თბილისის მერია დავების განხილვის საბჭოს სასამართლოში უჩივის ბეჭდვა
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციების მოძიების გზები სტატიაში:  „საჯარო ინფორმაციის მოპოვება ელექტრონულად; ნაწილი#4“  უკვე მოგაწოდეთ.  არასწორად გამოცხადებული ტენდერების შეწყვეტის უფლებამოსილება კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს აქვს.  არასწორად გამოცხადებული ტენდერების შეწყვეტის პრეცედენტები არსებობს. განვიხილავ ერთერთ მათგანს, რომელიც, თავისი სპეციფიკით, ძალიან საინტერესოა.
2013 წლის 22 იანვარს  თბილისის მერიამ  ხეების მოჭრის, გადაბელვის და ფორმირების მომსახურების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი (სპა 130001810) გამოაცხადა. ტენდერი ჯამში 5790 ხის  გადაბელვა–ფორმირებასა და მოჭრაზე იყო გამოცხადებული (1990 ხის მოჭრა, 500 ხის გადაბელვა, 3300 ხის ფორმირება). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 280 000 ლარს შეადგენდა. ტენდერი შ.პ.ს. „თბილისის შადრევნების“ (ფირმა, რომელიც ტენდერში  მონაწილეობას არ იღებდა) საჩივრის შედეგად დავების განხილვის საბჭომ შეაჩერა. საჩივრის ძირითადი  საფუძველი იყო ის, რომ თბილისის მერიას, მომსახურების გასაწევი  5790 ხიდან არცერთის მისამართი არ ჰქონდა  მითითებული. გთავაზობთ ოქმიდან ამონარიდს, თუ როგორ ასაბუთებს თბილისის მერიას თავის პოზიციას: „1990 ხე რაოდენობრივად გამომდინარეობს ბიუჯეტიდან. რაც შეეხება მისამართებს, ხის მისამართის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია. 1990 ხე მდებარეობს ქალაქში, ასევე პარკებში. ქარიშხლის გამო, რომელიც შარშან მოხდა, საჭირო გახდა ხეების მოჭრა. თუმცა, კონკრეტულად, რომლის მოჭრის საჭიროება იდგა, რათქმაუნდა,  ვერ განისაზღვრებოდა. წინასწარ ვერ განისაზღვრება, ამიტომ, წლის განმავლობაში დგინდება კონკრეტული მისამართები მონიტორინგის საფუძველზე. დამკვეთი არის პასუხისმგებელი, თუ რომელი ხე უნდა მოიჭრას კონკრეტულად“. დავების საბჭომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და თბილისის მერიას ახალი სატენდერო დავალების შექმნა დაავალა. დავების საბჭოს გადაწყვეტილებით სამუშაოს ადგილმდებარეობის განსაზღვრა „თბილისის ტერიტორიით“ ძალიან ზოგადი იყო, ამიტომ მერიას  მინიმუმ, იმ ხეთა ადგილმდებარეობა უნდა მიეთითებინა,  რომელთა მიმართაც მომსახურების გაწევის აუცილებლობა უკვე ცნობილი და დასაბუთებულია.
2013 წლის 28 თებერვალს თბილისის მერიამ განახლებული ტენდერი (სპა 130005213) გამოაცხადა, სადაც დავების განხილვის საბჭოს მიერ მითითებული შენიშვნები გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო. ტენდერი, ამჯერად, ჯამში 8850 ხის (2200 ხის მოჭრა, 650 ხის გადაბელვა, 6000 ხის ფორმირება) გადაბელვა–ფორმირებასა და მოჭრაზე იყო გამოცხადებული. ხეების რაოდენობა  3060 ძირით გაიზარდა, ხოლო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებამ 300 000 ლარი შეადგინა( 20 000 ლარით გაიზარდა). თბილისის მერიამ მისამართებიც წარმოადგინა: ჯამში 16 მისამართი (მოსაჭრელი 8 ძირი ხე, გადასაბელი 19 და ხე რომელსაც ფორმირება ესაჭიროება 17 )ჯამში 44 ხე. განმეორებითი ტენდერი, ამჯერად, „უსაფრთხო სივრცის“ თავმჯდომარემ ანა გაბრიაძემ გაასაჩივრა. საჩივარში ვკითხულობთ:    „ დავალების შესწორება არ უნდა ჩაითვალოს დავების საბჭოს დავალების შესრულებად, რადგან ამ შესწორების შედეგად სატენდერო დოკუმენტაცია კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა. ნაცვლად 5 790 ძირი ხისა რომლის მისამართი არ იყო მითითებული, დღეისთვის არის 8 806 ძირი, რომლის ადგილმდებარეობა არ არის ცნობილი, და არანაირი საბუთით არ დასტურდება მსგავსი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. ჩდება კითხვა:  თუ არ არის ცნობილი ხის მდებარეობა,  საიდან არის ცნობილი,  რომ საჭიროა მისი მოჭრა, გადაბელვა ან ფორმირება.“   დავების საბჭომ აღნიშნული საჩივარი სრულად დააკმაყოფილა.  თბილისის მერიამ დავების საბჭოს  სასამართლოში უჩივლა.  სასამართლო პროცესში „უსაფრთხო სივრცის“ თავმჯდომარე ანა გაბრიაძე მესამე პირად იქნა ჩართული და ორგანიზაციის იურისტები ამ საკითხზე მუშაობდნენ. სასამართლომ, 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით,  თბილისის მერიის სარჩელი არ დააკმაყოფილა. თბილისის მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციების მოძიების გზები სტატიაში:  „საჯარო ინფორმაციის მოპოვება ელექტრონულად; ნაწილი#4“  უკვე მოგაწოდეთ.  არასწორად გამოცხადებული ტენდერების შეწყვეტის უფლებამოსილება კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს აქვს.  არასწორად გამოცხადებული ტენდერების შეწყვეტის პრეცედენტები არსებობს. განვიხილავ ერთერთ მათგანს, რომელიც, თავისი სპეციფიკით, ძალიან საინტერესოა. 

