გიგა ბათიაშვილი:"ქალაქის ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გენერალური გეგმის გარეშე არ უნდა მიიღოს" ბეჭდვა
გიგა ბათიაშვილი: „ეს ტერიტორია უნდა გაყიდულიყო სწორად დადგენილი სტატუსით და გაყიდვამდე უნდა შეფასებულიყო როგორც სარეკრეაციო ზონა.“
ასათიანის #10–ში, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორია 2010 წელს შ.პ.ს. „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ“ (რომლის 100% წილი სახელმწიფოს ეკუთვნის) გაასხვისა. ტერიტორიის ამჟამინდელი მფლობელი შ.პ.ს. BD Property  აქ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ განაშენიანების რეგულირების გეგმა უკვე შეათანხმა თბილისის მერიასთან, სადაც 8 ცათამბჯენის აშენებაა გათვალისწინებული. საქმე იმაშია, რომ ეს ტერიტორია ფაქტობრივად პარკად არის ფორმირებული. მოსახლეობა მშენებლობას ეწიინააღმდეგება და   ამ ტერიტორიისთვის  სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
ამ საკითხთან დაკავშირებით  ინტერვიუ არქიტექტორ გიგა ბათიაშვილს ვთხოვეთ. ბატონი გიგას თქმით, ყველა მნიშვნელოვანი ობიექტის გასხვისება და სტატუსის დადგენა უნდა ხდებოდეს ქალაქის გენერალური გეგმის საფუძველზე. ეს გეგმა კი დღეს არ არსებობს.
გიგა ბათიაშვილი: გასხვისების მოთხოვნაში უნდა იყოს ჩამოყალიბებული, თუ რისი გაკეთება უნდა ქალაქს ამ ტერიტორიაზე. გამოირკვა, რომ ძველი გენგეგმით ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა გათვალისწინებული არ არის. კი ბატონო, გუშინ არაფერი არ იყო, დღეს რის საფუძველზე ასხვისებთ ამ ტერიტორიას? საკითხი დგას შემდეგნაირად: ქალაქის გენერალური გეგმის, ტერიტორიის ფუნქციის დადგენის გარეშე მოახდინეს ტერიტორიის გასხვისება. ეს ტერიტორია უნდა გაყიდულიყო სწორად დადგენილი სტატუსით. გაყიდვამდე უნდა შეფასებულიყო როგორც სარეკრეაციო ზონა. გენგეგმის არარსებობის პირობებში სამსახური ვალდებული იყო დაედო დასკვნა ამის შესახებ. გენგეგმა რომ ყოფილიყო, გენგეგმაზე დაყრდნობით გააკეთებდნენ ამ დასკვნას.  ეს არის ქალაქის ტერიტორია, ქალაქის ინტერესები, ტერიტორიას როცა ასხვისებ,   უნდა იცოდე რა გაშენდება აქ.   შენ რომ აცხადებ, რომ ეს მიწა ჩემია და მე მინდა გავყიდო, კი, შენია, მაგრამ იქნებ გენგეგმა ამბობს, რომ მანდ  უნდა გაიაროს სატრანსპორტო კვანძმა. დღეს კი გენგეგმა არ არსებობს. საბჭოთა გენგეგმას, რომელიც გაკეთებული იყო, 1970 წლამდე ჰქონდა სიცოცხლის უფლება. მერე მას  ქმედების ვადა  2–ჯერ გაუგრძელეს ბრძანებით. იმის შემდეგ  გენგეგმა აღარ გაკეთებულა.  იმან ამოწურა თავის თავი. არ არის გენერალური გეგმა და ამას ვებრძვი უკვე 8 წელიწადია. მე  არაერთი წერილი და სტატია მაქვს დაწერილი ამ თემაზე. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი გენერალური გეგმა არის ბორკილი ქალაქის ხელმძღვანელობისთვის იმიტომ, რომ მაშინ ის  ვალდებულია,  გენგეგმის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილებები.   როცა არ არსებობს გენერალური გეგმა, მერია თავისი სუბიექტური შეხედულებების  მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს.
– 2009 წელს საკრებულოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ...
