ციყვების დაცვა გრძელდება ბეჭდვა

9 ნოემბერს 16 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება ე.წ. ,,ციყვების''ტერიტორიასთან დაკავშირებული საქმე. შეგახსენებთ, რომ ქალაქ თბილისის საკრებულომ გაასაჩივრა ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ციყვების ტერიტორიის ნაწილს დაუბრუნდა ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონის სტატუსი.