შობა ახალი წელი ბეჭდვა

 

6  იანვარს  ჩვენ კონსტანტინე გამსახურდიას   სკვერს ვესტუმრეთ. ქვის კონსტანტინე და ირგვლივ ქვაში ჩაფლული სკვერი. კონსტანტინე აქაც „ცოცხალია’’,--სკვერი რატომღაც უსიცოცხლო და გაქვავებული.    სკვერის წინ  თეთრი ფარდულების გრძელი რიგია, --- ეს,  მერიის საშობაო ინიციატივაა- საშობაო ვაჭრობა. თეთრი ფარდულები, რკინის ღობეები,  ხალხის რიგი.

 

 7 იანვარს ვარდების მოედანზე ალილოსთვის ემზადებიან. მოედანი ერთი მხრიდან  შემოღობილია. ღობე წინა, საბჭოთა ეპოქის დეკორატიული ხელოვნების ნიმუშის დემონტაჟის შედეგს , ---ნანგრევებს ფარავს. მოედნის მეორე მხარეს კი ,  ამ ეპოქის ძეგლი დგას, -დიდი, შავი ველოსიპედი. თუმცა, მოედანზე ერთ ხესაც  ვერ ნახავთ.   ქვაფენილზე  უამრავი ხალხი შეგროვდა, -- სადღესასწაულო მსვლელობისთვის ემზადებიან.  ბავშვები, ულამაზესი თეატრალური აქლემები, ზღაპრული კუ ,სირაქლემები, მოძრავსპილოებზე ამხედრებული ინდოელები.

 ბავშვები- ანგელოზები,

მზე,

 სითბო,

საკმევლის სუნი,

გაღიმებული ხალხი.  ზღაპრული წარმოდგენის  მონაწილეების  მსვლელობა მოედნიდან დაიწყო  და    რუსთაველზე, ზეთის ხილის ხის   ჩავლით სამებისკენ გაეშურა.

გილოცავთ შობა ახალწელს!