ის, რაც 2009 წელს დაამტკიცეს,  არის მიწათსარგებლობის გეგმა. მიწათსარგებლობის გეგმა სხვა რამეა და კეთდება გენგეგმის საფუძველზე, მაგრამ ეს  გეგმა გაკეთდა არა გენგეგმიდან, არამედ რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ანუ დღევანდელი თავისუფალი და არათავისუფალი ტერიტორიების, რეალური მდგომარეობის აღწერაა მხოლოდ: სად არის თავისუფალი ტერიტორია, სად არის სარეკრეაციო, სად კერძო და ა.შ.   გენგეგმა ითვალისწინებს თავისუფალ და არათავისუფალ ტერიტორიებსაც კი, მაგრამ მთავარი ეს არ არის. ასევე ითვალისწინებს იმას, ქალაქის  ჯანსაღი ორგანიზმის შესაქმნელად თუ რა არის საჭირო: სად რა მაგისტრალის მშენებლობაა საჭირო, სად საავტომობილო, სად მეტროპოლიტენი, სად საჰაერო, საბაგირო სად თეატრი, კინო და ა.შ.  ამათ ეს მომენტი საერთოდ გამორიცხეს. მიწათსარგებლობის გეგმა შედგა 2009 წელს, ხელმძღვანელი იყო პავლე ძინძიბაძე და მე ვიყავი მათი კონსულტანტი.  მაგრამ, როდესაც პავლე ძინძიბაძემ წარადგინა, რომ ეს არის მიწათსარგებლობის გეგმა, ამათ დაარქვეს, რომ ეს არის გენგეგმა და ტყუილია.   ხელშეკრულება იყო მიწათსარგებლობის გეგმაზე.  ეს რომ გენგეგმა არ არის,  ამის დამტკიცება ძალიან მარტივია: რაც დაამტკიცეს, როგორც გენერალური გეგმა, ამ გენერალური გეგმის ხელშეკრულებაში საავტორო ჯგუფთან წერია რაზე იყო ხელშეკრულება. ხელშეკრულება იყო მიწათსარგებლობის გეგმაზე.
– რისთვის დასჭირდა თბილისის მერიას, მიწათსარგებლობის გეგმისთვის გენერალური გეგმის დარქმევა?
მაგას წინ უძღოდა ჩემი არაერთი სატელევიზიო და პრესით გამოსვლა, სადაც ვამბობ, რომ ქალაქმა  მნიშვნელოვანი ღონისძიებები ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის გარეშე არ უნდა აწარმოოს. ეს ისეთივე რამ არის, რომ დირიჟორმა  ორკესტრს პარტიტურის გარეშე უხელმძღვანელოს, როცა პარტიტურა არ გააჩნია არც ორკესტრს და არც  დირიჟორს. მაშინ რა გამოდის? კაკაფონია. და როდესაც ეს მიწათსარგებლობის გეგმა თბილისის მერიაში შევიდა დასამტკიცებლად, სატელევიზიო გამოსვლაში გამოაცხადეს, რომ ჩვენ დღეიდან გვექნება გენგეგმა. გამიკვირდა, რადგან  გენგეგმა არ გაკეთებულა. თურმე  ეს დოკუმენტი, რომელიც შევიდა, როგორც მიწათსარგებლობის გეგმა, მონათლეს გენგეგმად. მათ საბუთებში გენგეგმა ქვია, მაგრამ წარდგენილ საბუთებში მიწათსარგებლობის გეგმა  წერია. ტენდერი მოგებულია მიწათსარგებლობაზე. მათ  მიწათსარგებლობა უნდოდათ, გენგეგმა სულ არ ჭირდებოდათ. ხომ უნდა ცოდნოდათ ჯიბეში რა აქვთ.
– ამ ტერიტორიაზე ცათამბჯენების აშენებას რამდენად მიზანსეწონილად თვლით?
მე ცათამბჯენის პრობლემაზე უფრო ფუნქციის პრობლემა მაწუხებს. როცა ქალაქში ცხოვრობ, ქალაქში ცხოვრება  პრესტიჟულიცაა და თავისი მძიმე პირობებიც აქვს. ეს არის ხარკი: იცხოვრო არა ისეთ კომფორტულ გარემოში, როგორც შენ შეიძლება იცხოვრო ბუნებაში და აგარაკზე.  ქალაქს მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად სჭირდება ახალი ტერიტორიების ათვისება, რაც მერე ბუმერანგივით მოქმედებს ქალაქზე. იზრდება ტერიტორიები, სამოძრაო  მიმართულებები და ასე შემდეგ. მაგრამ რეკრეაცია არის ის, რაც სჭირდება ჯანმრთელობას, ჯანსაღ ცხოვრებას, ის რაც სჭირდება ბავშვების ხვალინდელ დღეს.  მანდ ძალიან ახლოს იყო იპოდრომი, რომელმაც დაკარგა თავისი სარეკრეაციო ფუნქცია, მიდის  განაშენიანება. სხვა ტერიტორია არ გვაქვს,  სადაც შეიძლებოდა  ყოფილიყო  სარეკრეაციო ზონა. როდესაც  ფსიქიატრიულმა დაკარგა იქ ყოფნის მიზანშეწონილობა,  საბედნიეროდ, დარჩა კარგად გამწვანებული ზონა. ეს ზონა  შეიძლებოდა  გამოყენებულიყო  სწორედ როგორც სარეკრეაციო ზონა და ქალაქს ეს უნდა გაეთვალისწინებინა. მერიას და საკრებულოს შეუძლია ეს შეხედულება მიიღოს როგორც არგუმენტი, მოსახლეობის მოთხოვნასთან ერთად, რათა გადახედოს გადაწყვეტილებას და შეცვალოს  იგი.  ქალაქის მერის გადაწყვეტილებები კონტროლდება  საკრებულოს მეშვეობით. როგორც ბევრი შეცდომისა და დანაშაულის გამოსწორების  მცდელობები არის , შეიძლება აქაც იგივე მოხდეს და შეიცვალოს გადაწყვეტილება.
