ჰაიდ პარკი ბეჭდვა

 ჰაიდ პარკი მდებარეობს ცენტრალურ ლონდონში, გაერთიანებულ სამეფოში. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პარკი, რომელიც ლონდონის სამეფო პარკადაა მიჩნეული და ცნობილია თავისი `სპიკერთა კუთხი~. იგი ორადაა გაყოფილი. პარკი ესაზღვრება კენსინგტონის ბაღებს და, თუმცა მათ ჰაიდ პარკის ნაწილად მიიჩნევდნენ, კენსინგტონის ბაღები 1728 წლიდან ტექნიკურად განცალკევებულია, მას შემდეგ, რაც დედოფალმა კაროლინამ ის ორად გაყო. ჰაიდ პარკს უჭირავს 142 ჰექტარი (350 აკრი) და კენსინგტონის ბაღებს უჭირავს 111 ჰექტარი (275 აკრი, რაც 253 ჰექტარის (625 აკრის) მთლიანი ფართობია. მათი გაერთიანებული ტერიტორია უფრო დიდია, ვიდრე მონაკოს სამთავრო (196 ჰექტარი/484 აკრი), თუმცაღა, უფრო მცირე მასშტაბის, ვიდრე ნიუ იორკის ცენტრალური პარკი (341 ჰექტარი/ 843 აკრი). სამხრეთ-აღმოსავლეთით, პარკის გარეთ, მდებარეობს ჰაიდ პარკის კუთხე. მიუხედავად იმისა, რომ ორი პარკი შეუმჩნევლად ერწყმის ერთმანეთს, კენსინგტონის პარკები იხურება შებინდებისას, მაგრამ ჰაიდ პარკი ღია რჩება მთელი წლის მანძილზე დილის 5 საათიდან შუაღამემდე.
ჰაიდ პარკის კუთხეში, პარკის დიდი შესასვლელი, `ეფსლი ჰაუსის~ გვერდით, გაშენდა 1824-25 წლებში დესიმუს ბურტონის დიზაინის მიხედვით.
პარკის ინტერესის ობიექტებში შედის `პიკერთა კუთხე~ (რომელიც მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, მარმარილოს თაღების გვერდით, ძველად არსებული ტიბურნის რკალის ახლოს და `როთენ როუ~, რომელიც კრისტალის სასახლის ჩრდილოეთის საზღვარია.
ბოტანიკური მრავალფეროვნების მშვენიერ ნიმუშს წარმოადგენს `მოქვითინე წიფელი~, “ფალგუს სილვატიგა პენდულა~, რომელსაც თავდაყირა ხესაც უწოდებენ. ჰაიდ პარკის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს ლონდონის ერთ-ერთი უდიდესი სასტუმრო  `ლენსბოროუ~ (ძველად, 1970-იანი წლების დასაწყისამდე – წმინდა გიორგის სახელობის ჰოსპიტალი).
1967 წელს პარკის დაცვა, რომელსაც სამეფო პარკი მართავდა, მიანდეს მეტროპოლიტენის დაცვის სამსახურს `სპიკერთა კუთხეში~ მოსალოდნელი უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით. მეტროპოლიტენის პოლიციის განყოფილება მდებარეობს შუაგულ პარკში.