ელიავას ბაზრობა კორპუსის ეზოს უტევს ბეჭდვა
ელიავას ბაზრობა კორპუსის ეზოს უტევს
ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცეს“ აგლაძის 26–ში,  ე.წ. „ელიავას ბაზრობის“ მიმდებარედ  მცხოვრებმა მოსახლეობამ მიმართა.  მათი განცხადებით, 12 სადარბაზოიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, მთელ სიგრძეზე,  განლაგებული ვულკანიზაციებიდან მომდინარე  ვიბრაცია, ტოქსიკური სუნი და ხმაური უკვე 12 წელია აწუხებთ.  მოსახლეობის თხოვნით გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურმა ვიბრაციის და ხმაურის დონე შეამოწმა და ახლა შედეგებს ელოდებიან.
ანა კუხაშვილი  (აგლაძის #26–ის მაცხოვრებელი): მეორადი საბურავების საწყობები, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების ობიექტები სახლის ქვემოთ დაახლოებით 12 წელიწადზე მეტია რაც განლაგებულია.  სახლის ქვემოთ ინახავენ მეორად საბურავებს,  გვაწუხებს საშინელი სუნი, ვიბრაცია, ანტისანიტარია, ხმაური.  დაახლოებით დილის 7 საათიდან იწყებენ მუშაობას, მათ შორის არასამუშაო დღეებშიც. ღამის რვა საათამდე, ზაფხულში 9–მდეც არიან. ვითხოვთ, რომ ცოტა გვიან მაინც დაიწყონ მუშაობა, ან ისეთი აგრეგატები შეიძინონ,  ხმაურის დონემ ცოტა დაიწიოს.  ამას   მოყვება ხოლმე კონფლიქტი.  ამ ობიექტებში დაახლოებით 2000–მდე საბურავია და ძალიან ადვილი მისახვედრია ის, თუ რა სუნი დგას  გარშემო. დილიდან ღამემდე  ფანჯრის გაღების შანსი არ გვაქვს.  გარემოს დაცვიდანაც იყვნენ, შეამოწმეს ხმაურის, ვიბრაციის დონე. ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ, როგორც გვითხრეს,  სამჯერ გადააჭარბა ნორმას. ახლა წერილობით დასკვნას ველოდებით.
მარინა დარსაველიძე  (აგლაძის #26–ის მაცხოვრებელი):  ისეთი აპარატურა აქვთ, რომ სახლი ზანზარებს. რომ ჩართავენ 5 ბალიანი მიწისძვრა გვგონია ყველას. დილას 8–ის ნახევარზე რა  უნდათ რომ მოდიან,  საშინელი ხმაურია დილიდან. ადამიანმა არ უნდა დაიძინო დილას?
გარდა კორპუსის ქვეშ  გახსნილი ვულკანიზაციებისა, მოსახლეობას მიმდებარე სკვერის ბედიც აწუხებს. მათი თქმით ელიავას ბაზრობა ნელ–ნელა სკვერში ინაცვლებს, რითაც  სკვერის ეკოლოგიური მდგომარეობა უარესდება. მართლაც, ნათელია, რომ სკვერის ნაწილი  მეორადი საბურავების ნაგავსაყრელადაა ქცეული, ხოლო მიმდებარე სტადიონი მთლიანად ავტოშემკეთებელი საამქროებითაა შემოსაზღვრული. მოსახლეობა ამბობს, რომ  მათ პარლამენტში გარემოს დაცვის დაბუნებრივი რესურსების კომიტეტის   ხელმძღვანელს გია ცაგარეიშვილს მიმართეს განცხადებით, რომელიც მათ საკანონმდებლო ცვლილებებს დაპირდა.  ჯერჯერობით, ცვლილებები არ ჩანს, მაგრამ მოსახლეობას იმედი აქვს და იმედი ხომ ბოლოს კვდებ

   ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცეს“ აგლაძის 26–ში,  ე.წ. „ელიავას ბაზრობის“ მიმდებარედ  მცხოვრებმა მოსახლეობამ მიმართა.  მათი განცხადებით, 12 სადარბაზოიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, მთელ სიგრძეზე,  განლაგებული ვულკანიზაციებიდან მომდინარე  ვიბრაცია, ტოქსიკური სუნი და ხმაური უკვე 12 წელია აწუხებთ.  მოსახლეობის თხოვნით გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურმა ვიბრაციის და ხმაურის დონე შეამოწმა და ახლა შედეგებს ელოდებიან. 

   

 

   ანა კუხაშვილი  (აგლაძის #26–ის მაცხოვრებელი): მეორადი საბურავების საწყობები, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების ობიექტები სახლის ქვემოთ დაახლოებით 12 წელიწადზე მეტია რაც განლაგებულია.  სახლის ქვემოთ  მეორად საბურავებს ინახავენ, რის გამოც  გვაწუხებს საშინელი სუნი, ვიბრაცია, ანტისანიტარია, ხმაური.  დაახლოებით დილის 7 საათიდან იწყებენ მუშაობას, მათ შორის არასამუშაო დღეებშიც. ღამის რვა საათამდე, ზაფხულში  9–მდეც არიან. ვითხოვთ, რომ ცოტა გვიან მაინც დაიწყონ მუშაობა, ან ისეთი აგრეგატები შეიძინონ,  ხმაურის დონემ ცოტა დაიწიოს.  ამას   მოყვება ხოლმე კონფლიქტი.  ამ ობიექტებში დაახლოებით 2000–მდე საბურავია და ძალიან ადვილი მისახვედრია ის, თუ რა სუნი დგას  გარშემო. დილიდან ღამემდე  ფანჯრის გაღების შანსი არ გვაქვს.  გარემოს დაცვიდანაც იყვნენ, შეამოწმეს ხმაურის, ვიბრაციის დონე. ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ, როგორც გვითხრეს,  სამჯერ გადააჭარბა ნორმას. ახლა წერილობით დასკვნას ველოდებით. 

  მარინა დარსაველიძე  (აგლაძის #26–ის მაცხოვრებელი):  ისეთი აპარატურა აქვთ, რომ სახლი ზანზარებს. რომ ჩართავენ 5 ბალიანი მიწისძვრა გვგონია ყველას. დილას 8–ის ნახევარზე რა  უნდათ რომ მოდიან,  საშინელი ხმაურია დილიდან. ადამიანმა არ უნდა დაიძინო დილას?

   გარდა კორპუსის ქვეშ  გახსნილი ვულკანიზაციებისა, მოსახლეობას მიმდებარე სკვერის ბედიც აწუხებს. მათი თქმით ელიავას ბაზრობა ნელ–ნელა სკვერში ინაცვლებს, რითაც  სკვერის ეკოლოგიური მდგომარეობა უარესდება. მართლაც, ნათელია, რომ სკვერის ნაწილი  მეორადი საბურავების ნაგავსაყრელადაა ქცეული, ხოლო მიმდებარე სტადიონი მთლიანად ავტოშემკეთებელი ობიექტებითაა  შემოსაზღვრული. მოსახლეობა ამბობს, რომ  მათ პარლამენტში გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის   ხელმძღვანელს გია ცაგარეიშვილს მიმართეს განცხადებით, რომელიც მათ საკანონმდებლო ცვლილებებს დაპირდა.  ჯერჯერობით, ცვლილებები არ ჩანს, მაგრამ მოსახლეობას იმედი აქვს და იმედი ხომ ბოლოს კვდება. 

{youtube width="500" height="400"}j0DSj-P9DPU{/youtube}  

სოფიო ქორიძე