– ¬მოსახლეობა შიშობს, რომ იმ ტერიტორიაზე მცოცავი გრუნტია და მშენებლობა არ შეიძლება.
თქვენ ჩემი სტატიები ლაზიკაზე წაგიკითხავთ?  იქ ასეთ რამეს ვამბობ: დღეს ლაპარაკი იმაზე, შეიძლება  თუ არა ფიზიკურად  მშენებლობის განხორციელება ჭაობში, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. ყველგან შეიძლება: ჭაობშიც, გამყინვარებაშიც, წყალშიც, წყლის ზედაპირზეც. საკითხი დგას ასე: რამდენად მიზანშეწონილია.
– პროექტი დამტკიცებამდე ექსპერტიზას თუ გადის?
საერთოდ წესი არსებობდა და არსებობს: პროექტს როცა წარადგენ,  პროექტი გადის  ყოველმხრივ ექსპერტიზას: როგორც არქიტექტურულს, ასევე სამშენებლო კონსტრუქციულს. რომელსაც ესენი არ ატარებენ. ქმნიან რაღაც კომისიას: დასხდებიან 3 ქალი, 5 კაცი,  იტყვიან:  მოწონთ არ მოწონთ და აფორმებენ. მეტიც, არსებობს უგულავას მიერ მიღებული კანონი თბილისის მშენებლობაზე, სადაც  წერია, რომ  მშენებლობის დაწყება პროექტის განხილვისა და დამტკიცების გარეშე  გარკვეულ შემთხვევებში,  დასაშვებია. პირდაპირ წერია, რომ  მშენებლობის დამთავრების შემდეგ, ესკიზის მიხედვით მოხდეს შენობის ექსპლოტაციაში მიღება.  მოკლედ ასეთი პოზიციაა: მე ქალაქის  მერი ვარ და მე თუ მინდა ეს შენობა ამას განხილვა არ ჭირდება.  როცა აშენდება,  იმ პირველი ესკიზის მიხედვით, რომელიც მე ვთქვი, რომ მომწონს, მოხდეს ექსპლოტაციაში მიღება, რომ ამ ყველაფერმა დამფინანსებელს მოუტანოს  ფული.  თუ შენობა  დაინგრევა, პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ მშენებელს. ამათ წესებში და კანონებში იმდენი მუხთლობა აქვთ ჩადებული, რომ მეტი არ შეიძლება. ერთერთი წესი აცხადებს, რომ  განაშენიანების კოეფიციენტის შეცვლა, ანუ გაყიდვა  შესაძლებელია, თუ ქალაქის მმართველობა ჩათვლის, რომ ამის საფუძველი არსებობს. ვთქვათ, რომ ნორმით დადგენილია, რომ აქ კოეფიციენტი,  განაშენიანობა ტერიტორიასთან თანაფარდობაში უნდა იყოს 60%, მაგრამ თუ ჩათვალეს, რომ ის რასაც აშენებს უფრო საჭიროა ქალაქისთვის, შეიძლება ეს კოეფიციენტი  გაზარდონ. რა კოეფიციენტზეა ლაპარაკი, როცა მისი გაყიდვაა შესაძლებელი.
სოფიო ქორიძ
გიგა ბათიაშვილი: „ეს ტერიტორია უნდა გაყიდულიყო სწორად დადგენილი სტატუსით და გაყიდვამდე უნდა შეფასებულიყო როგორც სარეკრეაციო ზონა.“
   ასათიანის #10–ში, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორია 2010 წელს შ.პ.ს. „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ“ (რომლის 100% წილი სახელმწიფოს ეკუთვნის) გაასხვისა. ტერიტორიის ამჟამინდელი მფლობელი შ.პ.ს. BD Property  აქ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ განაშენიანების რეგულირების გეგმა უკვე შეათანხმა თბილისის მერიასთან, სადაც 8 ცათამბჯენის აშენებაა გათვალისწინებული. საქმე იმაშია, რომ ეს ტერიტორია ფაქტობრივად პარკად არის ფორმირებული. მოსახლეობა მშენებლობას ეწიინააღმდეგება და   ამ ტერიტორიისთვის  სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
     ამ საკითხთან დაკავშირებით  ინტერვიუ არქიტექტორ გიგა ბათიაშვილს ვთხოვეთ. ბატონი გიგას თქმით, ყველა მნიშვნელოვანი ობიექტის გასხვისება და სტატუსის დადგენა უნდა ხდებოდეს ქალაქის გენერალური გეგმის საფუძველზე. ეს გეგმა კი დღეს არ არსებობს. 
