თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი 1050 არარსებული ხის მოჭრაზე ბეჭდვა
თბილისის მერიამ 1050 ხის მოჭრის, დასაწყობებისა და გატანის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა (სპა 140001850).  სატენდერო დოკუმენტაციაში მოსაჭრელი ხეების ადგილმდებარეობა არ იყო მითითებული. ორგანიზაცია  „უსაფრთხო სივრცემ“ ტენდერი დავების საბჭოში გაასაჩივრა. 19 თებერვალს დავების საბჭოში საჩივრის განხილვის სხდომა გაიმართა. გთავაზობთ ამ სხდომის ვიდეოჩანაწერს.
სანიტარული ჭრის ჩატარების აუცილებლობას ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“ არ უარყოფს. გამხმარი ხეები ნამდვილად უნდა მოიჭრას, თუმცა მანამდე უნდა ჩატარდეს კვლევა, აღნიშვნა და აღრიცხვა, რომელიც ასეთი ჭრის აუცილებლობას დაადასტურებს. უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური ტენდერი შარშანაც გასაჩივრდა (სპა 130005213).  მაშინ დავების საბჭომ საჩივარი სრულად დააკმაყოფილა. თბილისის მერიამ დავების საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ მერიის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა.
საცივრის საფუძველია ის, რომ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი (სპა 140001850) 1050 ხის მოჭრის, დასაწყობების და გატანის მომსახურების  შესყიდვაზე, კანონდარღვევითაა შედგენილი. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას. აღნიშნული სატენდერო დავალება არ მოიცავს: შესასყიდი სამუშაოების მოცულობას (არ არის დაკონკრეტებული, თუ რა კატეგორიის ხეები უნდა მოიჭრას) და მომსახურების გაწევის ადგილს( მოსაჭრელი ხეების მისამართები, თვით შემსყიდველისთვისაც კი უცნობია).
ტენდერი (სპა 140001850) სანიტარულ ჭრაზეა გამოცხადებული. „ქ.თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესში“, ასეა განსაზღვრული სანიტარული ჭრა:  „სანიტარიული ჭრა – სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე, სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრა.“ შესაბამისად, სანიტარულ ჭრებზე გამოცხადებულ ტენდერში უნდა იყოს სპეციალური გამოკვლევის და აღრიცხვის მასალები, რაც საფუძვლად დაედება მიმწოდებლის მიერ განხორციელებულ სანიტარულ ჭრას. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციაში  კი არცერთი ეს დოკუმენტი არ არის ატვირთული. გასაოცარია, რომ დავების საბჭოში საჩივრის განხილვისას, თბილისის მერიის წარმომადგენლები ღიად აცხადებდნენ, რომ მოსაჭრელი ხეების კვლევაც და აღრიცხვაც შემდეგში განხორციელდება თავად მიმწოდებლის მიერ.  კითხვაზე, თუ საიდან გამომდინარეობს მოსაჭრელი ხეების რაოდენობა, როდესაც არ არსებობს წინასწარი კვლევები, მერიის წარმომადგენლები პასუხობენ, რომ მოსაჭრელი ხეების რაოდენობა ბიუჯეტის მიხედვით ისაზღვრება.
პ.ს. რაც შეეხება სანიტარულ ჭრას, თბილისის მერია ამ ცნებას იმ შემთხვევაშიც წარმატებით იყენებს, როდესაც, რეალურად, სპეციალური ჭრა ხორციელდება. მაგალითად, ასათიანის #10–ში, ხეების მოჭრისას, ნებართვები  სანიტარული ჭრაზე გაიცა,  მაშინ, როდესაც ის მშენებლობის მიზნით ტერიტორიის გასუფთავებას ითვალისწინებდა და, თავისი არსით,  სპეციალური ჭრა იყო.
თბილისის მერიის ეკოლოგიის სამსახური მწვანე ნარგავების მოვლისას სარგებლობს „ქ.თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესით“. ამ წესისა და სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, „უსაფრთხო სივრცის“ იურისტმა შეადგინა წესი, რის მიხედვითაც უნდა შედგეს სატენდერო დოკუმენტაცია. გთავაზობთ უცვლელად:
ტექნიკური დავალების ძირითადი სავალდებულო მოთხოვნები:
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის 12 პრიმა მუხლის მე-4 ნაწილის ,,დ’’ქვეპუნქტი:
დ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას.
ქ.თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის მე3 მუხლი განსაზღვრავსმწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს:
1. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) სპეციალური გამოკვლევის მასალები;
ბ) მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
3. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.
4. მწვანე ნარგავების მოვლითი ღონისძიებებია:
ა) მოვლითი ჭრების განხორციელება;
ამავე წესის მე- 4-ის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი:
ე) სანიტარიული ჭრა – სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე, სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრა;
მე-8 მუხლის კი განსაზღვრავს: მოვლითი ჭრებისას, მოსაჭრელი ხეების მონიშვნა და უბნის გამოყოფა
1. ხეების ერთეულად მონიშვნა ხორციელდება მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ან გამგეობის მიერ. მოვლითი ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური უფლებამოსილია გამოყოს მოსაჭრელი ხეების უბანი.
4. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, ხეების მონიშვნა ხორციელდება მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით.