2013 წლის 22 იანვარს  თბილისის მერიამ  ხეების მოჭრის, გადაბელვის და ფორმირების მომსახურების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი (სპა 130001810) გამოაცხადა. ტენდერი ჯამში 5790 ხის  გადაბელვა–ფორმირებასა და მოჭრაზე იყო გამოცხადებული (1990 ხის მოჭრა, 500 ხის გადაბელვა, 3300 ხის ფორმირება). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 280 000 ლარს შეადგენდა. ტენდერი შ.პ.ს. „თბილისის შადრევნების“ (ფირმა, რომელიც ტენდერში  მონაწილეობას არ იღებდა) საჩივრის შედეგად დავების განხილვის საბჭომ შეაჩერა. საჩივრის ძირითადი  საფუძველი იყო ის, რომ თბილისის მერიას, მომსახურების გასაწევი  5790 ხიდან არცერთის მისამართი არ ჰქონდა  მითითებული. გთავაზობთ ოქმიდან ამონარიდს, თუ როგორ ასაბუთებს თბილისის მერიას თავის პოზიციას: „1990 ხე რაოდენობრივად გამომდინარეობს ბიუჯეტიდან. რაც შეეხება მისამართებს, ხის მისამართის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია. 1990 ხე მდებარეობს ქალაქში, ასევე პარკებში. ქარიშხლის გამო, რომელიც შარშან მოხდა, საჭირო გახდა ხეების მოჭრა. თუმცა, კონკრეტულად, რომლის მოჭრის საჭიროება იდგა, რათქმაუნდა,  ვერ განისაზღვრებოდა. წინასწარ ვერ განისაზღვრება, ამიტომ, წლის განმავლობაში დგინდება კონკრეტული მისამართები მონიტორინგის საფუძველზე. დამკვეთი არის პასუხისმგებელი, თუ რომელი ხე უნდა მოიჭრას კონკრეტულად“. დავების საბჭომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და თბილისის მერიას ახალი სატენდერო დავალების შექმნა დაავალა. დავების საბჭოს გადაწყვეტილებით სამუშაოს ადგილმდებარეობის განსაზღვრა „თბილისის ტერიტორიით“ ძალიან ზოგადი იყო, ამიტომ მერიას  მინიმუმ, იმ ხეთა ადგილმდებარეობა უნდა მიეთითებინა,  რომელთა მიმართაც მომსახურების გაწევის აუცილებლობა უკვე ცნობილი და დასაბუთებულია. 2013 წლის 28 თებერვალს თბილისის მერიამ განახლებული ტენდერი (სპა 130005213) გამოაცხადა, სადაც დავების განხილვის საბჭოს მიერ მითითებული შენიშვნები გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო. ტენდერი, ამჯერად, ჯამში 8850 ხის (2200 ხის მოჭრა, 650 ხის გადაბელვა, 6000 ხის ფორმირება) გადაბელვა–ფორმირებასა და მოჭრაზე იყო გამოცხადებული. ხეების რაოდენობა  3060 ძირით გაიზარდა, ხოლო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებამ 300 000 ლარი შეადგინა( 20 000 ლარით გაიზარდა). თბილისის მერიამ მისამართებიც წარმოადგინა: ჯამში 16 მისამართი (მოსაჭრელი 8 ძირი ხე, გადასაბელი 19 და ხე რომელსაც ფორმირება ესაჭიროება 17 )ჯამში 44 ხე. განმეორებითი ტენდერი, ამჯერად, „უსაფრთხო სივრცის“ თავმჯდომარემ ანა გაბრიაძემ გაასაჩივრა. საჩივარში ვკითხულობთ:    „ დავალების შესწორება არ უნდა ჩაითვალოს დავების საბჭოს დავალების შესრულებად, რადგან ამ შესწორების შედეგად სატენდერო დოკუმენტაცია კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა. ნაცვლად 5 790 ძირი ხისა რომლის მისამართი არ იყო მითითებული, დღეისთვის არის 8 806 ძირი, რომლის ადგილმდებარეობა არ არის ცნობილი, და არანაირი საბუთით არ დასტურდება მსგავსი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. ჩდება კითხვა:  თუ არ არის ცნობილი ხის მდებარეობა,  საიდან არის ცნობილი,  რომ საჭიროა მისი მოჭრა, გადაბელვა ან ფორმირება.“   დავების საბჭომ აღნიშნული საჩივარი სრულად დააკმაყოფილა.  თბილისის მერიამ დავების საბჭოს  სასამართლოში უჩივლა.  სასამართლო პროცესში „უსაფრთხო სივრცის“ თავმჯდომარე ანა გაბრიაძე მესამე პირად იქნა ჩართული და ორგანიზაციის იურისტები ამ საკითხზე მუშაობდნენ. სასამართლომ, 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით,  თბილისის მერიის სარჩელი არ დააკმაყოფილა. თბილისის მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.