გიგა ბათიაშვილი: გასხვისების მოთხოვნაში უნდა იყოს ჩამოყალიბებული, თუ რისი გაკეთება უნდა ქალაქს ამ ტერიტორიაზე. გამოირკვა, რომ ძველი გენგეგმით ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა გათვალისწინებული არ არის. კი ბატონო, გუშინ არაფერი არ იყო, დღეს რის საფუძველზე ასხვისებთ ამ ტერიტორიას? საკითხი დგას შემდეგნაირად: ქალაქის გენერალური გეგმის, ტერიტორიის ფუნქციის დადგენის გარეშე მოახდინეს ტერიტორიის გასხვისება. ეს ტერიტორია უნდა გაყიდულიყო სწორად დადგენილი სტატუსით. გაყიდვამდე უნდა შეფასებულიყო როგორც სარეკრეაციო ზონა. გენგეგმის არარსებობის პირობებში სამსახური ვალდებული იყო დაედო დასკვნა ამის შესახებ. გენგეგმა რომ ყოფილიყო, გენგეგმაზე დაყრდნობით გააკეთებდნენ ამ დასკვნას.  ეს არის ქალაქის ტერიტორია, ქალაქის ინტერესები, ტერიტორიას როცა ასხვისებ,   უნდა იცოდე რა გაშენდება აქ.   შენ რომ აცხადებ, რომ ეს მიწა ჩემია და მე მინდა გავყიდო, კი, შენია, მაგრამ იქნებ გენგეგმა ამბობს, რომ მანდ  უნდა გაიაროს სატრანსპორტო კვანძმა. დღეს კი გენგეგმა არ არსებობს. საბჭოთა გენგეგმას, რომელიც გაკეთებული იყო, 1970 წლამდე ჰქონდა სიცოცხლის უფლება. მერე მას  ქმედების ვადა  2–ჯერ გაუგრძელეს ბრძანებით. იმის შემდეგ  გენგეგმა აღარ გაკეთებულა.  იმან ამოწურა თავის თავი. არ არის გენერალური გეგმა და ამას ვებრძვი უკვე 8 წელიწადია. მე  არაერთი წერილი და სტატია მაქვს დაწერილი ამ თემაზე. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი გენერალური გეგმა არის ბორკილი ქალაქის ხელმძღვანელობისთვის იმიტომ, რომ მაშინ ის  ვალდებულია,  გენგეგმის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილებები.   როცა არ არსებობს გენერალური გეგმა, მერია თავისი სუბიექტური შეხედულებების  მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს.  
2009 წელს საკრებულოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ...
ის, რაც 2009 წელს დაამტკიცეს,  არის მიწათსარგებლობის გეგმა. მიწათსარგებლობის გეგმა სხვა რამეა და კეთდება გენგეგმის საფუძველზე, მაგრამ ეს  გეგმა გაკეთდა არა გენგეგმიდან, არამედ რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ანუ დღევანდელი თავისუფალი და არათავისუფალი ტერიტორიების, რეალური მდგომარეობის აღწერაა მხოლოდ: სად არის თავისუფალი ტერიტორია, სად არის სარეკრეაციო, სად კერძო და ა.შ.   გენგეგმა ითვალისწინებს თავისუფალ და არათავისუფალ ტერიტორიებსაც კი, მაგრამ მთავარი ეს არ არის. ასევე ითვალისწინებს იმას, ქალაქის  ჯანსაღი ორგანიზმის შესაქმნელად თუ რა არის საჭირო: სად რა მაგისტრალის მშენებლობაა საჭირო, სად საავტომობილო, სად მეტროპოლიტენი, სად საჰაერო, საბაგირო სად თეატრი, კინო და ა.შ.  ამათ ეს მომენტი საერთოდ გამორიცხეს. მიწათსარგებლობის გეგმა შედგა 2009 წელს, ხელმძღვანელი იყო პავლე ძინძიბაძე და მე ვიყავი მათი კონსულტანტი.  მაგრამ, როდესაც პავლე ძინძიბაძემ წარადგინა, რომ ეს არის მიწათსარგებლობის გეგმა, ამათ დაარქვეს, რომ ეს არის გენგეგმა და ტყუილია.   ხელშეკრულება იყო მიწათსარგებლობის გეგმაზე.  ეს რომ გენგეგმა არ არის,  ამის დამტკიცება ძალიან მარტივია: რაც დაამტკიცეს, როგორც გენერალური გეგმა, ამ გენერალური გეგმის ხელშეკრულებაში საავტორო ჯგუფთან წერია რაზე იყო ხელშეკრულება. ხელშეკრულება იყო მიწათსარგებლობის გეგმაზე.  
რისთვის დასჭირდა თბილისის მერიას, მიწათსარგებლობის გეგმისთვის გენერალური გეგმის დარქმევა? 