თბილისის მერიამ 1050 ხის მოჭრის, დასაწყობებისა და გატანის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა (სპა 140001841).  სატენდერო დოკუმენტაციაში მოსაჭრელი ხეების ადგილმდებარეობა არ იყო მითითებული. ორგანიზაცია  „უსაფრთხო სივრცემ“ ტენდერი დავების საბჭოში გაასაჩივრა. 19 თებერვალს დავების საბჭოში საჩივრის განხილვის სხდომა გაიმართა. გთავაზობთ ამ სხდომის ვიდეოჩანაწერს.

 

{youtube width="500" height="400"}6i-1CCELVo4{/youtube}

 


სანიტარული ჭრის ჩატარების აუცილებლობას ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“ არ უარყოფს. გამხმარი ხეები ნამდვილად უნდა მოიჭრას, თუმცა მანამდე უნდა ჩატარდეს კვლევა, აღნიშვნა და აღრიცხვა, რომელიც ასეთი ჭრის აუცილებლობას დაადასტურებს. უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური ტენდერი შარშანაც გასაჩივრდა (სპა 130005213).  მაშინ დავების საბჭომ საჩივარი სრულად დააკმაყოფილა. თბილისის მერიამ დავების საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ მერიის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა. 
საჩივრის საფუძველია ის, რომ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი (სპა 140001841) 1050 ხის მოჭრის, დასაწყობების და გატანის მომსახურების  შესყიდვაზე, კანონდარღვევითაა შედგენილი. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: "შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას." აღნიშნული სატენდერო დავალება არ მოიცავს: შესასყიდი სამუშაოების მოცულობას (არ არის დაკონკრეტებული, თუ რა კატეგორიის ხეები უნდა მოიჭრას) და მომსახურების გაწევის ადგილს( მოსაჭრელი ხეების მისამართები, თვით შემსყიდველისთვისაც კი უცნობია). 

 

ტენდერი (სპა 140001841) სანიტარულ ჭრაზეა გამოცხადებული. „ქ.თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესში“, სანიტარული ჭრა  ასეა განსაზღვრული :  „სანიტარიული ჭრა – სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე, სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრა.“ შესაბამისად, სანიტარულ ჭრებზე გამოცხადებულ ტენდერში უნდა იყოს სპეციალური გამოკვლევის და აღრიცხვის მასალები, რაც საფუძვლად დაედება მიმწოდებლის მიერ განხორციელებულ სანიტარულ ჭრას. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციაში  კი არცერთი ეს დოკუმენტი არ არის ატვირთული. გასაოცარია, რომ დავების საბჭოში საჩივრის განხილვისას, თბილისის მერიის წარმომადგენლები ღიად აცხადებდნენ, რომ მოსაჭრელი ხეების კვლევაც და აღრიცხვაც  თავად მიმწოდებლის მიერ შემდეგში ხორციელდება.  კითხვაზე, თუ საიდან გამომდინარეობს მოსაჭრელი ხეების რაოდენობა, როდესაც არ არსებობს წინასწარი კვლევები, მერიის წარმომადგენლები პასუხობენ, რომ მოსაჭრელი ხეების რაოდენობა ბიუჯეტის მიხედვით ისაზღვრება.  
პ.ს. რაც შეეხება სანიტარულ ჭრას, თბილისის მერია ამ ცნებას იმ შემთხვევაშიც წარმატებით იყენებს, როდესაც, რეალურად, სპეციალური ჭრა ხორციელდება. მაგალითად, ასათიანის #10–ში, ხეების მოჭრისას, ნებართვები  სანიტარული ჭრაზე გაიცა,  მაშინ, როდესაც ის მშენებლობის მიზნით ტერიტორიის გასუფთავებას ითვალისწინებდა და, თავისი არსით,  სპეციალური ჭრა იყო. თბილისის მერიის ეკოლოგიის სამსახური მწვანე ნარგავების მოვლისას სარგებლობს „ქ.თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესით“. ამ წესისა და სატენდერო კანონმდებლობის მიხედვით, „უსაფრთხო სივრცის“ იურისტმა შეადგინა წესი, რის მიხედვითაც უნდა შედგეს სატენდერო დოკუმენტაცია. გთავაზობთ უცვლელად:ტექნიკური დავალების ძირითადი სავალდებულო მოთხოვნები:სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის 12 პრიმა მუხლის მე-4 ნაწილის ,,დ’’ქვეპუნქტი:დ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას.
ქ.თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის მე3 მუხლი განსაზღვრავსმწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს:
1. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს:ა) სპეციალური გამოკვლევის მასალები;ბ) მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალები;გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.3. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.4. მწვანე ნარგავების მოვლითი ღონისძიებებია:ა) მოვლითი ჭრების განხორციელება;
ამავე წესის მე- 4-ის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი:ე) სანიტარიული ჭრა – სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე, სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრა;
მე-8 მუხლის კი განსაზღვრავს: მოვლითი ჭრებისას, მოსაჭრელი ხეების მონიშვნა და უბნის გამოყოფა 1. ხეების ერთეულად მონიშვნა ხორციელდება მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ან გამგეობის მიერ. მოვლითი ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური უფლებამოსილია გამოყოს მოსაჭრელი ხეების უბანი.4. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, ხეების მონიშვნა ხორციელდება მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით.

 

სოფიო ქორიძე