თბილისის ზღვა – ვის ევალება წლის ხარისხის კონტროლი? ბეჭდვა

თბილისის ზღვის წყლის ხარისხის კონტროლზე და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს როლზე ამ პროცესში ჩვენ ვესაუბრეთ ამ უწყების წარმომადგენელს მარინა ბაინდურაშვილს.


 

ქალბატონო მარინა, როგორია სამინისტროს როლი თბილისის ზღვას კონტროლის კუთხით?

– გარემოს ჯანმრთელობის სფეროში ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კომპეტენცია შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დადგენით, ვინაიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონით და გარემოს დაცვის შესახებ კანონით ასეთი ფუნქცია აქვს სამინისტროს. 2001 წელს შემუშავებულ იქნა გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების ერთი დიდი ბრძანება, რომელიც მოიცავს 15მდე დანართს - მასში გაერთიანებულია სხვადასხვა სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული დოკუმენტები. მას შემდეგ ამ ბრძანებას არანაირი რედაქტირება, ადაპტირება ან ჰარმონიზება სხვა მიდგომებთან, ნორმატიულ დოკუმენტებთან, ახალ მოთხოვნებთან არ გაუვლია. მითუმეტეს იმ პეროიდში ამ ბრძანებით განსაზღვრული იყო ამ ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმებზე აღსრულების კომპეტენცია – სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია არსებობდა, რომელიც 2005 წლის შემდეგ აღარ არსებობს, გაუქმებულია ასევე სანიტარული კოდექსი. ამდენად ამის შემდეგ ეს საკითხი რეგულირდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონით და ასევე გარემოს დაცვის შესახებ კანონით. ჩვენ ვიცით, რომ ამ ბრძანებით გაწერილი აღსრულების მექანიზმი ამ ხარისხობრივი ნორმების მოძველებულია,  თუმცა გარემოს კანონმდებლობა არეგულირებს აღნიშნულ საკითხს და ამბობს, რომ გარემოს ხარისხობრივი ნორმების კონტროლი და ასევე მონიტორინგი არის გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენცია. ამასვე ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონი. ასე რომ ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს ნორმებს, კონტროლს ახორციელებს გარემოს დაცვის სამინისტრო.

რომელი სამსახური?

– გარემოს დაცვის სამინისტროს აქვს გარემოს დაცვის ინსპექცია, სააგენტო - წესით მატი კომპეტენციაა.

ვის უნდა დაედგინა სანიტარული ზონების საზღვრები? დღეს ძალაშია მინისტრის ბრძანება?

– მინისტრის 297 - 2001 წლის ბრძანება ძალაშია. 2014 წლიდან ის ხელმეორედ დამტკიცდა, როგორც ტექნიკური რეგლამენტი. მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, რომ ამ ბრძანების ახალი რედაქცია უნდა მოამზადოს - მთავრობის დადგენილება გამოვა ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ და იქ

 

 

კოდექსით განსაზღვრული ფუნქციების გადანაწილება, კომპეტენციების გამიჯნვა მოხდა სხვადასხვა უწყებებს შორის - იქ არსებობდა კვების კონტროლი, სურსათის კონტროლი, ასევე ეპიდზედამხედველობა. ყველაფერი ეს გადანაწილდა სხვადასხვა სამინისტროების შორის - გარემოს მდგომარეობის კონტროლი - გარემოს დაცვის სამინისტროს, სურსათის კონტროლი - სურსათის ეროვნულ სააგენტოს. დარჩა საკითხები, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობას დაექვემდებარება.

კონკრეტულად ვის დაევალა თბილისის ზღვის, როგორც სასმელი წყლის წყაროს კონტროლი?

სასმელი წყლის წყაროს სანიტარული დაცვების ზონების განსაზღვრა - კონკრეტულად ასე არ არის გაწერილი. როგორც გითხარით, დარჩენილია ღია საკითხები, გადანაწილების გარეშე. თუმცა ეს საკითხები - სასმელი წყლის საკითხები განსაზღვრულია, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის სარეგულაციო საკითხი - ანუ თბილისის ზღვის საკითხი ჩვენი აზრით უნდა იყოს თბილისის მერიის მოსაგვარებელი საკითხი და  სანიტარული დაცვის ზონების განსაზღვრა და კონტრილიც მათ უნდა გააკეთონ.

– სანიტარული დაცვის ზონების პროექტი მათ შეუძლიათ დაუკვეთონ, მაგალითად, კერძო სტრუქტურას, ასევე, ჩემი აზრით, ამ პროექტის მომზადებაშიც მთავარი როლი უნდა შეასრულოს იმ კომპანიამ, რომელიც წყლის პროვაიდერია - სასმელი წყლის მიმწოდებელია იმ ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულში.

რამდენად არის ჩართული ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხში?

– ამ საკითხში ჯანდაცვის სამინისტრო არ არის ჩართული, არც ევალება. ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ და მხოლოდ პროექტების შეთანხმება ევალება. ჩვენთან მოდის უამრავი სანიტარული დაცვის პროექტი - როგორც კურორტების, ისე სხვა.... მაგალითად, ბორჯომის სანიტარული დაცვის პროექტი მოვიდა – სამინისტრო განიხილავს ამას. თუ არის რაიმე პრობლემა შენიშვნებს მიაწვდის. გარკვეულწილად ეხმარება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - ჩაერთვება ამ პროცესში და მზადდება ჩვენთვის მისაღები სანიტარული დაცვის პროექტი რომელიც შეითანხმებს ჯანდაცვის სამინისტრო. სანიტარულ გამაჯანსაღებელ ღონისძიებებზე პრაქტიკულად სულ ყოველთვის შენიშვნები გვაქვს.

ძალიან ბევრი საკითხი დარჩა ჰაერში. სასმელი წყლის საკითხი ნამდვილად არ დარჩენილა ჰაერში, იმიტომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა.

რითია დადგენილი ეს? რომელი კანონით?

– კონკრეტულად ასე არ წერია. ჩვენს ნორმატიულ დოკუმენტებში ასე არ წერია რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა შემუშავებული ყველგან იწერებოდა რომ ეს არის.... აი მაგალითად... განკუთვნილია ადგილობრივი თვითმმართველოების ორგანოების სახელმწიფო ხელისუფლებისათვის. დაწესებულებებისათვის, რომლების ახორციელებენ სასმელი წყლის მიწოდებას და ასევე სასმელი წყლის ხარისხის კონტროლს. ორი უწყებაა არის ამის მონაწილე. ერთი - ვინც აწვდის სასმელ წყალს, მეორე - ვინც ახორციელებს სასმელი წყლის ხარისხის კონტროლს.

თქვენი სამინისტრო თუ ახორხიელებს ჯორჯიან უოტერ ენდ პაურზე კონტროლს?

– არა ჩვენი სამინისტროს კომპეტენციას არანაირად არ წარმოადგენს არც სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი და არც, მითუმეტეს, წყლის მიმწოდებლის ჯორჯიან უოტერ ენდ პაუერის კონტროლი.

სახელმწიფო ახორციელებს მიწოდებული წყლის ხარისხის კონტროლს - სასმელი წყლის ხარისხის კონტროლს ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ანუ სურსათის ეროვნული სააგენტო. ეს გაწერილია სურსათის კოდექსით, ანუ ჩვენი სამინისტროს როლი მხოლოდ ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დადგენით შემოიფარგლება.