მაგას წინ უძღოდა ჩემი არაერთი სატელევიზიო და პრესით გამოსვლა, სადაც ვამბობ, რომ ქალაქმა  მნიშვნელოვანი ღონისძიებები ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის გარეშე არ უნდა აწარმოოს. ეს ისეთივე რამ არის, რომ დირიჟორმა  ორკესტრს პარტიტურის გარეშე უხელმძღვანელოს, როცა პარტიტურა არ გააჩნია არც ორკესტრს და არც  დირიჟორს. მაშინ რა გამოდის? კაკაფონია. და როდესაც ეს მიწათსარგებლობის გეგმა თბილისის მერიაში შევიდა დასამტკიცებლად, სატელევიზიო გამოსვლაში გამოაცხადეს, რომ ჩვენ დღეიდან გვექნება გენგეგმა. გამიკვირდა, რადგან  გენგეგმა არ გაკეთებულა. თურმე  ეს დოკუმენტი, რომელიც შევიდა, როგორც მიწათსარგებლობის გეგმა, მონათლეს გენგეგმად. მათ საბუთებში გენგეგმა ქვია, მაგრამ წარდგენილ საბუთებში მიწათსარგებლობის გეგმა  წერია. ტენდერი მოგებულია მიწათსარგებლობაზე. მათ  მიწათსარგებლობა უნდოდათ, გენგეგმა სულ არ ჭირდებოდათ. ხომ უნდა ცოდნოდათ ჯიბეში რა აქვთ.  
ამ ტერიტორიაზე ცათამბჯენების აშენებას რამდენად მიზანსეწონილად თვლით?
მე ცათამბჯენის პრობლემაზე უფრო ფუნქციის პრობლემა მაწუხებს. როცა ქალაქში ცხოვრობ, ქალაქში ცხოვრება  პრესტიჟულიცაა და თავისი მძიმე პირობებიც აქვს. ეს არის ხარკი: იცხოვრო არა ისეთ კომფორტულ გარემოში, როგორც შენ შეიძლება იცხოვრო ბუნებაში და აგარაკზე.  ქალაქს მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად სჭირდება ახალი ტერიტორიების ათვისება, რაც მერე ბუმერანგივით მოქმედებს ქალაქზე. იზრდება ტერიტორიები, სამოძრაო  მიმართულებები და ასე შემდეგ. მაგრამ რეკრეაცია არის ის, რაც სჭირდება ჯანმრთელობას, ჯანსაღ ცხოვრებას, ის რაც სჭირდება ბავშვების ხვალინდელ დღეს.  მანდ ძალიან ახლოს იყო იპოდრომი, რომელმაც დაკარგა თავისი სარეკრეაციო ფუნქცია, მიდის  განაშენიანება. სხვა ტერიტორია არ გვაქვს,  სადაც შეიძლებოდა  ყოფილიყო  სარეკრეაციო ზონა. როდესაც  ფსიქიატრიულმა დაკარგა იქ ყოფნის მიზანშეწონილობა,  საბედნიეროდ, დარჩა კარგად გამწვანებული ზონა. ეს ზონა  შეიძლებოდა  გამოყენებულიყო  სწორედ როგორც სარეკრეაციო ზონა და ქალაქს ეს უნდა გაეთვალისწინებინა. მერიას და საკრებულოს შეუძლია ეს შეხედულება მიიღოს როგორც არგუმენტი, მოსახლეობის მოთხოვნასთან ერთად, რათა გადახედოს გადაწყვეტილებას და შეცვალოს  იგი.  ქალაქის მერის გადაწყვეტილებები კონტროლდება  საკრებულოს მეშვეობით. როგორც ბევრი შეცდომისა და დანაშაულის გამოსწორების  მცდელობები არის , შეიძლება აქაც იგივე მოხდეს და შეიცვალოს გადაწყვეტილება.  
¬მოსახლეობა შიშობს, რომ იმ ტერიტორიაზე მცოცავი გრუნტია და მშენებლობა არ შეიძლება. 
თქვენ ჩემი სტატიები ლაზიკაზე წაგიკითხავთ?  იქ ასეთ რამეს ვამბობ: დღეს ლაპარაკი იმაზე, შეიძლება  თუ არა ფიზიკურად  მშენებლობის განხორციელება ჭაობში, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. ყველგან შეიძლება: ჭაობშიც, გამყინვარებაშიც, წყალშიც, წყლის ზედაპირზეც. საკითხი დგას ასე: რამდენად მიზანშეწონილია. 
პროექტი დამტკიცებამდე ექსპერტიზას თუ გადის?
