ააიპ „ უსაფრთხო სივრცე „ მთავრობის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ბეჭდვა

2016 წლის 10 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომლითაც ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არსებული 10 პარკის/ბაღის მოვლა პატრონობა დაევალა შპს ,,თბილსერვის ჯგუფს''. აღნიშნული განკარგულება დაუსაბუთებელია, აგრეთვე მერიამ ვერ მოგვაწოდა წარმოების მასალები, რის გამოც განკარგულება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ასევე აღსანიშნავია, რომ განკარგულების შესასრულებლად 1 000 000 ლარით დაფინანსდა ,,თბილსერვის ჯგუფი''.