საჯარო ინფორმაციის მოპოვება ელექტრონულად ბეჭდვა
სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი  ასპექტია  ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა. საქართველოში ელექტრონული  სისტემის შემოღების შედეგად,   ინფორმაციის საჯაროობის  უზრუნველყოფის  მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შეიქმნა საიტები, საიდანაც ინფორმაციის მოძიება, ყველა მსურველს მარტივად შეუძლია. ესენია: tas.ge -თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტი; spa.ge -  ელექტრონული ტენდერების საიტი; napr.gov.ge საჯარო რეესტრის საიტი. იმისათვის, რომ საზოგადოება  ჩართული იყოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი  საკითხების გადაწყვეტაში, აუცილებელია მან იცოდეს საჯარო ინფორმაციის მოპოვების წესები. ჩვენი ორგანიზაციის ერთერთი ამოცანაა სწორედ მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფაა.  სამწუხაროდ, საზოგადოების  დიდი ნაწილი არ სარგებლობს საჯარო ინფორმაციის მოპოვების ელექტრონული სისტემით და ამის მიზეზი სწორედ იმ ელემენტარული წესების არცოდნაა, რასაც ამ და რამდენიმე მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ.
ნაწილი#2: როგორ გამოვიყენოთ საკადასტრო კოდი  ინფორმაციის მოსაძიებლად
წინა სტატიაში ჩვენ გასწავლეთ თუ როგორ მოიპოვოთ საკადასტრო კოდი. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ გამოვიყენოთ საკადასტრო კოდი მიწის ნაკვეთზე მშენებლობის წარმოების მასალების გასაცნობად.
პირველ რიგში, შევდივართ არქიტექტურის სამსახურის საიტზე tas.ge, ჩამონათვალში ვეძებთ ზოლს „ინტერაქტიული რუკა“ და ვაკლიკებთ.   პროგრამა გახსნის  რუკას, რომელსაც მარჯვენა მხარეს 2  საძიებო ზოლი აქვს. პირველივე ზოლში „რეგისტრირებული ნაკვეთები“ , ვწერთ ნაკვეთის საკადასტრო კოდს და ვაკლიკებთ  ღილაკს „ძებნა“. ნაკვეთი, რომელიც პროგრამამ გააწითლა, სწორედ ის ნაკვეთია, რომელიც თქვენ გაინტერესებთ.
ნაკვეთის გამოსახულების თავზე, მარჯვენა კუთხეში, პატარ–პატარა ნიშნებს დაინახავთ. ვაკლიკებთ პირველივეს, რომელიც გამოიყურება, როგორც ლურჯ რგოლში ჩასმული ინგლისური ასო i-.  პროგრამა დაიწყებს არსებული ინფორმაციის დამუშავებას და თქვენ ახლა ნაკვეთის წითლად მონიშნულ გამოსახულებაზე უნდა დააკლიკოთ. ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგ, თქვენს წინ გაჩნდა ფანჯარა, რომელიც ყველა იმ ინფორმაციას მოიცავს, რომელიც ამ ნაკვეთზე მშენებლობის წარმოებას ეხება. როგორც წესი, ყველაზე ახალი განცხადება ჩამონათვალში ბოლოა.  გახსნით თქვენთვის საინტერესო განცხადებას. განცხადებაში თქვენ ნახავთ, თუ რას ეხება განცხადება,  რა პასუხი გასცა განცხადებაზე არქიტექტურის სამსახურმა და როგორია კომისიის შედეგი (თუ ასეთი არსებობს). შედეგის გასაგებად დააკლიკებთ ღილაკს  „შედეგის ნახვა“ და გაგიხსნით არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილების PDF ფაილს.
სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი  ასპექტია  ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა. საქართველოში ელექტრონული  სისტემის შემოღების შედეგად,   ინფორმაციის საჯაროობის  უზრუნველყოფის  მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შეიქმნა საიტები, საიდანაც ინფორმაციის მოძიება, ყველა მსურველს მარტივად შეუძლია. ესენია: tas.ge -თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტი; spa.ge -  ელექტრონული ტენდერების საიტი; napr.gov.ge საჯარო რეესტრის საიტი. იმისათვის, რომ საზოგადოება  ჩართული იყოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი  საკითხების გადაწყვეტაში, აუცილებელია მან იცოდეს საჯარო ინფორმაციის მოპოვების წესები. ჩვენი ორგანიზაციის ერთერთი ამოცანაა სწორედ მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფაა.  სამწუხაროდ, საზოგადოების  დიდი ნაწილი არ სარგებლობს საჯარო ინფორმაციის მოპოვების ელექტრონული სისტემით და ამის მიზეზი სწორედ იმ ელემენტარული წესების არცოდნაა, რასაც ამ და რამდენიმე მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ. 

ნაწილი#2: როგორ გამოვიყენოთ საკადასტრო კოდი  ინფორმაციის მოსაძიებლად

 წინა სტატიაში ჩვენ გასწავლეთ თუ როგორ მოიპოვოთ საკადასტრო კოდი. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ გამოვიყენოთ საკადასტრო კოდი მიწის ნაკვეთზე მშენებლობის წარმოების მასალების გასაცნობად. პირველ რიგში, შევდივართ არქიტექტურის სამსახურის საიტზე tas.ge, ჩამონათვალში ვეძებთ ზოლს „ინტერაქტიული რუკა“ და ვაკლიკებთ.   პროგრამა გახსნის  რუკას, რომელსაც მარჯვენა მხარეს 2  საძიებო ზოლი აქვს. პირველივე ზოლში „რეგისტრირებული ნაკვეთები“ , ვწერთ ნაკვეთის საკადასტრო კოდს და ვაკლიკებთ  ღილაკს „ძებნა“. ნაკვეთი, რომელიც პროგრამამ გააწითლა, სწორედ ის ნაკვეთია, რომელიც თქვენ გაინტერესებთ.
ნაკვეთის გამოსახულების თავზე, მარჯვენა კუთხეში, პატარ–პატარა ნიშნებს დაინახავთ. ვაკლიკებთ პირველივეს, რომელიც გამოიყურება, როგორც ლურჯ რგოლში ჩასმული ინგლისური ასო i-.  პროგრამა დაიწყებს არსებული ინფორმაციის დამუშავებას და თქვენ ახლა ნაკვეთის წითლად მონიშნულ გამოსახულებაზე უნდა დააკლიკოთ. ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგ, თქვენს წინ გაჩნდა ფანჯარა, რომელიც ყველა იმ ინფორმაციას მოიცავს, რომელიც ამ ნაკვეთზე მშენებლობის წარმოებას ეხება. როგორც წესი, ყველაზე ახალი განცხადება ჩამონათვალში ბოლოა.  გახსნით თქვენთვის საინტერესო განცხადებას. განცხადებაში თქვენ ნახავთ, თუ რას ეხება განცხადება,  რა პასუხი გასცა განცხადებაზე არქიტექტურის სამსახურმა და როგორია კომისიის შედეგი (თუ ასეთი არსებობს). შედეგის გასაგებად დააკლიკებთ ღილაკს  „შედეგის ნახვა“ და გაგიხსნით არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილების PDF ფაილს.
იმედია, ამ ინფორმაციას შედეგიანად გამოიყენებთ.