვთქვათ, ჭიაყელას გამონაყოფი - რომელიც უძვირფასესი ბიო-სასუქია და ვერმიკომპოსტად მოიხსენიებენ, მისი დამზადება გლეხს საოჯახო პირობებში შეუძლია. თუმცა, მის მისაღებად 5-6 თვეა საჭირო და ამ მხრივ შრომატევადია. ვერმიკომპოსტი მზა სახითაც იყიდება და კოლოგრამი 50 თეთრიდან ლარამდე ღირს. სჯობს ლარით მეტი დაგიჯდეს და ასეთი სასუქი შეიძინო, ვიდრე ჯანმრთელობა გაიუარესო და ექიმებთან გაცილებით მეტი დახარჯო.
- ქიმიური სასუქების გამოყენების კონკრეტულ უარყოფით მხარეებზე რას გვეტყვით?
- ნიადაგი ხომ ცოცხალი ორგანიზმია, იქ სასარგებლო მიკროორგანიზმები არიან სადაც მთელი პროცესები მიდის.  ქიმია კი ამ პროცესებს პირდაპირ აფუჭებს და ნიადაგის მდგომარეობას აუარესებს.  ვთქვათ, მცენარეს მავნებელი შემოესია და ქიმიურ საშუალებას ასხურებ: მავნებელთან ერთად იღუპება ის სასარგებლო მიკროორგანიზმებიც, რომლებიც ნიადაგს სჭირდება. ბინძურდება გრუნტის წყლები, ნიადაგი კი, დროთა განმავლობაში, მწირი ხდება. საქართველოში ასეთი გამწირებული ნიადაგი ძალიან ბევრია, რაც ქიმიური სასუქების ჭარბმა მოხმარებამ გამოიწვია და მათი ნაყოფიერების აღსადგენად წლობით დამუშავებაა საჭირო.
- როგორ ფიქრობთ, რატომ არ არის ბიო-სასუქები საქართველოში პოპულარული?
- ალბათ, პირველ რიგში, ცოდნის დაბალი დონის გამო. ამის პოპულარიზაციისთვის სათანადოდ აქტიურად არ მუშაობენ ორგანიზაციები, სულ რამდენიმე ორგანიზაციაა, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს.  მეორე მიზეზია უნდობლობა: სერთიფიცირებული ქართული წარმოების ბიო-სასუქი სულ ერთი-ორია. სახელმწიფოსაც შეუძლია იმუშაოს ამ მიმართულებით და ხელი შეუწყოს ბიო-სასუქების საწარმოების ჩამოყალიბებას. ვთქვათ, ჭიაყელას ფერმების - რომლებიც ვერმიკომპოსტის გამომუშავებაზე იზრუნებენ. ამით იზრუნებენ როგორც გარემოს ეკოლოგიურ სიჯანსაღეზე, ასევე ადამიანთა ჯანმრთელობაზე.
სოფიო ქორიძე