საერთოდ წესი არსებობდა და არსებობს: პროექტს როცა წარადგენ,  პროექტი გადის  ყოველმხრივ ექსპერტიზას: როგორც არქიტექტურულს, ასევე სამშენებლო კონსტრუქციულს. რომელსაც ესენი არ ატარებენ. ქმნიან რაღაც კომისიას: დასხდებიან 3 ქალი, 5 კაცი,  იტყვიან:  მოწონთ არ მოწონთ და აფორმებენ. მეტიც, არსებობს უგულავას მიერ მიღებული კანონი თბილისის მშენებლობაზე, სადაც  წერია, რომ  მშენებლობის დაწყება პროექტის განხილვისა და დამტკიცების გარეშე  გარკვეულ შემთხვევებში,  დასაშვებია. პირდაპირ წერია, რომ  მშენებლობის დამთავრების შემდეგ, ესკიზის მიხედვით მოხდეს შენობის ექსპლოტაციაში მიღება.  მოკლედ ასეთი პოზიციაა: მე ქალაქის  მერი ვარ და მე თუ მინდა ეს შენობა ამას განხილვა არ ჭირდება.  როცა აშენდება,  იმ პირველი ესკიზის მიხედვით, რომელიც მე ვთქვი, რომ მომწონს, მოხდეს ექსპლოტაციაში მიღება, რომ ამ ყველაფერმა დამფინანსებელს მოუტანოს  ფული.  თუ შენობა  დაინგრევა, პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ მშენებელს. ამათ წესებში და კანონებში იმდენი მუხთლობა აქვთ ჩადებული, რომ მეტი არ შეიძლება. ერთერთი წესი აცხადებს, რომ  განაშენიანების კოეფიციენტის შეცვლა, ანუ გაყიდვა  შესაძლებელია, თუ ქალაქის მმართველობა ჩათვლის, რომ ამის საფუძველი არსებობს. ვთქვათ, რომ ნორმით დადგენილია, რომ აქ კოეფიციენტი,  განაშენიანობა ტერიტორიასთან თანაფარდობაში უნდა იყოს 60%, მაგრამ თუ ჩათვალეს, რომ ის რასაც აშენებს უფრო საჭიროა ქალაქისთვის, შეიძლება ეს კოეფიციენტი  გაზარდონ. რა კოეფიციენტზეა ლაპარაკი, როცა მისი გაყიდვაა შესაძლებელი. 
სოფიო ქორიძე
     
   
      ასათიანის #10–ში, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორია 2010 წელს შ.პ.ს. „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ“ (რომლის 100% წილი სახელმწიფოს ეკუთვნის) გაასხვისა. ტერიტორიის ამჟამინდელი მფლობელი შ.პ.ს. BD Property  აქ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ განაშენიანების რეგულირების გეგმა უკვე შეათანხმა თბილისის მერიასთან, სადაც 8 ცათამბჯენის აშენებაა გათვალისწინებული. საქმე იმაშია, რომ ეს ტერიტორია ფაქტობრივად პარკად არის ფორმირებული. მოსახლეობა მშენებლობას ეწიინააღმდეგება და   ამ ტერიტორიისთვის  სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
     ამ საკითხთან დაკავშირებით  ინტერვიუ არქიტექტორ გიგა ბათიაშვილს ვთხოვეთ. ბატონი გიგას თქმით, ყველა მნიშვნელოვანი ობიექტის გასხვისება და სტატუსის დადგენა უნდა ხდებოდეს ქალაქის გენერალური გეგმის საფუძველზე. ეს გეგმა კი დღეს არ არსებობს. 
     გიგა ბათიაშვილი: გასხვისების მოთხოვნაში უნდა იყოს ჩამოყალიბებული, თუ რისი გაკეთება უნდა ქალაქს ამ ტერიტორიაზე. გამოირკვა, რომ ძველი გენგეგმით ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა გათვალისწინებული არ არის. კი ბატონო, გუშინ არაფერი არ იყო, დღეს რის საფუძველზე ასხვისებთ ამ ტერიტორიას? საკითხი დგას შემდეგნაირად: ქალაქის გენერალური გეგმის, ტერიტორიის ფუნქციის დადგენის გარეშე მოახდინეს ტერიტორიის გასხვისება. ეს ტერიტორია უნდა გაყიდულიყო სწორად დადგენილი სტატუსით და  გაყიდვამდე  შეფასებულიყო როგორც სარეკრეაციო ზონა. გენგეგმის არარსებობის პირობებში სამსახური ვალდებული იყო დაედო დასკვნა ამის შესახებ. გენგეგმა რომ ყოფილიყო, მასზე დაყრდნობით გააკეთებდნენ ამ დასკვნას.  ეს არის ქალაქის ტერიტორია, ქალაქის ინტერესები, ტერიტორიას როცა ასხვისებ,   უნდა იცოდე რა გაშენდება აქ.   შენ რომ აცხადებ, რომ ეს მიწა ჩემია და მე მინდა გავყიდო, კი, შენია, მაგრამ იქნებ გენგეგმა ამბობს, რომ მანდ  უნდა გაიაროს სატრანსპორტო კვანძმა.  საბჭოთა გენგეგმას, რომელიც გაკეთებული იყო, 1970 წლამდე ჰქონდა სიცოცხლის უფლება. მერე მას  ქმედების ვადა  2–ჯერ გაუგრძელეს ბრძანებით. იმის შემდეგ  გენგეგმა აღარ გაკეთებულა.  იმან ამოწურა თავის თავი. არ არის გენერალური გეგმა და ამას ვებრძვი უკვე 8 წელიწადია. მე  არაერთი წერილი და სტატია მაქვს დაწერილი ამ თემაზე. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი გენერალური გეგმა არის ბორკილი ქალაქის ხელმძღვანელობისთვის იმიტომ, რომ მაშინ ის  ვალდებულია,  გენგეგმის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილებები.   როცა არ არსებობს გენერალური გეგმა, მერია თავისი სუბიექტური შეხედულებების  მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს.  
