Safe Space Tbilisi
პარტნიორები
ძაღლები |
![]() |
![]() |
![]() 2012 წელს, როდესაც თბილისის მერიის ინიციატივით ძაღლებისათვის მუნიციპალური თავშესაფარი გაიხსნა, ეს მათთვის ვისაც უპატრონო ძაღლების შიში ჰქონდა სასიხარულო ფაქტი იყო. ყველა ფიქრობდა, რომ ამის შემდეგ სახლშიც მშვიდად დაბრუნდებოდნენ და ცხოველებიც ბევრად უკეთეს პირობებში გააგრძელებდნენ ცხოვრებას, თუმცა ყველაფერი ასე არ მოხდა. მერიის "გარეულ და შინაურ ცხოველეთა თავშესაფარში" ეზოებიდან აყვანილი ძაღლები სულაც არ ცხოვრობენ ისეთ პირობებში როგორც ეს ხალხს წარმოუდგენია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სიტუაცია ბევრად უკეთესია ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო, როდესაც ძაღლების ქუჩიდან აყვანას შპს „დებიუტი“, ანუ საქართველოს პირველი ვეტერინარული კლინიკა ახორციელებდა. მაშინ თბილისში ძაღლებს სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდნენ და ხოცავდნენ. მაგრამ მაინც... - დახურული ვოლიერები, სადაც ერთად რამდენიმე ძაღლი ჰყავთ მოთავსებული, აუტალნელი სუნი და ანტისანიტარია - ასეთ პირობებში თავშესაფარში დღეისათვის 247 ძაღლი ცხოვრობს.
ქალაქში მოქმედი კიდევ ერთი თავშესაფარი 2004 წელს თამაზ ელიზბარაშვილის მიერ დაარსდა. თავშესაფრის ტერიტორიაზე განთავსებულია ვეტერინარული კლინიკა, სარეაბლიტაციო პალატები, სამშობიარო და კარანტინის ბლოკი, სალონი, სასეირნო ტერიტორია, ძაღლის ღია და დახურული ვოლიერები და დათვის ვოლიერები. ამჟამად თავშესაფარში 300- მდე ძაღლი, 30 ლეკვი და 5 მურა დათვი ბინადრობს. ცხოველები ელზიბარშვილის თავშესაფარში ბევრად თავისუფალ და არასტრესულ გარემოში იმყოფებიან. ძაღლების უმეტესობა თავშესაფრის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება. უკეთესი მდგომარეობაა ძაღლების სიკვდილიანობასთან დაკავშირებით, აქ ასეთი შემთხვევა თითქმის არ ხდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ძაღლი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვლება. ძაღლების ჩუქება ორივე თავშესაფრიდან მსურველებს ყოველ დღე შეუძიათ. თუმცა სამწუხაროდ, მოსახლოება თავშესაფრებს იშვიათად სტუმრობს. მათ ურჩევნიათ ოთხფეხა მეგობარში დიდი თანხა გადაიხადონ. მანამდე კი დროებით პატრონიანი, მაგრამ მაინც უპატრონო ძაღლები, თბილისში ასრებულ ორ თავშესაფრებში არათანაბარ პირობებში განაგრძობენ ცხოვრებას. {youtube}syvb4Mvaho0{/youtube}
|