ჰაიდ პარკი | |
ჰაიდ პარკი მდებარეობს ცენტრალურ ლონდონში, გაერთიანებულ სამეფოში. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პარკი, რომელიც ლონდონის სამეფო პარკადაა მიჩნეული და ცნობილია თავისი `სპიკერთა კუთხი~. იგი ორადაა გაყოფილი. პარკი ესაზღვრება კენსინგტონის ბაღებს და, თუმცა მათ ჰაიდ პარკის ნაწილად მიიჩნევდნენ, კენსინგტონის ბაღები 1728 წლიდან ტექნიკურად განცალკევებულია, მას შემდეგ, რაც დედოფალმა კაროლინამ ის ორად გაყო. ჰაიდ პარკს უჭირავს 142 ჰექტარი (350 აკრი) და კენსინგტონის ბაღებს უჭირავს 111 ჰექტარი (275 აკრი, რაც 253 ჰექტარის (625 აკრის) მთლიანი ფართობია. მათი გაერთიანებული ტერიტორია უფრო დიდია, ვიდრე მონაკოს სამთავრო (196 ჰექტარი/484 აკრი), თუმცაღა, უფრო მცირე მასშტაბის, ვიდრე ნიუ იორკის ცენტრალური პარკი (341 ჰექტარი/ 843 აკრი). სამხრეთ-აღმოსავლეთით, პარკის გარეთ, მდებარეობს ჰაიდ პარკის კუთხე. მიუხედავად იმისა, რომ ორი პარკი შეუმჩნევლად ერწყმის ერთმანეთს, კენსინგტონის პარკები იხურება შებინდებისას, მაგრამ ჰაიდ პარკი ღია რჩება მთელი წლის მანძილზე დილის 5 საათიდან შუაღამემდე.
|