2009 წელს საკრებულოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ...
– ის, რაც 2009 წელს დაამტკიცეს,  არის მიწათსარგებლობის გეგმა. მიწათსარგებლობის გეგმა სხვა რამეა და კეთდება გენგეგმის საფუძველზე, მაგრამ ეს  გეგმა გაკეთდა არა გენგეგმიდან, არამედ რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე,  ანუ,  დღევანდელი თავისუფალი და არათავისუფალი ტერიტორიების, რეალური მდგომარეობის აღწერაა მხოლოდ: სად არის თავისუფალი ტერიტორია, სად არის სარეკრეაციო, სად კერძო და ა.შ.   გენგეგმა ითვალისწინებს თავისუფალ და არათავისუფალ ტერიტორიებსაც კი, მაგრამ მთავარი ეს არ არის. ასევე, ითვალისწინებს იმას, ქალაქის  ჯანსაღი ორგანიზმის შესაქმნელად თუ რა არის საჭირო: სად რა მაგისტრალის მშენებლობაა საჭირო, სად საავტომობილო, სად მეტროპოლიტენი, სად საჰაერო, საბაგირო სად თეატრი, კინო და ა.შ.  ამათ ეს მომენტი საერთოდ გამორიცხეს. მიწათსარგებლობის გეგმა შედგა 2009 წელს, ხელმძღვანელი იყო პავლე ძინძიბაძე და მე ვიყავი მათი კონსულტანტი.  მაგრამ, როდესაც პავლე ძინძიბაძემ წარადგინა, რომ ეს არის მიწათსარგებლობის გეგმა, ამათ დაარქვეს, რომ ეს არის გენგეგმა და ტყუილია.   ხელშეკრულება იყო მიწათსარგებლობის გეგმაზე.  ეს რომ გენგეგმა არ არის,  ამის დამტკიცება ძალიან მარტივია: რაც დაამტკიცეს, როგორც გენერალური გეგმა, ამ გენერალური გეგმის ხელშეკრულებაში საავტორო ჯგუფთან წერია თუ რაზე იყო ხელშეკრულება. ხელშეკრულება იყო მიწათსარგებლობის გეგმაზე.  
რისთვის დასჭირდა თბილისის მერიას, მიწათსარგებლობის გეგმისთვის გენერალური გეგმის დარქმევა? 
– მაგას წინ უძღოდა ჩემი არაერთი სატელევიზიო და პრესით გამოსვლა, სადაც ვამბობ, რომ ქალაქმა  მნიშვნელოვანი ღონისძიებები ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის გარეშე არ უნდა აწარმოოს. ეს ისეთივე რამ არის, რომ დირიჟორმა  ორკესტრს პარტიტურის გარეშე უხელმძღვანელოს, როცა პარტიტურა არ გააჩნია არც ორკესტრს და არც  დირიჟორს. მაშინ რა გამოდის? კაკაფონია. და როდესაც ეს მიწათსარგებლობის გეგმა თბილისის მერიაში შევიდა დასამტკიცებლად, სატელევიზიო გამოსვლაში გამოაცხადეს, რომ ჩვენ დღეიდან გვექნება გენგეგმა. გამიკვირდა, რადგან  გენგეგმა არ გაკეთებულა. თურმე  ეს დოკუმენტი, რომელიც შევიდა, როგორც მიწათსარგებლობის გეგმა, მონათლეს გენგეგმად. მათ საბუთებში გენგეგმა ქვია, მაგრამ წარდგენილ საბუთებში მიწათსარგებლობის გეგმა  წერია. ტენდერი მოგებულია მიწათსარგებლობაზე. მათ  მიწათსარგებლობა უნდოდათ, გენგეგმა სულ არ ჭირდებოდათ. ხომ უნდა ცოდნოდათ ჯიბეში რა აქვთ.  
