მზიურის საქმე ბეჭდვა

12 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,უსაფრთხო სივრცე''-ს სარჩელის განხილვა გაიმართა. საქმე შეეხებოდა ,,მზიურის'' ერთ-ერთ ნაკვეთზე ფუნქციური ზონის ცვლილების საკითხს. შეგახსენებთ რომ, 2013 წლის სექტემბერში საკრებულომ ფუნქციური ზონა შეუცვალა მზიურის ერთ-ერთ ნაკვეთს და სარეკრეაციო ზონა 2 და სატრანსპორტო ზონა გადაკეთდა საზოგადოებრივ საქმიან ზონას, ანუ მასზე შესაძლებელი გახდა მრავალ სართულიანი კორპუსის მშენებლობა.

მოგვიანებით აღნიშნული ნაკვეთი დაიყო სამ ნაწილად და ერთ-ერთ ნაკვეთზე განხორციელდა სწორედ იმ კორპუსის მშენებლობა , რომელიც 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის დროს იყო დატბორილი.პროცესი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა: მერიის წარმომადგენელი არ გამოცხადდა, ხოლო ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საბჭოს წარმომადგენელს არ ჰქონდა სამსახურის მიერ გაცემული მინდობილობა და იშუამდგომლა პროცესის გადადების თაობაზე. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა და ბოლო პერიოდში გამართულ არცერთ პროცესზე საბჭოს წარმომადგენელმა მინდობილობის წარმოდგენა ვერ შეძლო. მხარეები მის შუამდგომლობას არ დავეთანხმეთ და მოსამართლემ არ დააკმაყოფილა წარდგენილი შუამდგომლობა. რაც შეხება საკრებულოს წარმომადგენელს - ის კვლავ ურყევად ძველ პოზიციაზე იდგა და ითხოვდა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს. მესამე პირების (შპს ,,გამა'')პოზიცია კი ასეთია- მათ აღნიშნული შპს 2015 წელს შეიძინეს და თურმე გაუგებარია რაზე დაობს ,,უსაფრთხო სივრცე'', მათი აზრით თუკი მისმა წინამორბედმა თავისდროულად არ გააპროტესტა ტერიტორიისთვის სარეკრეაციო და სატრანსპორტო ზონის მინიჭება, ეს მათი პრობლემა არ არის. ჯიუტად იმეორებდნენ რომ ამ ნაკვეთზე მიწის ქვეშ მაზუთის საცავებია, თუმცა ეს ვერ დაასაბუთეს მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ასევე ვერ შეძლეს იმის დასაბუთება, რომ ამ ტერიტორიას ოდესმე სამრეწველო ზონა ჰქონდა. ასე რომც იყოს არ არსებობობს არანაირი დასკვნა რომ იქ შეუძლებელია გამწვანების არსებობა. ამდენად საქმეზე არსებითი განხილვა დასრულდა და გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს გამოცხადდება. ახლახანს იმედის ტელევიზიამ გააშუქა აღნიშნული პრობლემა და ჩვენი პოზიცია იყო წარმოდგენილი. გთავაზობთ სიუჟეტის ლინკს: http://imedi.ge/index.php?pg=shs&id_pr=8587&id=63