ამ ტერიტორიაზე ცათამბჯენების აშენებას რამდენად მიზანსეწონილად თვლით?ცათამბჯენები, რომელთა აშენებაც ასატიანის #10–ში იგეგმება
– მე ცათამბჯენის პრობლემაზე უფრო ფუნქციის პრობლემა მაწუხებს. როცა ქალაქში ცხოვრობ, ეს  პრესტიჟულიცაა და თავისი მძიმე პირობებიც აქვს. ეს არის ხარკი: იცხოვრო არა ისეთ კომფორტულ გარემოში, როგორც  შეიძლება იცხოვრო ბუნებაში და აგარაკზე.  ქალაქს მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად სჭირდება ახალი ტერიტორიების ათვისება, რაც მერე ბუმერანგივით მოქმედებს ქალაქზე. იზრდება ტერიტორიები, სამოძრაო  მიმართულებები და ასე შემდეგ. მაგრამ რეკრეაცია არის ის, რაც სჭირდება ჯანმრთელობას, ჯანსაღ ცხოვრებას, ის რაც სჭირდება ბავშვების ხვალინდელ დღეს.  იმ ტერიტორიაზე სარეკრეაციო ფუნქციის მატარებელი ზონა აღარ დარჩა: მანდ ძალიან ახლოს იყო იპოდრომი, რომელმაც დაკარგა თავისი სარეკრეაციო ფუნქცია, მიდის  განაშენიანება. სხვა ტერიტორია არ გვაქვს,  სადაც შეიძლებოდა  ყოფილიყო  ასეთი ზონა. როდესაც  ფსიქიატრიულმა დაკარგა იქ ყოფნის მიზანშეწონილობა,  საბედნიეროდ, დარჩა კარგად გამწვანებული ზონა. ეს ზონა  შეიძლებოდა  გამოყენებულიყო  სწორედ როგორც სარეკრეაციო  და ქალაქს  უნდა გაეთვალისწინებინა ეს. მერიას და საკრებულოს შეუძლია ეს შეხედულება მიიღოს როგორც არგუმენტი, მოსახლეობის მოთხოვნასთან ერთად, რათა გადახედოს გადაწყვეტილებას და შეცვალოს  იგი.  ქალაქის მერის გადაწყვეტილებები კონტროლდება  საკრებულოს მეშვეობით. როგორც ბევრი შეცდომისა და დანაშაულის გამოსწორების  მცდელობები არის , შეიძლება აქაც იგივე მოხდეს და შეიცვალოს გადაწყვეტილება.  
მოსახლეობა შიშობს, რომ იმ ტერიტორიაზე მცოცავი გრუნტია და მშენებლობა არ შეიძლება. 
– თქვენ ჩემი სტატიები ლაზიკაზე წაგიკითხავთ?  იქ ასეთ რამეს ვამბობ: დღეს ლაპარაკი იმაზე, შეიძლება  თუ არა ფიზიკურად  მშენებლობის განხორციელება ჭაობში, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. ყველგან შეიძლება: ჭაობშიც, გამყინვარებაშიც, წყალშიც, წყლის ზედაპირზეც. საკითხი დგას ასე: რამდენად მიზანშეწონილია. 
პროექტი დამტკიცებამდე ექსპერტიზას თუ გადის?
– საერთოდ წესი არსებობდა და არსებობს: პროექტს როცა წარადგენ, ის გადის  ყოველმხრივ ექსპერტიზას: როგორც არქიტექტურულს, ასევე სამშენებლო კონსტრუქციულს. რომელსაც ესენი არ ატარებენ. ქმნიან რაღაც კომისიას: დასხდებიან 3 ქალი, 5 კაცი,  იტყვიან:  მოწონთ არ მოწონთ და აფორმებენ. მეტიც, არსებობს უგულავას მიერ მიღებული კანონი თბილისის მშენებლობაზე, სადაც  წერია, რომ  მშენებლობის დაწყება პროექტის განხილვისა და დამტკიცების გარეშე  გარკვეულ შემთხვევებში,  დასაშვებია. პირდაპირ წერია, რომ  მშენებლობის დამთავრების შემდეგ, ესკიზის მიხედვით მოხდეს შენობის ექსპლოტაციაში მიღება.  მოკლედ ასეთი პოზიციაა: მე ქალაქის  მერი ვარ და მე თუ მინდა ეს შენობა აშენდეს, ამას განხილვა არ ჭირდება.  როცა აშენდება,  იმ პირველი ესკიზის მიხედვით, რომელიც მე ვთქვი, რომ მომწონს, მოხდეს ექსპლოტაციაში მიღება, რომ ამ ყველაფერმა დამფინანსებელს მოუტანოს  ფული.  თუ შენობა  დაინგრევა, პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ მშენებელს. ამათ წესებში და კანონებში იმდენი მუხთლობა აქვთ ჩადებული, რომ მეტი არ შეიძლება. ერთერთი წესი აცხადებს, რომ  განაშენიანების კოეფიციენტის შეცვლა, ანუ გაყიდვა  შესაძლებელია, თუ ქალაქის მმართველობა ჩათვლის, რომ ამის საფუძველი არსებობს. ვთქვათ, რომ ნორმით დადგენილია, რომ აქ კოეფიციენტი,  განაშენიანობა ტერიტორიასთან თანაფარდობაში უნდა იყოს 60%, მაგრამ თუ ჩათვალეს, რომ ის რასაც აშენებს უფრო საჭიროა ქალაქისთვის, შეიძლება ეს კოეფიციენტი  გაზარდონ. რა კოეფიციენტზეა ლაპარაკი, როცა მისი გაყიდვაა შესაძლებელი. 
სოფიო ქორიძე